კეისრის სამოქალაქო ომი
კეისრის სამოქალაქო ომი | |||
---|---|---|---|
რომის რესპუბლიკა ძვ. წ. I საუკუნეში | |||
თარიღი | 10 იანვარი, ძვ. წ. 49 — 17 მარტი, ძვ. წ. 45 | ||
მდებარეობა | ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ილირია, ეგვიპტე, აფრიკა. | ||
შედეგი | კეისარიელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
კეისრის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
კეისრის სამოქალაქო ომი — რომის რესპუბლიკის ერთ-ერთი ბოლო კრიზისი იმპერიად გადაქცევამდე. სამოქალაქო ომი დაიწყო იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის მომხდარი პოლიტიკური განხეთქილებით, რომელიც მოგვიანებით სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კონფლიქტამდე, იულიუს კეისარი მიუძღოდა თავის ლეგიონებს გალიაში, სადაც თითქმის ათი წელი აწარმოებდა ომს. დაძაბულობა კეისარსა და პომპეუს შორის დაიწყო ძვ. წ. 49 წელს, როდესაც ორივე მხარემ უარი თქვა დათმობაზე წასულიყო. პომპეუსმა სენატის დახმარებით, კეისარს მოსთხოვა დაეტოვებინა ლეგიონები გალიაში, მაგრამ ამის ნაცვლად მან გადალახა მდინარე რუბიკონი (იმდროინდელი გალიისა და იტალიის საზღვარი) და გაემართა რომისკენ, რითაც ომი გამოუცხადა სენატს.
ომი იყო ოთხწლიანი სამხედრო დაპირისპირება, ბრძოლები მიმდინარეობდა: იტალიაში, ილირიაში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, აფრიკასა და ესპანეთში. პომპეუსმა დაამარცხა კეისარი ძვ.წ. 48 წელს დირახიუმის ბრძოლაში, მაგრამ თავად გადამწყვეტ ბრძოლაში ფარსალოსში დამარცხდა. ბევრი ყოფილი პომპეელი, მათ შორის მარკუს იუნიუს ბრუტუსი და ციცერონი, დანებდნენ ბრძოლის შემდეგ, ხოლო სხვები, როგორიცაა კატონ უმცროსი და მეტელუს სციპიონი კვლავ იბრძოდნენ. პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც ჩასვლისთანავე მოკლეს. კეისარმა სამხედრო კამპანია მოაწყო აფრიკაში, სადაც ძვ. წ. 46 წელს სციპიონის ჯარი დაამარცხა, ტაპსის ბრძოლაში. სციპიონმა და კატონმა ცოტა ხნის შემდეგ თავი მოიკლეს. მომდევნო წელს კეისარმა დაამარცხა უკანასკნელი პომპეელი მისი ყოფილი ლეიტენანტი ლაბიენუსი მუნდას ბრძოლაში. ძვ. წ. 44 წელს იგი გახდა dictator perpetuo (დიქტატორი მარადიულად ან უვადო დიქტატორი) და მალევე მოკლეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Caesar (1917). Gallic War, Loeb Classical Library. Harvard University Press. ISBN 978-0-67499-080-7.
- Plutarch (1919). Life of Caesar, Loeb Classical Library. Harvard University Press.
- Plutarch (1917). Life of Pompey, Loeb Classical Library. Harvard University Press.
- Pseudo-Caesar (1955). „The Alexandrian War“, Caesar: Alexandrian war, African war, Spanish war, Loeb Classical Library. Harvard University Press. ISBN 978-0-67499-443-0.