კიანგი (ლათ. Equus hemionus kiang) — კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. კანჯარის ქვესახეობა. ტანად დიდი ცხოველია. აქვს მოკლე ფაფარი, წინა კიდურებზე რქოვანი კორძები. ზურგის მხარე და გვერდები მოწითალო-ყავისფერია, მუცელი — მოთეთრო. ბინადრობს ცენტრალური აზიის მთიანეთის უდაბნოში (ქაშმირი, ლადაქი, ტიბეტი), ქმნის მცირერიცხოვან რემას. იკვებება ბალახით. შობს 1 კვიცს. სწრაფად დარბის. ადგილობრივი მოსახლეობა კიანგზე ხორცისა და ტყავისათვის ნადირობს. ძნელად შინაურდება.

კიანგი
კიანგი
კიანგი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Equus hemionus kiang
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 7953

ლიტერატურა

რედაქტირება