კეიტ მილეტი
კეტრინ მიურეი მილეტი (ინგლ. Katherine Murray Millett; დ. 14 სექტემბერი, 1934, სენტ-პოლი, მინესოტა, აშშ — გ. 6 სექტემბერი, 2017, VI ოლქი, პარიზი, საფრანგეთი) — ამერიკელი მწერალი, ფემინისტი, სოციალური აქტივისტი და მხატვარი. ცნობილია, როგორც ავტორი წიგნისა "სქესის პოლიტიკა". ფემინიზმის მეორე ტალღის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა.[1]
კეიტ მილეტი | |
---|---|
კეიტ მილეტი, 1970 წ. | |
მშობლიური სახელი | Kate Millett |
დაბადების სახელი | Katherine Murray Millet |
დაბადების თარიღი |
14 სექტემბერი, 1934 სენტ-პოლი, მინესოტა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
6 სექტემბერი, 2017 (82 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | აშშ |
პროფესია | მწერალი, საზოგადო მოღვაწე, მხატვარი |
ჯილდოები |
ჯილდო ხელოვნებაში გამოჩენილი სიმამაცისთვის; ქალთა ეროვნული დიდების დარბაზი (2013); Lambda Literary Pioneer Award |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკეტრინ მიურეი მილეტი დაიბადა 1934 წელს ჯეიმზ და ჰელენ მილეტების ოჯახში. ქეითის თქმით, მამამისი ალკოჰოლიკი იყო და ხშირად სცემდა. მოგვიანებით მამამ ოჯახი მიატოვა, რის შემდეგაც ოჯახი სრულ სიღარიბეში აღმოჩნდა. გოგონას დედა მასწავლებელი გახლდათ. 1956 წელს მილეტმა მინესოტას უნივერსიტეტი დაამთავრა, მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ლიტერატურაში, ხოლო 1958 წელს — სენტ ჰილდას კოლეჯი მაგისტრის ხარისხით.[2]
1961 წელს მილეტი გაემგზავრა იაპონიაში. აქ იგი ასწავლიდა ინგლისურ ენას ვასედას უნივერსიტეტში და ეუფლებოდა სკულპტურის ხელოვნებას. მან გაიცნო მოქანდაკე ფუმიო იოშიმურა. ისინი ერთად გადავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1963 წელს და 1965 წელს დაქორწინდნენ . 1964 წლიდან მილეტი ასწავლიდა ინგლისური ენას და ფილოსოფიას ბარნარდის კოლეჯში. იგი გამოდიოდა ფემინიზმისა და პაციფიზმის მხარდასაჭერად. 1968 წელს აქტიურობის გამო გაათავისუფლეს. 1970 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. იმავე წელს გამოსცა წიგნი „გენდერის პოლიტიკა“, რომელიც ეყრდნობოდა სადოქტორო დისერტაციას. წიგნმა, რომელშიც მილეტმა ისაუბრა ძალაუფლებაზე, პატრიარქატზე და სექსუალობაზე, დიდი წარმატება ხვდა წილად. ამ გამოცემის შემდეგ იგი გახდა ფემინიზმის მეორე ტალღის წამყვანი აქტივისტი და იდეოლოგი. იგი გახლდათ ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელმაც შემოიტანა პატრიარქატის თანამედროვე კონცეფცია როგორც ყველა ქალის დაქვემდებარებული დამოკიდებულება საზოგადოებაში. მისი ფოტო ჟურნალ Time-ის გარეკანზე გამოჩნდა.[3][4]
წიგნების წერის გარდა, მილეტი მხატვარი იყო. 1963 წლიდან მისი ნამუშევრები დემონსტრირებული იყო სხვადასხვა გამოფენებზე ტოკიოსა და ნიუ-იორკში. 1971 წელს იგი გახდა ბრინ მარ კოლეჯის პროფესორი. გამოვიდა როგორც ბისექსუალი 1970-იანი წლების ბოლოს. 1977 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია Flying, სადაც აღწერა სირთულეები, რომელთა გადატანა მოუწია მისი შეხედულებებისა და სექსუალობის გამო. მან ასევე დაწერა წიგნები სილვია ლიკენსის მკვლელობისა და ირანში რუჰოლა მუსავი ჰომეინის მმართველობის შესახებ. 1979 წელს მილეტი და კანადელი ჟურნალისტი სოფია კეირი ჩავიდნენ თეირანში 8 მარტის მიტინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ეხებოდა ქალთა უფლებების შეზღუდვას. ბევრი დემონსტრანტი სცემეს და დაემუქრნენ მჟავით. მილეტი და კირი ირანიდან პარიზში თვითმფრინავით გაიყვანეს.[5][6]
კეტრინ მილეტი ასევე გამოდიოდა ძალადობის წინააღმდეგ ფსიქიატრიის სფეროში. თავად ორჯერ გადაიყვანეს იძულებით ფსიქიატრიულ კლინიკაში. მილეტი უარყოფდა ისეთი დაავადებების არსებობას, როგორებიცაა შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა, თვლიდა სტიგმად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავლენენ სოციალურად მიუღებელ ქცევას. მილეტი და იოშიმურა 1985 წელს განქორწინდნენ. მოგვიანებით იგი ერთსქესიანთა ქორწინებაში შევიდა სოფია კეირთან. 2001 წელს მილეტმა გამოაქვეყნა წიგნი დედამისის შესახებ Mother Millett. კეიტ მილეტი 2017 წელს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.[7][8]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Sehgal, Parul; Genzlinger, Neil (September 6, 2017). "Kate Millett, Ground-Breaking Feminist Writer, Is Dead at 82". The New York Times. ISSN 0362-4331. Retrieved September 9, 2017.
- ↑ Cornelia H. Butler; Museum of Contemporary Art (Los Angeles, Calif.) (April 2, 2007). WACK!: art and the feminist revolution. Museum of Contemporary Art. p. 494.
- ↑ York and Knight. Homosexual Behaviour and Pedophilia, p.3
- ↑ "Fumio Yoshimura, 76, Sculptor of Everyday". The New York Times. August 10, 2002. Retrieved September 18, 2014.
- ↑ "Associates | The Women's Institute for Freedom of the Press". www.wifp.org. Retrieved June 21, 2017.
- ↑ Kate Millett Woman's History Month. Maynard Institute. March 20, 2012. Archived from the original on June 2, 2016. Retrieved October 7, 2014.
- ↑ Edward Iwata (June 13, 1990). "In a Mind Field: Kate Millett attacks psychiatry in 'The Loony-Bin Trip'". LA Times. Retrieved September 5, 2014.
- ↑ Neil A. Hamilton (January 1, 2002). American Social Leaders and Activists. New York: Infobase Publishing. p. 267. ISBN 978-1-4381-0808-7.