ნოდარ ჯორჯაძე
ნოდარ ჯორჯაძე — კახეთის დიდი თავადი, დედოფლის სახლთუხუცესი. 1614 წელს ქართლ-კახეთის თავადთა ერთ ჯგუფთან ერთად შაჰ-აბას I-ს ეახლა განჯას. 1615 წელს შაჰმა დავით ჯანდიერთან ერთად კახეთის გამგებლად დანიშნა. 1618 წელს თეიმურაზ I-სა და მის ოჯახს ახლდა გურიასა და სამცხე-საათაბაგოში. ერევნის ბეგლარბეგის ამირგუნე-ხანის თავდასხმის დროს (1618 წ.) ჯორჯაძემ გადაარჩინა თეიმურაზის ოჯახი, რომელიც იმჟამად ქ. ოლთისში იმყოფებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 574.