იესე (ალიყული-ხანი)

(გადამისამართდა გვერდიდან ალიყული-ხანი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იესე.

იესე, ალიყული-ხანი (დ. დაახლოებით 1680/1681 — გ. 1727) — ქართლის მეფე 1714-1716 და 1724–1727 წლებში, ლევან ბატონიშვილის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა.

იესე
ალი-ყული ხანი, მუსტაფა
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1714
მმართ. დასასრული: 1716
წინამორბედი: ქაიხოსრო
მემკვიდრე: ვახტანგ VI
ქართლის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1724
მმართ. დასასრული: 1727
წინამორბედი: ვახტანგ VI
მემკვიდრე: თეიმურაზ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1680/1681
გარდ. თარიღი: 1727 (46/47 წლის)
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: ლევან ბატონიშვილი
დედა: თინათინ ავალიშვილი
რელიგია: ქრისტიანობა, მოგვიანებით მიიღო ისლამი
ხელმოწერა:

1705-1714 ირანში შაჰის სამსახურში იყო. ებრძოდა შაჰის წინააღმდეგ აჯანყებულ ავღანელებს ჯერ ბიძამისის - ქართლის მეფე გიორგი XI-ის, ხოლო შემდეგ ძმის - ქართლის მეფე ქაიხოსროს მეთაურობით. 1708 გიორგი XI-მ ქირმანის (ქალაქი და ისტორიული ოლქი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში) ნაიბად დაინიშნა, 1709 (გიორგი XI-ის დაღუპვის შემდეგ) შაჰმა ქირმანის ბეგლარბეგობა უბოძა. იესეს მუსლიმანური სახელი ალიყული-ხანი ეწოდა. 1711 დაინიშნა თოფჩიბაშად (არტილერიის უფროსი). 1714, როდესაც ვახტანგმა (შემდეგში ვახტანგ VI) უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰმა იესე ქართლის მეფედ დაამტკიცა. ქართლის ჯარით ეხმარებოდა კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული-ხანს) ლეკების შემოსევათა მოგერიებაში. 1716, როდესაც ქართლის მეფობა ვახტანგმა მიიღო, იესე თელავს გაიხიზნა, მაგრამ შეიპყრეს და გადასცეს ბაქარს, რომელიც ქართლს განაგებდა.

თბილისის სასახლეში პატიმრად ყოფნის დროს იესემ უარყო მაჰმადიანობა და ქრისტიანობას დაუბრუნდა. 1721 ვახტანგ VI-მ იესე გაათავისუფლა, დაუბრუნა წართმეული ქონება, უბოძა მუხრანი და მსაჯულთუხუცესობა (მდივანბეგობა). 1723, როდესაც შაჰ-თამაზ II-მ ქართლის მეფობა კახეთის მეფე კონსტანტინე II-ს (მაჰმადყული-ხანს) მისცა და მან თბილისი დაიკავა, იესე ვახტანგ VI-ის დავალებით ბაქართან ერთად მიეგება თბილისის ასაღებად მოსულ ოსმალთა ჯარს. ოსმალები თბილისში შევიდნენ, კონსტანტინე დააპატიმრეს და ქართლის გამგებლობა ბაქარს გადასცეს. ბაქარის ოსმალთაგან განდგომის შემდეგ, 1724, იესე შეურიგდა დამპყრობლებს, კვლავ გამაჰმადიანდა და მუსტაფა ეწოდა. თუმცა ოსმალებმა ქართლის გამგებლობა იესეს მისცეს, ფაქტობრივი მმართველი ოსმალთა ფაშა იყო. იესე მტერთან ერთად ებრძოდა ვახტანგ VI-სა და ბაქარს.

იესეს ჰყავდა უამრავი ხარჭა და ორი ცოლი: პირველად მან ცოლად შეირთო მარიამ ყაფლანიშვილი-ორბელიანი (1692-1767, ხოლო მეორედ ელენე ბეგუმი (168727 აპრილი, 1750 ) მათგან მას ჰყავდა 11 შვილი:

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
ქაიხოსრო
ქართლის მეფე
1714 - 1716
შემდეგი:
ბაქარი