ნედინ ლაბაკი
ნედინ ლაბაკი ( არაბ. نادين لبكي, დ. 18 თებერვალი, 1974) — ლიბანელი მსახიობი, რეჟისორი და აქტივისტი. ლაბაკი პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში მოექცა ყურადღების ცენტრში, როგორც მსახიობი. [3] მისი კინემატოგრაფიული კარიერა 2007 წელს დაიწყო მისი სადებიუტო ფილმის, „კარამელის“ გამოსვლის შემდეგ, რომლის პრემიერაც შედგა კანის 2007 წლის კინოფესტივალზე. [4] იგი ცნობილია ლიბანის ცხოვრების ყოველდღიური ასპექტების დემონსტრირებით და მთელი რიგი პოლიტიკური საკითხების გაშუქებით, როგორიცაა ომი, სიღარიბე და ფემინიზმი. [5] ის არის პირველი არაბი ქალი რეჟისორი, რომელიც ნომინირებულია ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში. [6]
ნედინ ლაბაკი | |
---|---|
არაბ. نادين لبكي | |
დაბადების თარიღი | 18 თებერვალი, 1974[1] (50 წლის) |
დაბადების ადგილი | Baabdat |
მოქალაქეობა | ლიბანი |
განათლება | წმინდა იოსების უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | ხალიდ მუზანარი |
ჯილდოები | ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი და Valois de l'actrice[2] |
nadinelabaki.com | |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალაბაკი დაიბადა ბააბდათში, ლიბანის მთიან რეგიონში, მარონიტი მშობლების, ანტუან და ანტუანეტა ლაბაკების ოჯახში. მისი მამა ინჟინერია, ხოლო დედა - შინამეურნეობით არის დაკავებული. [7] მან თავისი ცხოვრების პირველი ჩვიდმეტი წელი გაატარა საომარ გარემოში, 1991 წლამდე, სანამ ლიბანში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. [8] მან თხრობის ხელოვნება ბიძისგან ისწავლა, რომელიც ოჯახის ჰაკავატი იყო (ამბების მთხრობელი). [4] მის ბაბუას ასევე ეკუთვნოდა პატარა თეატრი ლიბანში, სადაც ფილმისადმი სიყვარული აღმოაჩინა. [6] მან თავისი კარიერა დაიწყო 1990 წელს, ლიბანის ტალანტების შოუს სტუდია ელ ფანში. შოუ დაიწყო 1970-იან წლებში, რომელიც გაგრძელდა 2000-იანი წლების დასაწყისამდე. ტალანტების შოუში ლაბაკიმ მოიგო პრიზი სხვადასხვა მუსიკალური ვიდეოწარმოების რეჟისურისთვის. [9]
ლაბაკიმ აუდიოვიზუალური კვლევების დიპლომი მიიღო ბეირუთის წმინდა იოსების უნივერსიტეტში. 1997 წელს მან გადაიღო მისი გამოსაშვები ფილმი, 11 Rue Pasteur, რომელმაც პარიზში არაბული კინოს ბიენალეზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჯილდო მოიპოვა. ლაბაკი თავის ლიბანელ და არაბ კინემატოგრაფისტებს შორის უნიკალურია იმით, რომ მას უცხოეთში არ მიუღია განათლება და არც ტრენინგები არ გაუვლია საზღვარგარეთ. [8]
1998 წელს იგი დაესწრო პარიზში სემინარს მსახიობებისათვის. დასთან, კეროლაინ ლაბაკისთან ერთად, აღმასრულებელი რეჟისორის სტატუსით [10] მუშაობდა რეკლამებსა და მუსიკალურ კლიპებზე შუა აღმოსავლეთში ცნობილი მომღერლებისთვის, რისთვისაც მან მრავალი ჯილდო მოიპოვა. ის ცდილობდა თანამედროვე ლიბანელი ქალის პროექტირებას, მან „შექმნა ლიბანელი ქალების მაგალითები, რომლებიც ძალიან მშვიდად ცხოვრობდნენ საკუთარ სხეულში“.
თემები და რეჟისურის სტილი
რედაქტირებათემები
რედაქტირებალაბაკი, რომელიც გაიზარდა ლიბანის სამოქალაქო ომის დროს, ცდილობს, რომ მისი ფილმებით გააცნოს მსოფლიოს ლიბანში არსებული პოლიტიკური არეულობის გამოცდილება და ხშირად იკვლევს ძალადობისა და ტრავმის თემებს. [4]
მის შემოქმედებაში კიდევ ერთი საერთო თემაა ფემინიზმი და ქალის ნარატივი. ფილმებში იგი ფოკუსირდება შუა აღმოსავლეთში მცხოვრები ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. [11]
ნედინ ლაბაკი თავისი ფილმების საშუალებით არაბული სამყაროს თემებს აკავშირებს დასავლური სამყაროსთან. მისი ტრანსნაციონალური ფემინიზმი ასახავს ჩვეულებრივ ქალებს, რომლებიც დაზარალდნენ რთული რეალობებით, რაც ღრმად არის განპირობებული ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობით.
