კაპერნაუმი (ფილმი)
კაპერნაუმი — 2018 წლის ლიბანური დრამატული ფილმი, რეჟისორი ნედინ ლაბაკი და პროდიუსერი ხალედ მუზანარი. სცენარი დაწერეს ლაბაკიმ, ჯიჰად ჰოჯეილიმ და მიშელ კესერვანმა ლაბაკის, ჰოჯეილის, კესერვანის, ჟორჟ ხაბაზისა და ხალედ მუზანარის მოთხრობის მიხედვით. ფილმი, სირიელი ლტოლვილი მსახიობის მონაწილეობით, აღწერს 12 წლის ბავშვის ცხოვრების ბედს ბეირუთში. ფილმი მოთხრობილია მოკლე რეტროსპექციული ეპიზოდების დახმარებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია ზეინის ცხოვრებაზე, ეთიოპიელ ემიგრანტ რაჰილისთან და მის ახალშობილ ვაჟთან - იონასთან შეხვედრამდე .
„კაპერნაუმი“ | |
---|---|
რეჟისორი | ნედინ ლაბაკი |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 126 წუთი |
ქვეყანა | ლიბანი |
ენა | |
ბიუჯეტი | 4 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 68.6 მილიონი აშშ დოლარი |
ფილმის დებიუტი გაიმართა 2018 წლის კანის კინოფესტივალზე, სადაც იგი წარდგენილი იყო ოქროს პალმის შესარჩევ კონკურსზე [1] [2] და მიიღო ჟიურის პრიზი. [3] [4] 2018 წლის 17 მაისს კანში პრემიერის შემდეგ ფილმმა 15 წუთიანი ოვაცია მიიღო. [5] [6] ფილმის ფართო წარდგენა დაიწყო 2018 წლის 20 სექტემბერს.
ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, რომლებმაც განსაკუთრებით შეაქეს ლაბაკის რეჟისურა, ალ რაფიას შესრულება და ფილმის „დოკუმენტურის მსგავსი რეალიზმი“. ფილმი იყო ნომინირებული ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიაზე.
კაპერნაუმი არის ყველაზე შემოსავლიანი არაბული ფილმი და შუა აღმოსავლეთის ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი.
სიუჟეტი
რედაქტირება12 წლის ზეინ ელ ჰაჯი, ბეირუთის ღარიბული უბნიდან, ხუთწლიან პატიმრობას იხდის რუმიეს ციხეში, მას შემდეგ, რაც მან დაჭრა ის, ვისაც იგი „ბიძაშვილს“ უწოდებს. არც ზეინმა და არც მისმა მშობლებმა არ იციან მისი დაბადების ზუსტი თარიღი, რადგან მათ ოფიციალური დაბადების მოწმობა არასოდეს მიუღიათ. ზეინი წარდგენილია სასამართლოს წინაშე, რომელმაც გადაწყვიტა მიიღოს სამოქალაქო სარჩელი მისი მშობლების წინააღმდეგ, მისი დედის, სუადისა და მამის, სელიმის, წინააღმდეგ. მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ სურს, უჩივლოს მშობლებს, ზეინი პასუხობს „იმიტომ, რომ მე დავიბადე“ (ან, უფრო სწორედ, „იმიტომ, რომ შენ გყავდი მე“). იმავდროულად, ლიბანის ხელისუფლება მუშაობს მიგრანტ მუშაკთა ჯგუფთან, მათ შორის არის ახალგაზრდა ეთიოპიელი ქალი, სახელად რაჰილი.
