ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარლ იალმარ ბრანტინგი ( დ. 23 ნოემბერი , 1860 – გ. 24 თებერვალი, 1925 ) — შვედი პოლიტიკოსი, რომელიც იყო შვედეთის სოციალ – დემოკრატიული პარტიის წევრი (1907–1925) და პრემიერ – მინისტრი სამი ცალკეული პერიოდის განმავლობაში (1920, 19211923 და 19241925). 1920 წელს ბრანტინგმა პირველი ვადით დაიკავა აღნიშნული პოზიცია და იგი იყო შვედეთის პირველი სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი. 1921 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ მეორე ვადით თანამდებობის დაკავებისას, იგი გახდა პირველი სოციალისტი პოლიტიკოსი ევროპაში, რომელმაც წარმატება მოიპოვა საყოველთაო არჩევნებით. 1921 წელს ბრანტინგმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ნორვეგიის საპარლამენტო კავშირის გენერალურ მდივან კრისტიან ლუს ლანგესთან ერთად.

კარლ ბრანტინგი
შვედ. Karl Hjalmar Branting
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1860(1860-11-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი Klara Church Parish, სტოკჰოლმი[10] [11] [2] [1] [3] [9]
გარდაცვალების თარიღი 24 თებერვალი, 1925(1925-02-24)[12] [7] [2] [4] [13] [1] [14] [5] [9] (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი Gustav Vasa parish, სტოკჰოლმი[1] [9] [14]
მოქალაქეობა  შვედეთი
განათლება უფსალის უნივერსიტეტი[9]
მამა Lars Gabriel Branting[15] [9]
დედა Emerentia Maria Charlotta af Georgii[9]
მეუღლე/ები Anna Branting[10] [11] [9]
შვილ(ებ)ი Georg Branting[10] [11] [9] და Sonja Branting-Westerståhl[10] [11] [9]
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[16] [17] [9]

ბიოგრაფია

რედაქტირება

პროფესორ ლარს გაბრიელ ბრანტინგისა და წარჩინებული ქალის და პიანისტის, ემა აფ გეორგის შვილმა, კარლ ბრანტინგმა, განათლება მიიღო სტოკჰოლმში და უფსალის უნივერსიტეტში. მან განავითარა სამეცნიერო უნარ-ჩვევები მათემატიკური ასტრონომიის საკითხებში და იყო სტოკჰოლმის ობსერვატორიაში ასისტენტი, მაგრამ უარი თქვა სამეცნიერო მოღვაწეობის გაგრძელებაზე. 1884 წელს ჟურნალისტი გახდა და გაზეთების ტიდენისა და სოციალ-დემოკრატების რედაქტირება დაიწყო. მისმა გადაწყვეტილებამ, გამოექვეყნებინა რადიკალი სოციალისტის, აქსელ დენიელსონის, სტატია, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მოწინააღმდეგეებმა დაგმეს და რელიგიური მგრძნობელობის შეურაცხყოფად მიიღეს, რასაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური მრწამსის შეურაცხყოფის ბრალდება ორივე პიროვნების მიმართ მკრეხელობისთვის და მათი დაპატიმრება. [18] ბრანტინგი დააპატიმრეს სამი თვით 1888 წელს. [19]

აუგუსტ პალმთან ერთად, ბრანტინგი იყო შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი 1889 წელს. იგი იყო ამ პოლიტიკური პარტიიდან პირველი ადამიანი, რომელიც გახდა პარლამენტის წევრი 1896 წლიდან და ექვსი წლის განმავლობაში იყო ერთადერთი სოციალ-დემოკრატი.

XX საუკუნის დასაწყისში ბრანტინგის წინამძღოლობით სოციალ-დემოკრატებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ომს ნორვეგიის შვედეთთან გაერთიანების გზით. როდესაც კრიზისი დაიწყო 1905 წელს, მან გამოაცხადა ლოზუნგი „ხელები შორს ნორვეგიისგან, მეფევ!“. სოციალ-დემოკრატებმა ორგანიზება გაუწიეს რეზერვების გამოძახებას და გაფიცვას ომის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ომის პრევენციის საქმეში.

