კატატუმბოს ელვა (ესპ. Relámpago del Catatumbo)[1] — ბუნებრივი მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.

კატატუმბოს ელვა ღამით

ფენომენი გამოიხატება ზედაპირიდან დაახლოებით 5 კმ-ის სიმაღლეზე წარმოქმნილი ელვარებით, რომელსაც აკუსტიკური ეფექტები არ მოყვება. ელვა ჩნდება ღამით (წელიწადში 140–160 დღე), სადაც განმუხტვა გრძელდება 10 საათის განმავლობაში. ჯამში გამოდის დაახლოებით 1,2 მლნ. განმუხტვა წელიწადში. კატატუმბოს ელვა შეინიშნება დაახლოებით 400 კმ-ის მანძილზე. ელვარებას ნავიგაციისთვისაც იყენებდნენ, რის გამოც იგი ცნობილია ასევე როგორც „კატატუმბოს შუქურა“.[2] საინტერესოა, რომ 2010 წელს ელვა იანვრიდან აპრილის ჩათვლით არ შეინიშნებოდა,[3] რაც სავარაუდოდ გვალვიანობით იყო განპირობებული.

მიიჩნევა, რომ კატატუმბოს ელვა არის მსოფლიოს უდიდესი ცალკეული ოზონის ტროპოსფერული ნაწილის გენერატორი.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Fogonazos: Catatumbo, the everlasting storm. Fogonazos.blogspot.com. ციტირების თარიღი: 2010-07-27.
  2. 2.0 2.1 Fire in the Sky. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2008-08-14.
  3. Catatumbo Lightning. Wondermondo.