შემდეგ რეტროსპექციის დახმარებით სიუჟეტი იწყება რამდენიმე თვის უკან განვითარებული მოვლენებიდან და გრძელდება ზეინის დაპატიმრებამდე. ზეინი მშობლებთან ცხოვრობს და სულ მცირე, შვიდი და-ძმის მოვლაზე ზრუნავს, რომლებიც სკოლაში წასვლის ნაცვლად ფულს გამოიმუშავებენ სხვადასხვა სქემების დახმარებით. იგი ყალბი რეცეპტებით ყიდულობს ტრამადოლის აბებს მრავალი აფთიაქიდან, რომლებსაც ისინი ატენიანებენ ფხვნილით და ყრიან ტანსაცმელში, რომელსაც მისი ძმა ყიდის ნარკომანებზე ციხეში. ზეინი ასევე მუშაობს ასადისთვის, ოჯახის მეპატრონისა და ადგილობრივი ბაზრის დახლის მფლობელისათვის. ერთ დილას ზეინი ეხმარება თავის 11 წლის დას საჰარს, დამალოს პირველი მენსტრუალური ციკლის დაწყების მტკიცებულებები, იმის შიშით, რომ ის ასადზე იქორწინებს, თუ მისი მშობლებმა აღმოაჩენენ, რომ მას უკვე შეუძლია დაორსულება. [7]
ზეინი გეგმავს საჰართან ერთად გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას. ამასთან, მისი ეჭვები მართლდება, რადგან მისი მშობლები ორი ქათმის სანაცვლოდ დააქორწინებენ საჰარის ასადთან. მშობლებზე გაბრაზებული ზეინი გარბის და მიემგზავრება ავტობუსით, სადაც ხვდება ადამიანი ობობის კოსტუმში გამოწყობილ მოხუცს, რომელიც თავს „ტარაკანას“ უწოდებს. ტარაკანა კაცი გადმოვიდა ავტობუსიდან რას ბეირუთში, ლუნა პარკში და ზეინი მას მიჰყვება, დღის დანარჩენ ნაწილს კი პარკში ატარებს. ეშმაკის ბორბალზე ყოფნისას ზეინი ულამაზეს მზის ჩასვლას ხედავს და ტირილს იწყებს. მოგვიანებით, ზეინი ხვდება რაჰილს, ეთიოპიელ მიგრანტ მუშაკს, რომელიც პარკში დამლაგებლად მუშაობს. იგი მოწყალედ ეცხადება ზეინს და თანახმაა, რომ მასთან ერთად იცხოვროს თავის თუნუქის სადარბაზოში, სანაცვლოდ, ზეინმა რაჰილის სამსახურში ყოფნისას მის ჩვილ ვაჟ იონას უნდა მოუაროს.
ერთ დღეს ზეინი გაიცნობს ახალგაზრდა გოგონას, სახელად მეისუნს. მეისუნი სირიელი ლტოლვილია და ირწმუნება, რომ ასპრო დაპირდა შვედეთში გაგზავნას. ზეინი ითხოვს, რომ ასპრომ ისიც გაგზავნოს შვედეთშიც და ასპროც თანხმდება. თუ ზეინი მას იონას გადასცემს. ზეინი უკმაყოფილოდ ეთანხმება და ასპრო მას ეუბნება, რომ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად გარკვეული ფორმის იდენტიფიკაცია დასჭირდება. ზეინი ბრუნდება მშობლებთან და ითხოვს მისცენ მას პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რაზეც სიცილით ეუბნებიან, რომ მათ არა აქვთ ბავშის პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი. წასვლამდე ზეინმა გაიგო, რომ საჰარი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ორსულობასთან დაკავშირებული სირთულეების გამო. გაბრაზებული ზეინი იპარავს დანას და ასადს ჭრის. მას აპატიმრებენ და უსჯიან ხუთწლიან პატიმრობას რუმიეს ციხეში.
ციხეში ყოფნისას ზეინი გაიგებს, რომ სუადი ორსულადაა და აპირებს ბავშვს სახელად საჰარი დაარქვას. ზეინი დაუკავშირდა მასმედიას და უთხრა, რომ დაიღალა მშობლების მიერ ბავშვების უგულებელყოფით და აპირებს უჩივლოს მშობლებს კიდევ ერთი შვილის გაჩენის სურვილის გამო, რადგან ისინი ბავშვებზე ზრუნვას ვერ შეძლებენ. როდესაც მოსამართლე ეკითხება, რა სურს მშობლებისგან, ის ამბობს:
„მინდა, რომ მათ შვილების გაჩენა შეწყვიტონ.“
|
ზეინი ასევე ამტკიცებს, რომ ასპროს ბავშვები უკანონოდ აჰყავს და ცუდად ექცევა მათ. ასპროს სახლის დარბევის შემდეგ, იპოვნიან იონასს და ის დაუბრუნდება რაჰილს.
ზეინს უღებენ ფოტოს მისი პირადობის მოწმობისთვის. ფოტოგრაფი მას ეხუმრება - „ეს შენი პირადობის მოწმობაა და არა გარდაცვალების მოწმობა“ და ზეინი იღიმის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ The 2018 Official Selection. Cannes. ციტირების თარიღი: 12 April 2018.
- ↑ Cannes Lineup Includes New Films From Spike Lee, Jean-Luc Godard. Variety. ციტირების თარიღი: 12 April 2018.
- ↑ 'Shoplifters' Wins Palme d'Or at 2018 Cannes Film Festival. SF Gate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 19 May 2018.
- ↑ 2018 Cannes Film Festival Award Winners Announced. Variety. ციტირების თარიღი: 20 May 2018.
- ↑ Nadine Labaki's 'Capernaum' Earns Massive Cannes Standing Ovation and Instant Palme d'Or Winner Predictions.
- ↑ Sony Pictures Classics Nabs Nadine Labaki's Palme d'Or Contender 'Capernaum'.
- ↑ „I thought I was strong, but 'Capharnaüm' tore me apart“. SBS Movies (ინგლისური). 13 February 2019. ციტირების თარიღი: 28 December 2019.