კვიპროსის მუზეუმი
კვიპროსის მუზეუმი (ბერძ. Κυπριακό Μουσείο) — ყველაზე ძველი და უდიდესი მუზეუმი კვიპროსში. მდებარეობს ნიქოზიის ცენტრში, მუზეუმის ქუჩაზე.
კვიპროსის მუზეუმი | |
---|---|
35°10′18″ ჩ. გ. 33°21′19″ ა. გ. / 35.17167° ჩ. გ. 33.35528° ა. გ. | |
დაარსდა | 1882 |
ქვეყანა | კვიპროსი |
მდებარეობა | Ayios Andreas |
ოფიციალური საიტი | http://www.mcw.gov.cy/da |
მუზეუმში დაცულია კვიპროსული სიძველეების ყველაზე ფართო კოლექცია მსოფლიოში და ინახება კუნძულის ტერიტორიაზე გათხრების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები. მისი ისტორია დაკავშირებულია კვიპროსში თანამედროვე არქეოლოგიის (და სიძველეთა დეპარტამენტის) განვითარებასთან. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში გამოფენილია მხოლოდ კუნძულზე აღმოჩენილი არტეფაქტები.
ისტორია
რედაქტირებაროგორც ინსტიტუტი, კვიპროსის მუზეუმი დაარსდა 1882 წელს კუნძულის ბრიტანეთის ოკუპაციის დროს კვიპროსელი ხალხის შუამდგომლობის შემდეგ. ამ თვალსაზრისით მუზეუმი დაახლოებით საუკუნენახევრისაა. პეტიცია მუზეუმის დაარსების შესახებ ბრიტანეთის ადმინისტრაციას გადასცა დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა როგორც ქრისტიანული, ისე მუსლიმური მოსახლეობის რელიგიური ლიდერები.[1] ამ მოქმედების მთავარი მიზეზი გახდა რამდენიმე უკანონო არქეოლოგიური გათხრები და სიძველეების კონტრაბანდა კუნძულზე. მათგან ყველაზე ვრცელი კონტრაბანდა რამდენიმე წლით ადრე განახორციელა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ლუიჯი პალმა დი სესნოლამ, რომელმაც კუნძულიდან 35000-ზე მეტი არტეფაქტი გაიტანა, რომელთა უმეტესობა ტრანზიტის დროს განადგურდა. ბევრი გადარჩენილი ნივთი აღმჩნდა ნიუ-იორკში ახლად ჩამოყალიბებულ მეტროპოლიტენ მუზეუმში და ამჟამად გამოფენილია გალერეებში მუზეუმის მეორე სართულზე.[2]
თავდაპირველად მუზეუმი ფინანსდებოდა კერძო შემოწირულობებით და დროებით განთავსდა არსებულ სამთავრობო ოფისებში. მუზეუმი საკუთარ შენობაში გადავიდა 1889 წელს და განთავსდა ვიქტორიას ქუჩაზე მდებარე ქალაქის შუა საუკუნეების კედლებში. ამჟამინდელი შენობის მშენებლობა დაიწყო 1908 წელს და დასრულდა 1924 წელს.[3] მისი მშენებლობა ფინანსდებოდა სახელმწიფო ფულით და კერძო შემოწირულობით.[4] იგი თავდაპირველად ეძღვნებოდა ბრიტანეთის მონარქის, დედოფალ ვიქტორიას ხსოვნას. მუზეუმი დააპროექტა ათენის არქეოლოგიური საზოგადოების არქიტექტორმა ნ. ბალანოსმა და მშენებლობას ხელმძღვანელობდა მუზეუმის მაშინდელი კურატორი ჯორჯ ევერეტ ჯეფერი.[5] 1961 წელს დასრულდა გალერეების, საცავებისა და ოფისების მეორე კომპლექსის მშენებლობა.[6]
კოლექციები
რედაქტირებადაარსებიდან მალევე, მუზეუმმა დაიწყო არტეფაქტების მიღება კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებიდან, რომელსაც ძირითადად აწარმოებდა ბრიტანული და ევროპული ექსპედიციები. ყოველწლიური გათხრების ანგარიშები 1890 წლიდან ქვეყნდებოდა ჟურნალ Hellenic Studies-ში.[7] პირველი ორგანიზებული კატალოგი მალევე შეადგინეს და 1899 წელს გამოაქვეყნეს სერ ჯონ მაირესმა და მაქს ონეფალშ-რიხტერმა.[8] მუზეუმის კოლექციები მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველი ფართომასშტაბიანი სისტემური გათხრების შედეგად, რომელიც ჩატარდა კვიპროსის შვედური ექსპედიციის მიერ 1927-1931 წლებში პროფესორ ეინარ გერსტადის ხელმძღვანელობით.[9]
დღესდღეობით, კვიპროსის მუზეუმი რჩება ქვეყნის დამოუკიდებლობამდე (1960 წლამდე) შესრულებული აღმოჩენების მთავარ მაჩვენებლად.[10] მუზეუმში ასევე განთავსებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო შესყიდვები. ბოლო წლებში მოხდა კვიპროსის სამუზეუმო კოლექციების პროგრესული დეცენტრალიზაცია და ამჟამინდელი გათხრების აღმოჩენების უმეტესობა განთავსებულია ადგილობრივ რაიონულ მუზეუმებში.[11] მუზეუმი შედგება თოთხმეტი საგამოფენო დარბაზისგან, რომელიც გარშემორტყმულია კვადრატულ ცენტრალურ ზონაში, რომელიც მოიცავს დამხმარე ოფისებს, ბიბლიოთეკას, სათავსებს და ლაბორატორიებს კოლექციაში არსებული ნივთების შესანახად და შესასწავლად. გამოფენები თითოეულ დარბაზში მიჰყვება ქრონოლოგიურ და თემატურ თანმიმდევრობას, დაწყებული ნეოლითის ხანიდან და დამთავრებული რომაული პერიოდით.
