ჰორაციუსი

(გადამისამართდა გვერდიდან კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი)

კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი (ლათ. Quintus Horatius Flaccus; დ. 8 დეკემბერი, ძვ. წ. 65, აპულიის ვენუზია — გ. 27 ნოემბერი, ძვ. წ. 8, ტივოლი) — რომაელი პოეტი, განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ოდებით.

ჰორაციუსი
ლათ. Q. Horatius Flaccus
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, ძვ. წ. 65[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ვენოზა[2] [3]
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, ძვ. წ. 8[1] [2] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი რომი
დასაფლავებულია რომი
საქმიანობა პოეტი[3] [4] , მწერალი[5] [6] და ფილოსოფოსი
ენა ლათინური ენა
მოქალაქეობა ძველი რომი
Magnum opus Ars Poetica, Satires, Carmen saeculare, Odes, Epistulae და Epodes

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰორაციუსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა მამამ ოჯახი რომში საცხოვრებლად გადაიყვანა, რათა მის შვილს საუკეთესო განათლება მიეღო. 18 წლის ჰორაციუსს იგი ათენში გზავნის ბერძნული ენისა და ფილოსოფიის შესასწავლად.

იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ, ძვ. წ. 44 წელს ჰორაციუსი ლიბერატორთა არმიაში შედის და ბრძოლაში თავს გამოიჩენს. 21 წლისას ბრუტუსი ლეგიონის სარდლობას ჩააბარებს. ფილიპების ბრძოლაში ბრუტუსის ჯარი ოქტავიუსის (მომავალი იმპერატორის) ბანაკს აიღებს, თუმცა თავად მომავალი იმპერატორი გაქცევას მოახერხებს. მეორე ბრძოლაში კი იქტავიუსი იმარჯვებს. დამარცხებულთა შორისაა ჰორაციუსიც. მალე მათ გაატავისუფლებენ და პოეტი იტალიაში ბრუნდება, სადაც მამის გარდაცვალებისა და ქონების კონფისკაციის ამბავს შეიტყობს. გაღარიბებული ჰორაციუსი გადამწერის ადგილს შოულობს, თუმცა უარს არ ამბობს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც უკვე არა ხმლით, არამედ კალმით წარმართავს. წერს ეპოდებსა და სატირებს, რომლებიც ოქტავიუსის წინააღმდეგაა მიმართული.

მალე ჰორაციუსი დაუმეგობრდება ვერგილიუსს, რომელიც მას წარუდგენს ოქტავიუსთან დაახლოებულ პირს, მეცენატს. ეს უკანასკნელი ჰორაციუსს თავის პროტექტორობას შესთავაზებს და აძლევს მამულს ტიბურთან (დღევანდელი ტივოლი) ახლოს. სულ მალე ჰორაციუსის პოპულარობა ლიტერატურულ წრეებში გაიზრდება.

ჰორაციუსი გარდაიცვლება თავისი პროტექტორის სიკვდილიდან 2 თვის შემდეგ, ძვ. წ. 8, 27 ნოემბერს.

შემოქმედება

რედაქტირება
 
Saturae, 1577

სატირები

რედაქტირება

ჰორაციუსის სატირები ორ კრებულადაა გაერთიანებული, ერთში ათი პიესა შედის, მეორეში - რვა. სატირათა უმრავლესობა ავტოპორტრეტს წარმოადგენს და თვისუფალი ტონითაა დაწერილი. მათში მოცემულია პოლიტიკური, სოციალური, ეთიკური და ლიტერატურული საკითხების შესახებ პოლემიკები.

ჰორაციუსს ეკუთვნის ჩვიდმეტი ეპოდი, რომელნიც მთლიანობაში 625 სტროფს ითვლის. თავად ავტორი მათ იამბებად მოიხსენიებდა. ეპოდების სტილი დაძაბულია, ტონი - საყვედურის. მათსი ადგილი აქვს როგორც ეროტიზმს ასევე პატრიოტულ თემატიკას.

ჰორაციუსის ოდები 4 წიგნადაა დაწერილი, მათგან თითოეული შეიცავს 38, 20, 30 და 15 ოდას. ავტორი მათ ეგვიპტურ პირამიდებს ადარებდა. ოდები ჰორაციუსის ყველაზე მნიშვნელოვან და საერთოდ რომაული ლირიკის შედევრად ითვლება. შინაარსის მხრივ აქ ერთმანეთს ენაცვლება პირადული და საჯარო საკითხები, სიყვარული და პოლიტიკა, ბერძნული და ლათინური სამყარო, დახვეწილი მითოლოგია და უხეში რეალობა, ეპიკურიზმი და სტოიციზმი,

ეპიტრები

რედაქტირება

პირველი კრებული 20 ეპიტრს შეიცავს, მეორე კი მხოლოდ ორს. ამას ემატება ჰორაციუსის ცნობილი ეპიტრი პოეტური ხელოვნება. ისინი დაწერილია ჰექსამეტრით, ისევე, როგორც სატირები. ეპიტრები მიემართება კონკრეტულ ადამიანებს და ფიქტიურ წერილებს წარმოადგენს. მათი ტონი ნაკლებად სხარტი და შედარებით თავისუფალია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 autori vari Enciclopedia TreccaniIstituto dell'Enciclopedia Italiana, 1929.
  2. 2.0 2.1 2.2 Любкер Ф. Horatii // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 641–643.
  3. 3.0 3.1 3.2 W. Y. S., J. G. Horace // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 13. — P. 687–691.
  4. BeWeB
  5. Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.
  6. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.