კრისტიან ლანგე
კრისტიან ლუს ლანგე (დ. 17 სექტემბერი, 1869 — გ. 11 დეკემბერი, 1938 ) — ნორვეგიელი ისტორიკოსი, პედაგოგი და პოლიტოლოგი. ის იყო ინტერნაციონალიზმის თეორიისა და პრაქტიკის მსოფლიოში ერთ – ერთი უპირველესი განმახორციელებელი.
კრისტიან ლანგე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 17 სექტემბერი, 1869[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Stavanger |
გარდაცვალების თარიღი | 11 დეკემბერი, 1938[1] [2] [3] [4] [5] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოსლო |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
განათლება | ოსლოს უნივერსიტეტი და Stavanger Cathedral School |
შვილ(ებ)ი | Carl Viggo Lange, Halvard Lange, August Lange და Thora Manthey Lange |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7] [8] |
იგი დაიბადა სტავანგერში. მისი მამა სამხედრო ინჟინერი იყო. ლანგე იყო ისტორიკოს ქრისტიან ლანდის შვილიშვილი. დაამთავრა საშუალო სკოლა 1887 წელს და განაგრძო მოგზაურობა და ისტორიის, ინგლისური და ფრანგული ენების შესწავლა ოსლოს უნივერსიტეტი, საიდანაც მან მიიღო ფილოლოგის ხარისხი 1893 წელს. ის მრავალი წლის განმავლობაში საშუალო სკოლებში ასწავლიდა და საბოლოოდ, დოქტორის წოდების მისაღებად კვლავ ოსლოს უნივერსიტეტში დაბრუნდა.
1899 წელს მან პირველი ოფიციალური როლი შეასრულა ინტერნაციონალისტურ მოძრაობაში, როდესაც იგი დაინიშნა კომიტეტის მდივნად, რომელიც ორგანიზებული იყო საპარლამენტთაშორისი კავშირის მიერ ოსლოს კონფერენციაზე. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ეძღვნებოდა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს შორის დისკუსიის ხელშეწყობას. შემდეგ წელს იგი ნორვეგიის პარლამენტის ნობელის კომიტეტის მდივნად დაინიშნა და მიუხედავად იმისა, რომ მან თანამდებობა დატოვა 1909 წელს, მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტის ისტორიაში დასაწყისიდანვე. ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო ნორვეგიის დელეგატი ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე .
ლანგე შეუერთდა საპარლამენტო კავშირს 1909 წელს, როდესაც იგი დაინიშნა ორგანიზაციის გენერალურ მდივნად. ამ თანამდებობას იგი 1933 წლამდე ინარჩუნებდა. როგორც გენერალურმა მდივანმა, მან მიმოიხილა კავშირის ბრიუსელში გადასვლის საკითხი, თუმცა მხარი დაუჭირა კავშირის ოსლოში დარჩენას პირველი მსოფლიო ომის რთულ პერიოდში, შემდეგ კი იგი ომის შემდეგ კვლავ გადავიდა ჟენევაში. იგი აქტიურობდა მრავალი სხვა ორგანიზაციის საქმიანობაში, მუშაობდა როგორც ნორვეგიის დელეგატი და ალტერნატიული დელეგატი ერთა ლიგაში დაარსებიდან 1938 წლამდე. წერილობით ანგარიშებს ამზადებდა და მოქმედებდა როგორც კორესპონდენტი კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის და ჰოლანდიის მიერ დაფინანსებული მდგრადი მშვიდობის ცენტრალურ ორგანიზაციაში. მას ხშირად იძახებდნენ საარბიტრაჟო და კერძოდ, იარაღის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებში.
ინტერნაციონალიზმისადმი მისი ინტელექტუალური მხარდაჭერა კარგად ჩანს ისტორიული ტრაქტატის სამტომეულის პირველ ტომში (Histoire de l'internationalisme ). 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ნათქვამია, რომ მან ხელი შეუწყო ერთა ლიგის იდეოლოგიურ მომზადებას. [9] ამ და მისი ყველა სხვა საქმიანობისთვის, ლანგეს მიენიჭა ნობელის პრემია 1938 წელს იალმარ ბრანტინგთან ერთად.
ლანგე გარდაიცვალა 69 წლის ასაკში, ნობელის პრემიის მიღებიდან 17 წლის შემდეგ. ის იყო კარლ ვიგოს, მანტე ლანგეს, ჰალვარდ ლანგესა და ქრისტიან ავგუსტ მანტიე ლანგეს მამა.
მისი ქალიშვილი, თორა, იყო ისტორიისა და ენის მასწავლებელი 1938 წლიდან ოსლოს საკათედრო სკოლაში. ნაცისტური გერმანიის მიერ ოსლოს ოკუპაციის განმავლობაში, იგი შეუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობას და მის ქმართან ერთად გადაასახლეს. ის დააპატიმრეს გრინის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლის სექტემბერში, მაგრამ იგი ავად გახდა და გარდაიცვალა ულევალის საავადმყოფოში, დეკემბერში. [10][11]
ლანგე იყო ნორვეგიის ქალთა უფლებების ასოციაციის წევრი. [12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Christian Lous Lange on Nobelprize.org including the Nobel Lecture, December 13, 1921 Internationalism
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ The Nobel Peace Prize 1921 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://www.nobelprize.org./prizes/peace/1921/lange/lecture/
- ↑ "Christian Lange – Biography". Nobelprize.org Retrieved October 11, 2010
- ↑ Ording, Arne (1950). „Lange, Thora Manthey“, Våre falne 1939-1945. Oslo: Grøndahl, გვ. 63.
- ↑ Midtvik, Målfrid (1948). „Thora Manthey Lange“, Stabekk kommunale høgre skole. Ved 25-årsjubileet 1948.
- ↑ „Upprop“. Norsk Tidend. 1936-05-05.