მომავალი
რედაქტირებამუზეუმის კოლექციამ იმდენად გადააჭარბა არსებული შენობების შესაძლებლობებს, რომ ექსპონატების მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი. რამდენიმე მიმდინარე გათხრებისა და მუდმივი ახალი აღმოჩენების გამო, მუზეუმის უფრო ფართო შენობებში გადატანის საკითხი დადგა, მაგრამ შესაფერისი ადგილი ჯერ არ არის მოძებნილი. იყო წინადადება, რომ მუზეუმი გადაეტანათ ნიქოზიის აწ უკვე დანგრეული მთავარი ჰოსპიტალის სიახლოვეს.[12] განიხილებოდა იდეა ასევე მუზეუმი განეთავსებინათ სტადიონ GSP-ის სიახლოვეს.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Historical background of the Cyprus Department of Antiquities. Department of Antiquities. ციტირების თარიღი: 2007-04-17
- ↑ Markides, Constantine (August 13, 2006). „Taking stock of our stolen past“. Archaeology News. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2008. ციტირების თარიღი: 2007-04-17.
- ↑ Culture Spot Museums Directory (2 August 2023).
- ↑ Roueché, Charlotte (2001). „The Prehistory of the Cyprus Department of Antiquities“. British School at Athens Studies. 8: 155–166. ISSN 2159-4996. JSTOR 40960557.
- ↑ Κυπριακό Μουσείο, Λευκωσία el. Cyprus Department of Antiquities. ციტირების თარიღი: 2007-04-17
- ↑ Merrillees, Robert Stuart (2005). „Towards a fuller history of the Cyprus Museum“. Cahiers du Centre d'Études Chypriotes (ფრანგული). 35 (1): 191–214. doi:10.3406/cchyp.2005.1482. ISSN 0761-8271.
- ↑ Munro, J. A. R.; Tubbs H. A. (1890). „Excavations in Cyprus, 1889. Second Season's Work.-Polis tes Chrysochou.-Limniti“. The Journal of Hellenic Studies. 11: 1–99. doi:10.2307/623412. JSTOR 623412.
- ↑ Myres, John (1899). A catalogue of the Cyprus Museum with a chronicle of excavations undertaken since the British occupation and introductory notes on Cypriot Archaeology.. Oxford: Clarendon Press.
- ↑ Karageorghis, Vassos (1989). The Cyprus Museum. C. Epiphaniou Publications. ISBN 9963-576-06-0.
- ↑ Gaber, Pamela (1989). „The Museums of Cyprus“ (PDF). Biblical Archaeologist. 52 (4): 170–177. doi:10.2307/3210134. JSTOR 3210134. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — July 14, 2006. ციტირების თარიღი: 2007-04-25.
- ↑ Herscher, Ellen (April 1995). „Archaeology in Cyprus“. American Journal of Archaeology. 99 (2): 257–294. doi:10.2307/506341. JSTOR 506341. ციტირების თარიღი: 2007-04-25.
- ↑ Christou, Jean (December 12, 2006). „Deputies question cash for hospital conversion“. Cyprus Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2007. ციტირების თარიღი: 2007-04-17.
- ↑ Leonidou, John (October 15, 2006). „'Hall of Culture' to back shelf museum and theatre plans“. Cyprus Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2007. ციტირების თარიღი: 2007-04-25.