მეტელუს სციპიონი
კვინტუს ცეცილიუს მეტელუს სციპიონი (Quintus Caecilius Metellus Pius Scipio Nasica; დ. ძვ. წ. 100 – გ. ძვ. წ. 46), რომის კონსული და გვიანდელი რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარსარდალი.
სამოქალაქო ომში სციპიონი იბრძოდა რესპუბლიკელთა მხარეზე. სციპიონი იყო გნეუს პომპეუსის სიმამრი (პომპეუსის მეორე მეუღლის - კორნელიას მამა). პომპეუსის დაღუპვის შემდეგ მთავარსარდლობისათვის ერთმანეთს ედავებოდნენ სციპიონი და ვარუსი. ლეგიონები კი მთავარსარდლად კატონს მოითხოვდნენ. კატონმა უარი განაცხადა და მხარი დაუჭირა სციპიონს, რომელთანაც მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ჯარმა კატონის აზრს ანგარიში გაუწია და სციპიონი მთავარსარდლად აღიარეს. სამოქალაქო ომის განმავლობაში სციპიონის ფარსალოსის და თაფსუსის ბრძოლებს ხელმძღვანელობდა. თაფსუსის ბრძოლაში დამარცხებული სციპიონი იბერიის ნახევარკუნძულზე აპირებდა გადასვლას, მაგრამ კეისრის ფლოტმა ალყაში მოაქცია და იძულებული გახდა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.