ფუფალა
ფუფალა (ლათ. Areca catechu) — პალმისებრთა ოჯახის მცენარე. ტანწერწეტა პალმაა. სიმაღლე 12-18 მ, ზოგჯერ 30 მ. წვერში 2 მ სიგრძის 8-10 ლამაზი, ფრთისებრი ფოთლები აქვს.
ფუფალა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Areca catechu | ||||||||||||||
|
ველურად იზრდება კუნძულ ტაივანზე ტენიან ტროპიკულ ტყეებში, ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე. კულტურაში საკმაოდ გავრცელებულია; თესლი შეიცავს არეკოლინს და სხვა ალკალოიდებს, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ბეტელის კომპონენტებია და მედიცინაში იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- რატიანი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 434.