ბრანტინგმა ყურადსაღებად მიიჩნია ედუარდ ბერნშტეინის მიერ მარქსიზმის გადასინჯვა და გახდა რეფორმისტი სოციალისტი. მან მხარი დაუჭირა მშვიდობიან გადასვლას კაპიტალიზმიდან სოციალიზმისკენ. მას სჯეროდა, რომ მუშებისათვის ხმის მიცემის უფლება მიიღწეოდა საპარლამენტო გზით. ბრანტინგმა მხარი დაუჭირა თებერვლის რევოლუციას რუსეთში 1917 წელს. ის იყო პრო- მენშევიკი და იცავდა ალექსანდრე კერენსკის მთავრობას, რომელსაც ის პირადად ეწვია პეტროგრადში .

 
ბრანტინგის ძეგლი სტოკჰოლმში

როდესაც იმავე წელს დაიწყო ოქტომბრის რევოლუცია მოხდა, ბრანტინგმა დაგმო ბოლშევიკთა მიერ ძალაუფლების ჩამორთმევა. 1917 წელს ამ საკითხმა წარმოქმნა განხეთქილება შვედეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, ხოლო ახალგაზრდული ლიგა და პარტიის რევოლუციური განყოფილებები გამოეყვნენ და ჩამოაყალიბეს შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მემარცხენე პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზეთ ჰოგლუნდი. ეს ჯგუფი მალე გარდაიქმნა შვედეთის კომუნისტურ პარტიად. მოგვიანებით, ჰოგლუნდი დაბრუნდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში და დაწერა ორტომიანი ბიოგრაფია ბრანტინგის შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა ბრანტინგმა შვედეთი ერთა ლიგაში შეიყვანა და მის შემადგენლობაში დელეგატი პირადად იყო. კითხვაზე, უნდა გადაეცეს თუ არა ალანდის კუნძულები შვედეთს რუსეთიდან ფინეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მან ერთა ლიგას მიანიჭა უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაწყვეტად. მას მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1921 წელს ერთა ლიგაში მუშაობისთვის, პრემია გაიზიარა ნორვეგიელ კრისტიან ლუს ლანგესთან .

ძეგლები და მემორიალები

რედაქტირება

ბრანტინგის ხსოვნა უკვდავყოფილია სტოკჰოლმში ბრანტინგის ძეგლით. გარდა ამისა, გეტებორგში არსებობს ტრამვაი და ტრანსპორტი, რომელსაც ბრანტინგის სახელი ჰქვია ( შვედური : Hjalmar Brantingsplatsen). კოპენჰაგენში მდებარე სტოკჰოლმის მოედანს 1925 წელს დაარქვეს იალმარის ბრანტინგსის მოედანი .

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Sveriges dödbok
  2. 2.0 2.1 2.2 K Hjalmar Branting — 1917.
  3. 3.0 3.1 Klara kyrkoarkiv, Dopböcker över äkta barn, SE/SSA/0010/C I b/9 (1851-1861), bildid: C0056125_00206 — გვ. 302.
  4. 4.0 4.1 Encyclopædia Britannica
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 Two-Chamber Parliament 1867–1970. — 1985. — ტ. 1. — გვ. 67.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 Swedish Census 1890Riksarkivet.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Swedish Census 1900Riksarkivet.
  12. Брантинг Карл Яльмар // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  13. SNAC — 2010.
  14. 14.0 14.1 Gustav Vasa kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/SSA/6021/F I/5 (1923-1926), bildid: 00050436_00087 — გვ. 83.
  15. Swedish Census 1880Riksarkivet.
  16. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/peace/laureates/1921/
  17. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  18. Enander, Crister (14 December 2009). "I krigarens lofliga uppsåt att såra och döda" დაარქივებული 2010-08-24 საიტზე Wayback Machine. . Tidningen Kulturen. Retrieved 21 May 2010.
  19. Robertson, J. M. (2003). History of Freethought in the Nineteenth Century, Part 2. Kessinger Publishing, გვ. 487. ISBN 0-7661-3955-7. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_ბრანტინგი“-დან