კახეთის აჯანყება (1615)

(გადამისამართდა გვერდიდან კახეთის აჯანყება 1615)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კახეთის აჯანყება (მრავალმნიშვნელოვანი).

კახეთის აჯანყება 1615 წელსკახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ.

ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობათა შედეგად შევიწროებული კახეთის მოსახლეობა შესაფერის მომენტს უცდიდა აჯანყების დასაწყებად. იმერეთში ლტოლვილმა თეიმურაზ I-მა სპარსელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. აჯანყება დააჩქარა ოსმალური არმიის დაძვრამ სპარსეთის საზღვრებისაკენ.

აჯანყება 15 სექტემბერს, ალავერდობას დაიწყო, მას სათავეში ედგნენ ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი. შეიარაღებული ქართველები შევიდნენ ალავერდის ეკლესიის გალავანში, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ და დათქმულ ნიშანზე ამოხოცეს ისინი. აჯანყებულებმა თეიმურაზ I მეფედ მიიწვეს. იგი კახეთში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. კახეთის აჯანყებას მხარი აუბა შირვანმაც. აბას I-მა აჯანყების ჩასაქრობად 15-ათასიანი არმია გაგზავნა ალიყული-ხანის სარდლობით.

ყიზილბაშების სარდლობასთან მყოფი ქართველები მტერს თეიმურაზ I-ის ლაშქრის მოძრაობის გზას უმალავდნენ, ხოლო სპარსელთა ჯარის გეგმებს აჯანყებულებს ატყობინებდნენ. ამით ისარგებლა თეიმურაზ I-მა და 5-6 ათასი კაცით დამარცხა მტრის ლაშქარი, რომლის ერთი ნაწილი უბრძოლველად გაიქცა, ბევრი მდ. მტკვარსა და არაგვში დაიხრჩო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ნარსია გ., ქსე, ტ. 5, გვ. 447, თბ., 1980