კარლო II (პარმის ჰერცოგი)
კარლო II ლუდოვიკო დი ბურბონ-პარმა (იტალ. Carlo II Ludovico di Borbone-Parma; დ. 22 დეკემბერი, 1799 — გ. 16 აპრილი, 1883) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ვაჟი. ეტრურიის მეფე 1803-07 წლებში, ლუკას ჰერცოგი 1824-47 წლებში და პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი 1847-49 წლებში.
კარლო II ლუდოვიკო | |
---|---|
ეტრურიის მეფე (ლუდოვიკო II-ის სახელით) | |
მმართ. დასაწყისი: | 27 მაისი, 1803 |
მმართ. დასასრული: | 10 დეკემბერი, 1807 |
წინამორბედი: | ლუდოვიკო I |
მემკვიდრე: | ელიზა ბონაპარტი |
ლუკას ჰერცოგი (კარლო I-ის სახელით) | |
მმართ. დასაწყისი: | 13 მარტი, 1824 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი, 1847 |
წინამორბედი: | მარია ლუისა ესპანელი |
მემკვიდრე: | წოდება გაუქმდა |
პარმის, გუასტალასა და პიაჩენცას ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 17 დეკემბერი, 1847 |
მმართ. დასასრული: | 17 მაისი, 1849 |
წინამორბედი: | მარია ლუიზა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | კარლო III |
რეგენტი: | მარია ლუისა ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 1799 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 16 აპრილი, 1883, (83 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნიცა, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარია ტერეზა სავოიელი (ქ. 1820 - გარდ. 1879) |
შვილები: |
ლუიზა კარლო III, პარმის ჰერცოგი |
სრული სახელი: | კარლო ლუდოვიკო ფერდინანდო დი ბურბონ-პარმა |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუდოვიკო I, ეტრურიის მეფე |
დედა: | მარია ლუისა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებაკარლო ლუდოვიკო დაბადა 1799 წლის 22 დეკემბერს მადრიდში. იგი იყო ლუდოვიკო პარმელისა და მისი მეუღლის, ინფანტა მარია ლუისა ესპანელის პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი ფერდინანდ I და მისი ცოლი, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელი, ხოლო დედის მხრიდან ესპანეთის მეფე კარლ IV და დედოფალი მარია ლუიზა პარმელი იყვნენ.
ტიტულების მოპოვება
რედაქტირება1802 წელს ფრანგებმა იმპერატორ ნაპოლეონის მეთაურობით მოახდინეს პარმის ოკუპაცია, რის სანაცვლოდაც ნაპოლეონმა კარლოს მამას ეტრურიის სამეფო (იგივე ტოსკანა) უბოძა სამართავად. ეტრურიაში ჩასვლიდან სულ მალე, 1803 წელს ლუდოვიკო I გარდაიცვალა, რის გამოც ეტრურიის ახალი მეფე ლუდოვიკო II გახდა, რომლის მცირეწლოვანების გამოც რეგენტად დედამისი მარია ლუისა ესპანელი დაინიშნა. 1807 წლის 10 დეკემბერს ნაპოლეონი შეიჭრა ეტრურიაში, დაამხო მათი მმართველობა და ის საფრანგეთს მიუერთა. აღსანიშნავია, რომ ნაპოლეონმა აქ სხვა დაპყრობილი ქვეყნების მსგავსად, სადაც იგი თავის და-ძმებს სვავდა ტახტზე, თავისი უფროსი და, ელიზა ბონაპარტი გაამეფა. ამის შემდეგ კარლო და დედამისი მადრიდში გადასახლდნენ. მას ნაპოლეონი დაჰპირდა, რომ როდესაც იგი პორტუგალიას დაიპყრობდა, მის ჩრდილოეთ ნაწილში ლუზიტანიის სამეფოს დააარსებდა, რომლის მეფეც კარლო გახდებოდა.
1814 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ შედგა ვენის კონგრესი, რომელსაც მის მიერ გაუქმებულ-დაარსებული ქვეყნები ძველი სახისთვის უნდა დაებრუნებინათ, რის გამოც ბევრი მონარქი თავის ტახტს დაუბრუნდა. კონგრესს, წესით პარმის ტახტი კარლოსთვის უნდა დაებრუნებინა, თუმცა ამის ნაცვლად პარმა ნაპოლეონის მეორე ცოლს, იმპერატრიცა მარია ლუიზა ავსტრიელს მისცეს, ხელშეკრულების თანახმად კი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღებდა კარლო პარმის ტახტს. ამის სანაცვლოდ, კონგრესის მონაწილეებმა კარლოსა და დედამისს სამართავად გამოუყვეს ხმელთაშუაზღვისპირა, ტოსკანის მემეზობლე პატარა ქალაქ-სახელმწიფო ლუკა, რომლის მონარქიც მარია ლუისა გახდა. 1824 წელს, მარია ლუისა ესპანელის გარდაცვალებასთან ერთად კარლო ლუკას ჰერცოგი ხდება და ტოსკანის ტახტის დაბრუნებას ცდილობს. 1834 წლის 17 ივლისს იგი კარლისტების პარტიის მიერ იგი გამოცხადდა ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ, რის გამოც მას ესპანეთის ინფანტის წოდება მიენიჭა.
