პეპე
კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა (პორტ. Képler Laveran Lima Ferreira; დ. 26 თებერვალი, 1983) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კეპლერ ლავერან ლიმა ფერეირა | ||
დაბადების თარიღი | 26 თებერვალი, 1983 | ||
დაბადების ადგილი | მასეიო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 188 | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რეალ მადრიდი | ||
ნომერი | 3 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995-2001 | კორინთიანს ალაგოანო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001-2002 | მარიტიმუ ბ | 10 | (1) |
2002-2004 | მარიტიმუ | 63 | (3) |
2004-2007 | პორტუ | 64 | (6) |
2007-2017 | რეალ მადრიდი | 229 | (13) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007– | პორტუგალია | 123 | (7) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივნისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 25 ნოემბერი, 2021 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაპეპემ ფეხბურთის თამაში დაიწყო „ნაპოლიში“. შემდეგ 18 წლის ასაკში გადავიდა „კორინთიასში“. 2001-2002 წლების სეზონში კონტრაქტი გააფორმა პორტუგალიურ „მარიტიმუსთან“, სადაც სამი სეზონის გაატარა. 2004 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „პორტუს“ შეუერთდა.
პეპე ძალიან სწრაფად შეიქმნა „პორტუს“ დაცვის ხაზის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად. 2-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და ერთხელ პორტუგალიის თასის მფლობელი.
„მარიტიმუში“ და „პორტუში“ პეპეს თამაშმა ბევრი აღაფრთოვანა. მისი შეძენა სურდა ლისაბონის „სპორტინგს“, მაგრამ ფეხბურთელის ტრანსფერი არ შედგა. ასევე პეპეს შეძენა ძალიან უნდოდა მის ყოფილ მწვრთნელს „მარიტიმუში“.იგი პეპეს „რენში“ ეპატიჟებოდა, მაგრამ ლასლო ბოლონის წინადადებაზე ცენტრალურმა მცველმა უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ პეპე კარგად თამაშობდა, მისი პროგრესი ბრაზილიის ნაკრებში არ შეიმჩნეოდა. ამის გამო პეპემ გადაწყვიტა, რომ პორტუგალიის მოქალაქეობა მიეღო და პორტუგალიის ეროვნულ გუნდში ეთამაშა. ყველა ევროპულ ნაკრებს სურდა პეპეს საკუთარ გუნდში ხილვა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ცენტრალური მცველისთვის ოცნება იყო პორტუფგალიის ნაკრებში ასპარეზობა.
თითქმის ყველა ევროპულ გრანდს სურდა პეპეს გადაბირება, მაგრამ წარმოშობით ბრაზილიელმა მცველმა მაინც „რეალი“ აირჩია. პეპე "ბლანკოსის" თვალში შემდეგი ფაქტორების გამო მოხვდა: კარგად ირჩევს პოზიციას, ბრწყინვალედ ართმევს ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს და ტაქტიკურადაც კარგად თამაშობს. "ბლანკოსში" მისვლიდან რამდენიმე თვეში პეპემ ესპანურ პრესასთან შემდეგი განაცხადა: „პორტუ“ - ეს მხოლოდ ნაბიჯია ჩემს კარიერაში, რადგან ჩემი ოცნება დაკავშირებული იყო „მადრიდის რეალთან“.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაპეპე მონაწილეობდა ევრო 2008-ზე, ასევე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ის ხშირად თამაშობდა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. მონაწილეობა მიიღო ევრო 2012-ზე.
ტიტულები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაპორტუ:(6)[1]
- პორტუგალიის ჩემპიონი (2): 2005/06, 2006/07
- პორტუგალიის თასის მფლობელი (1): 2005/06
- პორტუგალიის სუპერთასის მფლობელი (2): 2004, 2006
- საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული (1): 2004
რეალ მადრიდი: (14)[1]
- ესპანეთის ჩემპიონი (3): 2007/08, 2011/12, 2016/17
- ესპანეთის თასის მფლობელი (2): 2010/11, 2013/14
- ესპანეთის სუპერთასის მფლობელი (2): 2008, 2012
- ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (3): 2013/14, 2015/16, 2016/17
- უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული (2): 2014, 2016
- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (2): 2014, 2016
სანაკრებო
რედაქტირება- პორტუგალია[1]
- ევროპის ჩემპიონი (1): 2016
ინდივიდუალური
რედაქტირება- ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი: 2008, 2012, 2016[2]
- ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდი: 2013/14
- წლის გუნდის წევრი ესმ-ის ვერსიით: 2013/14
- პორტუგალიის წლის ფეხბურთელი: 2014
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პროფილი რეალ მადრიდის ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პეპე — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]