მუნდას ბრძოლა
მუნდას ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კეისრის სამოქალაქო ომის ნაწილი | |||
მუნდას ბრძოლა | |||
თარიღი | ძვ. წ. 45 წლის 17 მარტი | ||
მდებარეობა | ესპანეთი | ||
შედეგი | კეისრის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
მუნდას ბრძოლა ვიკისაწყობში |
მუნდას ბრძოლა (ძვ. წ. 45 წლის 17 მარტი) — კეისრის სამოქალაქო ომის საბოლოო დაპირისპირება. ბრძოლა მიმდინარეობდა დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე. მუნდაში სამხედრო გამარჯვებით და ტიტუს ლაბიენუსის და გნეუს პომპეუსის (პომპეუსის უფროსი ვაჟის) სიკვდილით, კეისარმა შეძლო რომში ტრიუმფით დაბრუნება და შემდეგ აირჩიეს რომის დიქტატურად. მოგვიანებით იულიუს კეისარი მოკლეს, რითაც დაიწყო რესპუბლიკის კრიზისი, ამან კი გამოიწვია რესპუბლიკის იმპერიად გარდაქმნა.
პრელუდია
რედაქტირებარესპუბლიკელებს თავდაპირველად პომპეუსი მეთაურობდა, თუმცა ის ფარსალუსის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა, შემდეგ კი ეგვიპტეში მოკლეს. ამით სამოქალაქო ომი არ დასრულებულა რადგან სხვა მოკავშიირებმა შეკრიბეს ჯარი და შეხვდნენ კეისარს ტაპსის ბრძოლაში, სადაც კეისარმა კვლავ გაიმარჯვა.
ამის შემდეგ, კეისრის სამხედრო წინააღმდეგობა შემოიფარგლებოდა ესპანეთში (იბერიის ნახევარკუნძული, რომელიც მოიცავს თანამედროვე ესპანეთსა და პორტუგალიას). ძვ. წ. 46 წლის გაზაფხულზე, ორმა ლეგიონმა ესპანეთის პროვინციებში, დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს კეისრის მიერ დანიშნულ მმართველს და გადავიდნენ პომპეუსის უფროსი შვილის მხარეს (ეს ჯარისკაცები პომპეუსის ვეტერანები იყვნენ). მალევე მათ პომპეუსის ჯარის ნარჩნებიც დაემატნენ. ამ ძალებს მეთაურობდნენ ძმები გნეუსი და სექსტუს პომპეუსი (პომპეუსის შვილები), პუბლიუს ატიუს ვარუსი და ნიჭიერი გენერალი ტიტუს ლაბიენუსი, რომელიც იყო კეისრის ერთ-ერთი ყველაზე სანდო გენერალი გალიაში ომის დროს. საბოლოოდ რეგიონის რესურსების გამოყენებით შეიკრიბა 4 ლეგიონი. ეს იყო ჯარი რომელიც შედგებოდა, ვეტერნებისგან, ახალწვეულებისგან და ტაფსის ბრძოლაში გადარჩენილი ჯარისკაცებისგან, მათ ასევე ემატებოდათ ადგილობრივი ჯარისკაცები. მათ კონტროლი აიღეს თითქმის მთელ პროვინციაზე, მათ შორის მნიშვნელოვან რომაულ კოლონიებზე იტალიკა და კორდუბაზე (პროვინციის დედაქალაქი). კეისრის გენერლებმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა და კვინტუს პედიუსმა არ გარისკეს ბრძოლა და დარჩნენ ობულკოში (დღევანდელი პორკუნა), კორდუბიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 35 მილის (56 კმ) მოშორებით, ისინი დახმარებას სთხოვდნენ კეისარს.
ამრიგად, კეისარი იძულებული გახდა რომიდან ესპანეთში გადასულიყო ძმებ პომპეუსებთან გასამკლავებლად. მან შეკრიბა სამი სანდო ლეგიონი რომელიც ვეტერნებისგან შედგებოდა, მაგრამ ძირითადად ესპანეთში არსებულ გამოუცდელ ჯარისკაცებზე იყო დამოკიდებული. კეისარმა გაიარა 1500 მილი (2400 კმ) რომიდან ობულკომდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, დეკემბრის დასაწყისში ჩავიდა (მან მაშინვე დაწერა მოკლე ლექსი, იტერი, სადაც აღწერდა ამ მოგზაურობას). კეისარმა მოუწოდა თავის ძმისშვილს, ოქტავიანეს, შეერთებოდა მას, მაგრამ მისი ჯანმრთელობის გამო, ოქტავიანემ მხოლოდ ლაშქრობის დასრულების შემდეგ შეძლო მასთან მიახლოება.
