კარკარი (კუნძული)
კარკარი (ინგლ. Karkar Island) — ვულკანური კუნძული ბისმარკის ზღვაში, დაახლოებით 30 კმ-ში კუნძულ ახალი გვინეის ჩრდილოეთ სანაპიროდან. ადმინისტრაციულად შედის სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის მომასეს რეგიონის მადანგის პროვინციაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Karkar Island | |
---|---|
კუნძულ კარკარის ხედი კოსმოსიდან | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 4°39′ ს. გ. 145°58′ ა. გ. / 4.650° ს. გ. 145.967° ა. გ. |
ფართობი | 362 კმ² |
სიგრძე | 25 კმ |
სიგანე | 19 კმ |
უმაღლესი წერტილი |
1839 მ მთა ულუმანი |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | მომასე |
პროვინცია | მადანგი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 65000 |
სიმჭიდროვე | 179,558 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძულის ზომებია 25 კმ სიგრძეში და 19 კმ სიგანეში. ზღვის დონიდან უმაღლესი წერტილია — 1839 მეტრი[1] (მთა ულუმანი). კუნძულის ცენტრში მდებარეობს მოქმედი ვულკანი. კუნძულიდან 18 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ბაგაბაგი.
კუნძულის ზედაპირი დაფარულია ანდეზიტური ლავებით. ვულკანის 1974—1975 წლების ამოფრქვევამ ხელი შეუწყო ლავის დიდი რაოდენობით ამოსვლას, რომელმაც დაფარა შიდა კალდერის ფსკერის ფართობის დაახლოებით 70 %. 1979 წლის ამოფრქვევას არ გამოუწვევია დიდი რაოდენობით ლავის ამოსვლა[2].
ნიადაგი — საკმაოდ ნაყოფიერია, აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. მოყავთ ფუფალა, მდოგვი (ლათ. Sinápis), ლაიმი, ქოქოსის პალმა და კაკაო.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ევროპელი, რომელმაც 1545 წლის 10 აგვისტოს დაინახა კუნძული კარკარი, იყო ესპანელი ზღვაოსანი ინიგო ორტის რეტესი, როდესაც იგი დიდი აფრიანი გემით San Juan ცდილობდა დაბრუნებულიყო კუნძულ ტიდორედან ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოში[3].
მოსახლეობა
რედაქტირებაკუნძულის მოსახლეობას შეადგენს დაახლოებით 65 000 ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ ენებზე ვასკია და ტაკია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე ფლობს ტოკ-პისინის ენას; სკოლებში ისწავლება ინგლისური ენა. რელიგია მოსახლეობაში უპირატესად ლუთერანული და კათოლიკურია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Global Volcanism Program, Smithsonian Institution.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-06. ციტირების თარიღი: 2014-10-31.
- ↑ Karkar. www.mineral.gov.pg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2007-07-17.
- ↑ Coello, Francisco «Conflicto hispano-alemán» Boletín de Sociedad Geográfica de Madrid, t.XIX. 2º semestre 1885, Madrid, p.317.