კვიპროსი (რომის პროვინცია)

კვიპროსის პროვინციარომის იმპერიის პროვინცია. რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში კუნძული შედის ძვ. წ. 58 წლიდან, როგორც კილიკიის პროვინციის შემადგენელი ნაწილი. სტრაბონის თანახმად კვიპროსი რომის გავლენას დაექვემდებარა იმის გამო, რომ პუბლიუს კლოდიუს პულხერი მხარს უჭერდა პტოლემეების წინააღმდეგ აჯანყებას. კვიპროსის ანექსიისათვის გაიგზავნა კატონ უმცროსი, რომელსაც დაევალა კუნძულზე რომაული სამართლის სისტემის დამყარება.

კვიპროსის პროვინცია რომის იმპერიის რუკაზე.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა რომის რესპუბლიკა, მარკუს ანტონიუსმა კვიპროსი დედოფალ კლეოპატრა VII-ს დაუთმო. მარკუს ანტონიუსის აქციუმის ბრძოლაში დამაცხების შემდეგ კვიპროსი ეგვიპტესთან ერთად კვლავ რომის შემადგენლობაში შევიდა. ძვ. წ. 22 წელს კვიპროსი სენატის პროვინცია გახდა.

რომის მშვიდობა კუნძულზე მხოლოდ ორჯერ დაირღვა.

პირველი სერიოზული აჯანყება გაიმართა 115-116 წლებში. მისი ორგანიზატორი იყო ებრაელი ბერძნული სახელწოდებით არტემიონი. მეორე აჯანყება გაიმართა 333-334 წლებში, კონსტანტინე I დიდის წინააღმდეგ.

IV საუკუნეში რამდენიმე მიწისძვრამ გამოიწვია სალამინის, შიმშილმა და გვალვამ გამოიწვია კუნძულის დაცლა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Karageorghis, Vassos, Cyprus From the Stone Age to the Romans: The Roman Period. Thames & Hudson. 1982
  • Mitford, Terence. "Roman Cyprus". Aufstieg under Niedergang der Romischen Welt. 1980