კატატუმბო
კატატუმბო (ესპ. Río Catatumbo) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, კოლუმბიასა და ვენესუელაში. სათავეს იღებს კოლუმბიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ნორტე-დე-სანტანდერის დეპარტამენტი). ერთვის მარაკაიბოს ტბას ვენესუელის ტერიტორიიდან. სიგრძე 500 კილომეტრი, აუზის ფართობი 22,317 კმ², რომელთაგან 16 626 კმ² კოლუმბიის ტერიტორიაზეა, დანარჩენი — ვენესუელაში. მდინარე იბადება აღმოსავლეთ კორდილიერას ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3850 მ სიმაღლეზე. კატატუმბოს გასწვრივ დასახლებულები არიან ხალხი — ბარები. მდინარე კატატუმბო უპირველეს ყოვლისა ცნობილია თავისი განთქმული ატმოსფერული მოვლენით, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია როგორც კატატუმბოს ელვა. აღნიშნული ფენომენი ფიქსირდება მდინარე კატატუმბოს შესართავთან, მარაკაიბოს ტბაში.
კატატუმბო Río Catatumbo | |
---|---|
ქვეყანა | კოლუმბია, ვენესუელა |
სათავე | აღმოსავლეთი კორდილიერა |
სიგრძე | 500 კმ |
აუზის ფართობი | 22,317 კმ² |
კატატუმბო Río Catatumbo ვიკისაწყობში |