სტიგმა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სტიგმა}} |
სოციალური სტიგმა (ინგლ. Social stigma) — ადამიანის დისკრიმინაცია ან პიროვნული უკმაყოფილება მისი უნიკალური თავისებურებით, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან.
ძველ საბერძნეთში სტიგმა აღნიშნავდა ნიშანს, რომელიც ამოჭრილი ან ამომწვარი იყო სხეულზე, რაც წარმოადგენდა იმის საშუალებას, რომ გარკვეული თვალსაზრისით მიუღებელი ადამიანი გამორჩეული ყოფილიყო – მაგალითად, მონა, დამნაშავე. XX საუკუნეში ტერმინი „სტიგმა“ ხელახლა აღადგინეს, როდესაც სოციოლოგმა ირვინ გოფმანმა ის გამოიყენა დისკრიმინირებული პიროვნების აღსაწერად. ირვინ გოფმანი სტიგმას უწოდებს "პროცესს, რომლის საშუალებითაც სხვების რეაქცია ამახინჯებს ნორმალურ იდენტობას".
დახასიათება
რედაქტირებასტიგმა შედეგია იმ ატრიბუტის ფლობის, რომელსაც ნეგატიურად შეფასებულ სოციალურ იდენტობამდე მივყავართ. თუმცა ყველა სოციალური სტიგმა მის ფლობელს გაუფასურებულ სოციალურ იდენტობას ანიჭებს, მაგრამ ის ძალიან მრავალფეროვანია სპეციფიკური თვისებების მიხედვით და სტიგმატიზირებული ინდივიდის გამოცდილების და მიხედვით.
სტიგმატიზირებული ინდივიდები ფლობენ გარკვეულ ატრიბუტებს ან მახასიათებლებს, რომელიც სოციალური იდენტობის გაუფასურებს იწვევს გარკვეულ სოციალურ კონტექსტში. სტიგმატიზირებული ინდივიდი ფლობს გარკვეულ ობიექტურ მახასიათებელს, ქცევას ანდა გარკვეულ პიროვნულ თავისებურებას, რომელიც მას მოწყვლადს ქმნის იყოს სტიგმატიზირებული.
სტიგმაზე მომუშავე მკვლევრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ზოგადად სტიგმით და არა სპეციფიკური სტიგმატიზრებული იდენტობით, განასხვავებენ სტიგმის სხვადასხვა კატეგორიებს ერთამენეთისაგან, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ სტიგმატიზირებული მდგომარეობები, როგორ განსხვავდება ერთამნეთისაგან.
გოფმანის კლასიფიკაცია
რედაქტირებაგოფმანმა 1963 წელს შემოგვათავაზა ასეთი პირველი ორგანიზებული სქემა, რომელიც სამი ტიპის სტიგმატიზირებულ პიროებებს განასხვევბს ერთმანეთისაგან:
- 1. გვაროვნული, რომელიც არის ოჯახური, ან გადაეცემა თაობიდან თაობას და გულისხმობს, გაუფასურებული რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წევრობის;
- 2. „სხეულის ზიზღი“ – ესაა არამემკვიდრეობითი ფიზიკური მახასიათებლები, რომელთაც გაუფასრუებულ სოციალურ იდენტობამდე მივყავრთ, როგორიცაა სხვადასხვა სახეობის ფიზიკური ინვალიდობა, დამახინჯებული სხეული, სიმსუქნე;
- 3. ინდივიდუალური ხასაითის თავისებურებები, რომელიცაა ინდივიდის ქცევას ან პიროვნებასთან დაკავშირებული გაუფასურებული სოციალური იდენტობა, როგორიცაა ნარკოტის მომხმარებელი, ჰომოსექსუალი ან ჭაბუკური დელიკვენტური.
სტიგმატიზირებული მდგომარეობის განზომილებები
რედაქტირებასტიგმატიზირებული მდგომარეობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს სტიგმატიზირებული მდგომარეობების განზომილებები, ესენია:
- 1) დაფარულობა – შესაძლებელია თუ არა, რომ სტიგმატიზირებული მდგომარეობა დაფარული იყოს;
- 2) მიმდინარეობა (კურსი) – როგორ იცვლება მდგომარეობა დროის გასვლასთან ერთად და როგორია საბოლოო შედეგი;
- 3) დამანგრევლობა – რამდენად აბრკოლებს მდგომარეობა სოციალურ ურთიერთობებს;
- 4) ესთეტიკური ხარისხი – რამდენად უშნოს, არასასიამოვნოს და გამაღიზიანებლს ხდის ატრიბუტი პიროვნებას;
- 5) წარმოშობა – როგორი იქნა შეძენილი სტიგმატიზირებული მდგომარეობა და ვინ იყო პასუხისმგებელი;
- 6) საფრთხე – რამდენად წარმოადგენს სტიგმატიზირებული მდგომარეობა საფრთხეს სხვებისათვის.
სტიგმის თვალსაჩინოება და კონტროლირებადობა
რედაქტირებასტიგმატიზირებული ინდივიდის სუბიექტური გამოცდილებისთვის მნიშვნელობა აქვს სტიგმის თვალსაჩინოებას და მის კონტროლირებადობას.
თვალსაჩინო სტიგმა, როგორიცაა რასა, გენდერი, სიმსუქნე, სიმახინჯე ძალიან ძნელია, რომ სხვების თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ამგვარად, ადამიანთათვის, რომლებიც ამ სტიგმის მატარებელები არიან, სტიგმა აყალიბებს პირველად სქემას, რომლის მიხედვითაც ყველაფერი გაიგება სხვა ადამიანების მიერ. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ მათ იციან, რომ სტიგმა თვალსაჩინოა მათ აქვთ მოლოდინი, რომ სხვები ამას მათ შესახებ მსჯელობისათვის გამოიყენებენ. ადამიანებს დაფარული სტიგმით, როგორიცაა ჰომოსექსუალობა, სტიგმატიზირებულ რელიგიასთან მიკუთვნება ან ბევრი დაავადება სხვა შედეგები სდევს თან. რადგან მათი სტიგმა არ არის თვალსაჩინო, მათ შეუძლიათ სხვა ადამიანებთან მათი ნეგატიური სოციალური იდენტობის გარეშე ისე, რომ ფილტრავენ ინფორმაციას მათ შესახებ.
კონტროლირებადობა: სტიგმატიზირებული მდგომარეობა კონტროლირებადია, როდესაც სტიგმატიზირებული ინდივიდი პასუხისმგებელია მდგომარეობაზე ან როდესაც მდგომარეობა სტიგმატიზირებული ინდივიდის ქცევის შედეგს წარმოადგენს ან შეიძლება ამ ქცევიდან მომდინარეობდეს. განარჩევენ 2 სახის პასუხისმგებლობას: პრობლემაზე პასუხისმგებლობა და პრობლემის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jeniofer Crocker, Brenda Major, Claude Steele - "Social Stigma"
- Abrams D. & Hogg M.A. (1998) - " Europian Journal of Social Psychology"
- Amato M., Crocker J., & Major B. - "The Stigma of oveweight and self-esteem: The role of perceived control"