ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან კვირაცხოვლობის ტაძარი (ზუგდიდი))

ზუგდიდის მაცხოვრის ეკლესია (მეგრ. მანცხვარკარი) — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ზუგდიდში. ქალაქის ცენტრი აღმოსავლეთით, ბორცვზე.

ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის (მაცხოვრის კარის) ტაძარი– უკანა ხედი

ტაძარი ჯვრის ფორმისა, გუმბათიანია, აშენებულია თლილი ქვით და მომცრო ზომისაა. საკურთხეველი გარეთ გამოდის და აქვს სამი ფანჯარა. გუმბათი რვა–ფრთიანია რვა ფანჯრით. დასავლეთის მხარეს აქვს ეგვტერი. ეკლესიაზე შესასვლელები დატანილია სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, კარი დასავლეთითაც ჰქონია, რომელიც რესტავრაციის შემდეგ ამოუშენებიათ. სამი სარკმელი გაჭრილია აბსიდაში, ხოლო თითო ნახევარწრიული სარკმლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადებზე.

მარი ბროსეს აზრით აშენებულია XV საუკუნის დასასრულს, ექვთიმე თაყაიშვილია თარიღებდა XIII-XIV საუკუნით. 1874 წელს ტაძარი რესტავრირებულ იქნა: მოეშენა ორი — მარჯვენა და მარცხენა ნაწილი, სამრეკლო და სტოა.

ტაძრის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის განახლებას — კვირაცხოვლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება