დირახიუმის ბრძოლა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
დირახიუმის ბრძოლა
კეისრის სამოქალაქო ომის ნაწილი

დირახიუმის ბრძოლა
თარიღი ძვ. წ. 48 წლის 10 ივლისი
მდებარეობა დურესი
შედეგი პომპეუსის გამარჯვება
მხარეები
პეომპეელები კეისარიელები
მეთაურები
გნეუს პომპეუს მაგნუსი იულიუს კეისარი
ძალები
50 000 28 000 კაცი
დანაკარგები
2000 + 1000-4000

დირახიუმის ბრძოლა — იულიუს კეისრის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი დიდი დაპირისპირება. ბრძოლა შედგა ალბანეთის ტერიტორიაზე ქალაქ დირახიუმთან (დღევანდელი დურესი) ახლოს. ბრძოლა შედგა გნეუს პომპეუსსა და კეისრის ძალებს შორის.

კეისარს სურდა დაეპყრო პომპეუსის მომარაგებისთვის საკვანძო ქალაქი დირახიუმი, ეს გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა რადგან პომპეუსმა ტაქტიკური პოზიციები დაიკავა. ამის საპასუხოდ, კეისარმა ალყა შემოარტყა პომპეუსის ბანაკს და ააშენა მისი შემოვლითი მხარე, თვეების განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა, მანამ სანამ პომპუესმა არ გაარღვია კეისრის თავდაცვითი პოზიციები და აიძულა კეისარს უკან, თესალიაში დაბრუნებულიყო.

ბრძოლის შემდეგ პომპეუსი კეისარს დაედევნა თესალიაში, შემდეგ კი ფარსალუსისკენ, სადაც კეისრის საბერძნეთში ლაშქრობის გადამწყვეტი ბრძოლა არ შედგა, იქ კი კეისარმა უდიდესი გამარჯვება მოიპოვა პომპეუსზე.

წინაპირობა

რედაქტირება

ძვ. წ. 49 წელს, კეისარმა გადალახა მდინარე რუბიკონი და წამოიწყო სამოქალაქო რომის რესპუბლიკაში. იანვრის თვეში კეისარი ელვისებური სიჩქარით მიიწევდა რომისკენ, პომპეუსმა ვერ შეძლო ძალების სწრაფად მობილიზება, ამიტომაც მოუწია ადრიატიკის ზღვის გადალახვა და რომის აღმოსავლეთ პროვინციებში გაჩერება. კეისარმა შეძლო და ესპანეთში უგენერლოდ დარჩენილი ლეგატები დაამარცხა, შემდეგ კი ძვ. წ. 48 წელს გადაცურა ადრიატიკის ზღვა და შევიდა საბერძნეთში.

როდესაც პომპეუსმა ჯარები შეკრიბა აღმოსავლეთში, კეისარს სჭირდებოდა სწრაფი და ეფექტური შეტევა; მან თავისი ჯარის ნაწილი ადრიატიკის გასწვრივ გადაიყვანა, მაგრამ შვიდი ლეგიონი საბერძნეთში გამოკეტეს, ხოლო მისი ჯარის დანარჩენი ნაწილი ბრუნდიზიუმში დარჩა მარკუს ანტონიუსის მეთაურობით. მარაგების ძიებისას კეისარმა სცადა დაეპყრო დირახიუმი - პომპეის მომარაგების მთავარი კერა - მაგრამ უკან დაიხია, როდესაც პომპეუსი პირველი ჩავიდა ქალაქში. აპრილის დასაწყისში ანტონიმ და მისმა ძალებმა შეძლეს და შეუერთდნენ კეისრის ჯარებს დირახიუმთან.

კეისარმა პირველად სცადა პომპეუსი ბრძოლაში გამოეწვია, მაგრამ უარი მიიღო, პომპეუსი ცდილობდა კეისრის ძალების შიმშილით მოსპობას; საპასუხოდ, კეისარმა კვლავ სცადა დირახიუმის დაკავება, რომელიც ლოჯისტიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩებოდა.

დირახიუმში პომპეუსს ეჭირა ძლიერი თავდაცვითი პოზიცია; მის ზურგს ზღვა იცავდა, მის წინ კი ბორცვები იყო, რომლებიც უშუალო ტერიტორიას ფარავდა. იქ პომპეუსმა დააარსა თავისი ბანაკი კლდოვანი ნაპირის მწვერვალზე, სახელად პეტრა, რომელიც გადაჰყურებდა ბუნებრივ პორტს, საიდანაც ზღვის საშუალებით შეეძლო ჯარის მომარაგება. თუმცა, კეისრის ბანაკი იყო მაღალ ადგილზე, რის გამოც პომპეუსის ჯარი მხოლოდ საკვების იმედზე იყო. კეისარმა დაიწყო ბრძოლის ბედის შემობრუნება; მან იმოქმედა ისე რომ პომპეუსის ცხოველებს საჭმელი არ მიეღოთ, ამიტომაც მისი კავალერია სრულიად უსარგებლო გახდებოდა, ასევე პომპეუსის თავდაცვით პოზიციაში გადასვლა გამოიწვევდა მისი პოპულარობის შემცირებას ხალხში, ეს კი აიძულებდა ღია ბრძოლაში გამოსულიყო. საპასუხოდ, პომპეუსმა ასევე დაიწყო კეისრისკენ მიმავალი გამაგრებული ხაზის მშენებლობა. დასრულების შემდეგ, პომპეუსის თავდაცვითი ზოლი გადაჭიმული იყო დაახლოებით თხუთმეტ რომაულ მილზე ოცდაოთხი ციხესიმაგრით, ხოლო კეისრის გარე ხაზი გადაჭიმული იყო დაახლოებით 17 მილზე.

