სარჩელი — უფლების დაცვის პროცესუალური საშუალება. ყოველ დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს, არბიტრაჟს, სამედიატორო სასამართლოს დარღვეული ან სადავო უფლების, ანდა კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. სასამართლო ვალდებულია მიიღოს და განიხილოს სარჩელი სასარჩელო განცხადების მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოსარჩელეს უფლება აქვს შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა ან უარი თქვას სარჩელზე.

ლიტერატურა

რედაქტირება