ბრძოლა
რედაქტირებაორი არმია შეხვდა მუნდას დაბლობებში, სამხრეთ ესპანეთის ტერიტორიაზე. პომპეის არმია განლაგებული იყო რბილ ბორცვზე, მუნდას კედლებიდან ერთ მილზე (1,6 კმ) ნაკლებზე, დაცვით მდგომარეობაში. კეისარი ხელმძღვანელობდა სულ რვა ლეგიონს (Legio II, III, V, VI, X, XXI, XXVIII და XXX), 8000 მხედრით და უცნობი რაოდენობის მსუბუქი ქვეითებით, ხოლო პომპეუსი მეთაურობდა ცამეტ ლეგიონს, 6000 მსუბუქ ქვეითს და დაახლოებით 6000 მხედარს. ბევრი რესპუბლიკელი ჯარისკაცი უკვე ჩაბარდა კეისარს წინა ლაშქრობებში და შემდეგ მიატოვა თავისი ჯარი პომპეუსის დასაბრუნებლად: ისინი სასოწარკვეთილებით იბრძოდნენ, იმის შიშით, რომ მეორედ არ შეიწყალებდნენ (მართლაც კეისარმა სიკვდილით დასაჯა პატიმრები თავისი ბოლო დიდი გამარჯვების შემდეგ ტაპსში). კეისარმა თავიდან სცადა მტრის ბორცვზე შეტყუება, ეს რომ არ გამოვიდა მან ბრძანა ფრონტალური შეტევა.
ბრძოლა 8 საათს გაგრძელდა რომელიმე მხარეს აშკარა უპირატესობის გარეშე, რის გამოც გენერლებმა დატოვეს სამეთაურო პოზიციები და შეუერთდნენ რიგებს. როგორც თავად კეისარმა მოგვიანებით თქვა, ბევრჯერ იბრძოდა გამარჯვებისთვის, მაგრამ მუნდაში მას სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწია. კეისარმა აიღო მეთაურობა მის მარჯვენა ფრთაზე, სადაც მისი რჩეული Legio X Equestris მონაწილეობდა მძიმე ბრძოლებში. კეისრის შთაგონებით მეათე ლეგიონმა დაიწყო პომპეუსის ძალების უკანდახევა. გნეუს პომპეუსმა დაინახა საშიშროება, ამიტომაც მარჯვენა ფლანგი მარცხნივ გადაიყვანა რაც კრიტიკული შეცდომა აღმოჩნდა. როგორც კი პომპეუსის მარჯვენა ფრთა დასუსტდა, კეისრის კავალერიამ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო, რამაც ბრძოლის მიმდინარეობა შეცვალა. მეფე ბოგუდი და მისი მრისხანე კავალერია თავს დაესხნენ პომპეის მარჯვენას, გაარღვიეს ფლანგი და შეუტიეს პომპეის არმიას უკანა მხრიდან. ტიტუს ლაბიენუსმა, პომპეის კავალერიის მეთაურმა, დაინახა ეს მანევრი და გადაიყვანა რამდენიმე რაზმი მათ დასაჭერად.
პომპეუსის არმიამ არასწორად განმარტა სიტუაცია. უკვე მძიმე ზეწოლის ქვეშ მყოფი მარცხენა (Legio X-დან) და მარჯვენა ფრთებზე (კავალერიის მუხტი), მათ ეგონათ, რომ ლაბიენუსი უკან იხევდა. პომპეის ლეგიონებმა დაარღვიეს ხაზები და უწესრიგოდ გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შეძლო თავშესაფარი მუნდას კედლებში ეპოვა, ბევრი სხვა დაიღუპა განადგურების დროს. ბრძოლის დასასრულს ველზე დაახლოებით 30000 პომპეელი დაიღუპა; კეისრის მხრიდან დანაკარგები გაცილებით მსუბუქი იყო, მხოლოდ 1000 კაცი. ტიტუს ლაბიენუსი და ატიუს ვარუსი ველზე დაიღუპნენ და კეისარმა დაკრძალა, ხოლო გნეუს პომპეუსმა მოახერხა ბრძოლის ველიდან გაქცევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Appian, Roman Civil Wars. Book 2: 103–105
- Cassio, Dio. Roman History. Book 47: 28–42
- Caesar, Julius, Commentarius De Bello Hispaniensi, 1–42.
- Plutarch, Fall of the Roman Republic: Caesar, 56