მიუხედავად იმისა, რომ კეისარს აკლდა საკვები ზამთარში - ბუნებრივი სეზონების გამოთვლა და არა სინქრონიზებული რომაული კალენდრის მიხედვით - მან გაწყვიტა ნაკადები, რომლებიც პომპეუსის წყალმომარაგებას ინარჩუნებდნენ; მომარაგების შეწყვეტამ განაპირობა ბანაკში დაავადების გავრცელება. როდესაც კეისარი ამაგრებდა თავის პოზიციებს, იმ იმედით, რომ აიძულებდა პომპეუსს ზღვით გაქცევას ან მისი ჯარი ნელ-ნელა მცირე შეტაკებების შემდეგ დასუსტდებოდა.

პომპეუსმა გადაწყვიტა კეისარის მოშორება, მან გაუგზავნა ყალბი წერილი რომლის მიხედვითაც ქალაქის რამდენიმე მაცხოვრებელი აპირებდა ქალაქის კარიბჭისგახსნას, ამასობაში კი სამმხრივი შეტევა გაემართა ციხესიმაგრეების წინააღმდეგ ალყის ცენტრში. ამ ციხეებიდან ორში, ერთმა კოჰორტამ ლუციუს მინუციუს ბასილიუსის მეთაურობით და სამმა კოჰორტამ გაიუს ვოლკაციუს ტულუსის მეთაურობით მტკიცე წინააღმდეგობა გაუწია პომპეუსის ხუთ ლეგიონს, სანამ ისინი არ გაათავისუფლეს ორი ლეგიონის ძალით ძირითადი ბანაკიდან პუბლიუს კორნელიუს სულას მეთაურობით. პომპეის ჯარისკაცები გაიჭედნენ ორ ბორცვს შორის, მათი ხოცვა მანამ მიმდინარეობდა სანამ პომპეუსმა არ გამოიყვანა. კეისრის აზრით მან 2000 კაცი მოუკლა.

კეისარს გაუჭირდა წინააღმდეგობის გაწევა, რადგან რიცხობრივად ნაკლები ჯარისკაცი ჰყავდა რის გამოც უჭირდა მთლიანი ხაზის შევსება, ამის გამო მას მოუწია აგრესიულად განელაგებინა თავისი ჯარისკაცებიც მტრის კედლებთან; პომპეუსი იძულებული გახდა იგივე ტაქტიკა გამოეყენებინა.

პომპეუსმა შეძლო და აღმოაჩინა სუსტი ადგილი კეისრის ხაზის ყველაზე სამხრეთ ნაწილში, მან მოამზადა დიდი შეტევა ამ უპირატესობით რომ ესარგებლა. თავდაპირველი შეტევა წარმატებული იყო და პოზიცია მხოლოდ მაშინ გაამაგრეს, როდესაც ანტონიუსმა 12 კოჰორტა გამოიყვანა რასაც მოჰყვა კეისრის მეთაურობით რეზერვი. სანამ მეცხრე ციხე იმართებოდა, პომპეუსმა ააშენა ბანაკი ამ მხარეში და ასევე უზრუნველყო საკომუნიკაციო ხაზები შიდა მხარეში.

მას შემდეგ, რაც პომპეუსის ჯარებმა დაიკავეს შედარებით დაუცველი გამაგრებული ბანაკი, რომელიც ადრე კეისარიელებმა მიატოვეს, კეისარმა მასზე შეტევა დაიწყო. თავდასხმა, არეულად სხვადასხვა მიმართულებებით მიმდიანრეობდა, რამაც გამოიწვია ძვირადღირებული მარცხი კეისარისთვის, ამის გამო მისი კაცები ნაჩქარევად უკან გაიქცნენ, ბრძოლაშ კეისარმა დაკარგა დაახლოებით 960 კაცი და 32-ზე მეტი ოფიცერი. სანამ პომპეუსს ეჭირა მოედანი, მან უბრძანა გაჩერება. კეისარმა შენიშნა ეს გადაწყვეტილება და თქვა: ”მოიგებდნენ დღეს, თუ მათ მხოლოდ გამარჯვებული მეთაურობდა”.

შემდგომში, ტიტუს ლაბიენუსმა, კეისრის სანდო ლეიტენანტმა გალიური ომების დროს, რომელიც დეზერტირი გახდა სამოქალაქო ომის დაწყებისას, კეისარიელი ტყვეები სიკვდილით დასაჯა მტრის ხაზების წინ.


ლიტერატურა

რედაქტირება
  • Goldsworthy, Adrian (2002). Caesar's Civil War: 49–44 BC. Osprey Publishing. ISBN 1-84176-392-6. 
  • Goldsworthy, Adrian (2006). Caesar: Life of a Colossus. Yale University Press. ISBN 978-0-300-13919-8
  • Leach, John (2014) [1978]. Pompey the Great (Routledge Revivals). Routledge. ISBN 978-1-317-75251-6
  • Rawson, Elizabeth (1992). "Caesar: Civil War and Dictatorship". Cambridge Ancient History. Vol. 9. ISBN 0-521-25603-8