ფარსალოსის ბრძოლა
ფარსალოსის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
კეისარის დროის სამოქალაქო ომი ნაწილი | |||
![]() | |||
თარიღი | 9 აგვისტო ძვ. წ. 48 | ||
მდებარეობა | ფარსალოსი (საბერძნეთი) | ||
შედეგი | პოპულარების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
![]() |
ფარსალოსის ბრძოლა — ძვ. რომში სამოქალაქო ომის დროს (ძვ. წ. 49-45 წწ.) გადამწყვეტი ბრძოლა იულიუს კეისრისა და პომპეუსის ჯარებს შორის ფარსალოსთან, თესალიაში, საბერძნეთი. მიზეზი რომში ერთპიროვნული ძალაუფლების დამყარება. ფარსალოსის ბრძოლაში იულიუს კეისარი ამარცხებს პომპეუსის ჯარებს.
მსვლელობარედაქტირება
იულიუს კეისრის ქვეითმა ჯარმა მტერს ფრონტიდან შეუტია. პომპეუსის ცხენოსანი ჯარი ფლანგიდან გამოედევნა კეისრის უკანდახეულ ცხენოსან ჯარს, ამ დროს ფლანგიდან კეისრის სათადარიგო ქვეითმა ჯარმა დაარტყა მტრის გამოტყუებულ ცხენოსან ჯარს და უკუაგდო იგი. ამის შემდეგ კეისრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი ერთიანად შეიჭრა მტრის ზურგში და ალყაში მოაქცია. პომპეუსი ზღვისკენ გაიქცა და იქიდან გემით ეგვიპტეში გაემგზავრა. მიტოვებული ჯარი ტყვედ ჩავარდა.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 232.