კვირიას ხატი (ტუშურები)
კვირიას ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთით, 0,3 კილომეტრზე, აგებულია XX საუკუნეში. ნაშენია აგურითა და ნატეხი ქვით, გეგმით კვადრატულია (1,1x1,1 მეტრი; სიმაღლე 1,8 მეტრი). ჩრდილო და დასავლეთ წახნაგებში თითო სწორკუთხა ნიში აქვს. ნაგებობა კრამიტის ორფერდა სახურავითაა გადახურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 417.