რიო-დე-ლა-პლატას მეფობის კანდიდატი
რედაქტირება1817 წელს რიო-დე-ლა-პლატას გაერთიანებული პროვინციების უზენაესმა დირექტორატმა რამდენიმე ევროპელი პრინცი შეარჩია თავისი სამეფო ტახტისათვის. მათ შორის კარლოსთან ერთად მოხვდნენ რამდენიმე ფრანგი, ესპანელი და არგენტინელი დიდგვაროვანი მამაკაციც. მიუხედავად ამისა, რიო-დე-ლა-პლატას მთავრობა მეფის ყველა კანდიდატს აფრთხილებდა, რომ აქ მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია იქნებოდა. კარლოს რეკომენდაცია ბიძამისმა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-მ და საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-მა გაუწიეს. საბოლოოდ, 1831 წელს რიო-დე-ლა-პლატა დაიშალა. იგი არგენტინამ, ბოლივიამ და ურუგვაიმ გადაინაწილეს.
1847 წელს გარდაიცვალა მარია ლუიზა ავსტრიელი, რის შემდეგაც კარლო II პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგად გვევლინება. მისი მმართველობა სულ ერთ წელს გაგრძელდა, რადგანაც 1848 წლის რევოლუციის შედეგად იგი დაამხეს, ტახტზე კი მისი ვაჟი კარლო III ავიდა. ამის შემდეგ კარლომ დატოვა იტალია და საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1883 წელს, 83 წლის ასაკში.
ქორწინება და შვილები
რედაქტირება1820 წლის 5 სექტემბერს, ტურინში კარლომ ცოლად შეირთო სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და დედოფალ მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტეს ასული მარია ტერეზა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
- ლუიზა (1821-1823), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კარლო III (1823-1854), პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე შარლ X-ის შვილიშვილი ლუიზ მარი ტერეზ არტუელი, რომელთანაც შეეძინა შვილები.
ტიტულატურა
რედაქტირება- 22 თებერვალი, 1799 - 27 მაისი, 1803: მისი სამეფო უდიდებულესობა ინფანტი კარლო ლუდოვიკო პარმელი;
- 27 მაისი, 1803 - 10 დეკემბერი, 1807: მისი სამეფო უდიდებულესობა ეტრურიის მეფე;
- 10 დეკემბერი, 1807 - 9 ივნისი, 1815: მისი სამეფო უდიდებულესობა ინფანტი კარლო ლუდოვიკო პარმელი;
- 9 ივნისი, 1815 - 13 მარტი, 1824: მისი სამეფო უდიდებულესობა ლუკას პრინცი და ესპანეთის ინფანტი;
- 13 მარტი, 1824 - 4 ოქტომბერი, 1847: მისი სამეფო უდიდებულესობა ლუკას ჰერცოგი და ესპანეთის ინფანტი;
- 4 ოქტომბერი, 1847 - 17 დეკემბერი, 1847: მისი სამეფო უდიდებულესობა ესპანეთის ინფანტი და ლუკას ჰერცოგი;
- 17 დეკემბერი, 1847 - 17 მაისი, 1849: მისი სამეფო უდიდებულესობა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი;
- 17 მაისი, 1849 - 16 აპრილი, 1883: მისი სამეფო უდიდებულესობა ვილაფრანკას გრაფი და ესპანეთის ინფანტი;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Giuliano Lucarelli, Lo sconcertante Duca di Lucca, Carlo Ludovico di Borbone-Parma, Maria Pacini Fazzi editore, Lucca 1986.
- Italo Farnetani, Storia della pediatria italiana, Genova, Società Italiana di Pediatria, 2008, SBN IT\ICCU\UBO\3646348.
- Giulio Vignoli, Le tombe dei Duchi di Parma, in Scritti politici clandestini, ECIG, Genova, 2000, pag. 113.
- Italo Farnetani, La Toscana dei Borbone culla della pediatria italiana e mondiale, Accademia “Maria Luisa di Borbone”, Viareggio, Grafiche Ancora, 2014. ISBN 978-88-95407-23-4