სტილი
რედაქტირებალაბაკის ფილმებში ხშირად მონაწილეობენ არაპროფესიონალი მსახიობები. [12] ის პოულობს მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს, რომლებიც რეალურ უბნებში ცხოვრობენ. ეკრანზე ნაჩვენები მსახიობები ხშირად ბეირუთის უმძიმეს ღარიბულ უბანში ცხოვრობენ და საკუთარი გამოცდილების მიხედვით ქმნიან სცენებს. ლაბაკი ამას აკეთებს იმისათვის, რომ ფილმი მაქსიმალურად რეალისტური გახდეს. ლაბაკი ასევე ცნობილია იმით, რომ დიდ დროს ატარებს თავისი ფილმების კვლევასა და მსახიობების შერჩევაში. იგი ოთხი წლის განმავლობაში სწავლობდა და იკვლევდა ბეირუთში არასათანადო მოპყრობის ქვეშ მცხოვრებ ბავშვებს [6] თავისი ფილმისთვის „კაპერნაუმი“. მან მსახიობებს მინიმალური მიმართულება მისცა და ხელით გადაღებული კამერები გამოიყენა ლიბანის ქუჩებში ცხოვრების დასაფიქსირებლად. თავისი ფილმისთვის „კარამელი“, მან თითქმის ერთი წელი გაატარა ქალების ძებნაში, რომლებიც მის პერსონაჟებს ჰგავდნენ. მან განზრახ არ ისურვა პროფესიონალი მსახიობები, რადგან თითოეული სპონტანურობა გამოხატავს ქალების გეგმას, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთს უჭერენ მხარს და ამგვარად უმკლავდებიან თავიანთ პრობლემებს. [4]
ლაბაკი ამბობს, რომ იგი შთაგონებული იყო 3 წლის სირიელი ლტოლვილის სურათით, რომლის უსიცოცხლო სხეულმა აღშფოთება გამოიწვია მთელ მსოფლიოში. [13] მან აღნიშნა: „მახსოვს, ვფიქრობდი, თუ ამ ბავშვს შეეძლო საუბარი, რას იტყოდა და როგორ მიმართავდა მოზარდებს, ვინც მოკლა იგი?“ ის ამბობს.
„მე მსურდა გავმხდარიყავი მათი ხმა, მათი საშუალება, საკუთარი თავის გამოსახატად.“
|
პირადი ცხოვრება
რედაქტირებალაბაკი მრავალ ენას ფლობს: თავისუფლად საუბრობს არაბულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე . 2007 წელს იგი დაქორწინდა მუსიკოსსა და კომპოზიტორზე, ხალედ მუზანარზე . 2009 წელს ნედინ ლაბაკს შეეძინა პირველი ბიჭი ვალიდი. 2016 წელს ლაბაკის შეეძინა ქალიშვილი მეიროუნი. [14]
პოლიტიკა
რედაქტირებანედინ ლაბაკი იყო ბეირუთ მადინატის პოლიტიკური მოძრაობის კანდიდატი 2016 წლის მაისში ჩატარებული დედაქალაქის ადგილობრივი არჩევნებისთვის. ბეირუთ მადინატი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ სამართლიანობასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე, მიჩნეულია მოქალაქეთა მრავალფეროვანი ჯგუფის წარმომადგენლად. [15]
ხალხის დაახლოებით 40% -იანი მხარდაჭერის მიუხედავად, მოძრაობა დამარცხდა.
მოღვაწეობის სხვა სფერო
რედაქტირება2014 წელს ლაბაკი იყო კეთილი ნების ელჩი ორმხრივი და მულტიმედიური კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებდა „მამაცი გულის ფონდი“ (The Brave Heart Fund). ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის ბავშვთა გულის ცენტრში დაფუძნებული ფონდი ამაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას და ხელს უწყობს გულის თანდაყოლილი დაავადებით გაჭირვებული ბავშვების ოპერაციებისა და პროცედურების დაფინანსებას. [16]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ https://filmfrancophone.fr/fr/festival/palmares
- ↑ (2014-01-10) The Global Film Book.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Samir Twair. L.A. Welcomes Lebanese Filmmaker Nadine Labaki, Who Wrote, Stars in 'Caramel' en-gb გვ. 48–49 (April 2008). ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ Salem. Lebanese helmer uses humor to battle war (2012-01-14). ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ 6.0 6.1 6.2 Nadine Labaki's new film, Capernaum, highlights the heroism of children in Beirut (January 11, 2019).
- ↑ “Nadine Labaki”. American University Beirut.
- ↑ 8.0 8.1 (2015-01-29) New Voices in Arab Cinema, გვ. 232.
- ↑ (2010) Music and Media in the Arab World, გვ. 103, 104.
- ↑ „Using the camera to see beyond war“. February 22, 2008.
- ↑ Lebanon's star filmmaker makes Oscars history with her nom | Entertainment & Showbiz from CTV News. ციტირების თარიღი: 2019-11-03
- ↑ Qureshi, Bilal. (2019-01-04) Broke in Beirut en-US. ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ 'Capernaum' Director Wants Her Immigration Drama to Spark Debate (January 6, 2019). ციტირების თარიღი: 2019-11-01
- ↑ نادين لبكي تنجب وتختار اسماً فريداً لطفلتها.. هل تعرفون معناه؟.
- ↑ Beirut Madinati. ციტირების თარიღი: 2018-03-02
- ↑ This Is Not a Film (February 27, 2014). ციტირების თარიღი: 2018-03-01