კატა (დავით აღმაშენებლის ასული)

(გადამისამართდა გვერდიდან კატაჲ)

კატა, კატაჲსაქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ასული.

დავით აღმაშენებლის ასულის შესახებ ქართლის ცხოვრებაში შესული თხზულება „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ გვამცნობს:

ვიკიციტატა
„და მასვე წელსა (1116 წ.) ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისა პირმშოჲ ასული თჳსი თამარ გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რაჲთა ვითარცა ორნი მნათობი, — ერთი აღმოსავალსა და ერთი დასავალს, — ცისკროვანჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.[1]

მისი ვინაობა არ დასტურდება შუა საუკუნეების სხვა ისტორიულ წყაროებში. ამჟამად გავრცელებულია სამი თეორია მისი ქორწინების შესახებ[2].

თეორიები

რედაქტირება

სამეცნიერო წრეებში გავრცელებულია რამდენიმე განსხვავებული თეორია იმის შესახებ თუ ვინ იყო კატას ქმარი. ქართულ სამეცნიერო წრეებში[3] საყოველთაოდაა აღიარებული, რომ მისი ქმარია ისააკ კომნენოსი, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ვაჟი[4], ხოლო დედოფლობისას ეწოდა ირინა. ალტერნატიული ვარაუდით ისააკის ცოლი ირინე შესაძლებელია ყოფილიყო პერემიშლის თავად ვოლოდარ როსტისლავიჩის უსახელო ასული, რომელიც მოხსენიებულია სლავურ ქრონიკაში გარდასულ დღეთა მატიანე, ქრონიკის მიხედვით ვოლოდარის ქალიშვილიც მიათხოვეს იმპერატორ ალექსის ვაჟს, რომლის სახელსაც ასევე არ მოიხსენიებს სლავური მატიანე[5][3][6].

მეორე ვერსიის მიხედვით, რომლის ავტორია კირილ თუმანოვი, კატა შესაძლებელია ყოფილიყო ნიკიფორე ბრიენოსისა და ანა კომნენოსის ვაჟის, დიდი დუკას, ალექსი ბრიენოსის მეუღლე[7].

მესამე ვერსიის თანახმად, რომელსაც მხარს უჭერს პოლ გოტიე და მიჰაი-დიმიტრი სტურძა, კატას მეუღლე შესაძლებელია ყოფილიყო ბიზანტიის იმპერატორ იოანე II კომნენოსის ვაჟი ალექსი კომნენოსი[2]. ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე ზონარა წერს, რომ საქართველოდან კონსტანტინოპოლში რძალი ჩაიყვანეს იოანე II-ის უფროსი შვილისათვის 1118 წელს, იოანეს ტახტზე ასვლიდან მცირე ხნის შემდეგ[5][3][8].

გენეალოგია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორია მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, თბ., 2008
  1. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, თბ. 2008, გვ. 317
  2. 2.0 2.1 Lynda Garland & Stephen Rapp. Mary 'of Alania': Woman and Empress Between Two Worlds, p. 121. In: Lynda Garland (ed., 2006), Byzantine Women: Varieties of Experience, 800-1200. Ashgate Publishing, Ltd., ISBN 0-7546-5737-X.
  3. 3.0 3.1 3.2 (პოლონური) Prinke, Rafał T. (1998), Krew Bagratydów. Genealogiczne związki Rurykowiczów i Komnenów z Bagratydami w XII wieku დაარქივებული 2009-01-16 საიტზე Wayback Machine. . in: Nuntius Vetustatis, sive Opuscula diversa Professori Georgio Wisłocki septuagenario dedicata, Posnaniae, Anno Domini MCMXCVIII.
  4. Suny, Ronald Grigor (1994), The Making of the Georgian Nation, p. 36. Indiana University Press, ISBN 0253209153.
  5. 5.0 5.1 Prinke, Rafał T. (2011), "Kata of Georgia", Foundations 3 (6): 489-502.
  6. Magdalino, Paul (2002), The Empire of Manuel I Komnenos, 1143–1180, p. 205. Cambridge University Press. ISBN 0-521-52653-1.
  7. Toumanoff, Cyril (July 1940), "On the Relationship between the Founder of the Empire of Trebizond and the Georgian Queen Thamar", Speculum, Vol. 15, No. 3: p. 307, fn. 2.
  8. Kazhdan, Alexander & Franklin, Simon (1984), Studies on Byzantine literature of the eleventh and twelfth centuries, p. 94. Cambridge University Press, ISBN 273510043X.