კამპოს-დელ-ტუიუს ეროვნული პარკი

კამპოს-დელ-ტუიუს ეროვნული პარკი (ესპ. Parque nacional Campos del Tuyú) — ეროვნული პარკი არგენტინაში, ბუენოს-აირესის პროვინციაში. შეიქმნა 2009 წელს. ფართობი 3040 ჰა. მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან მნიშვნელოვანია პამპასის ირემი (ეროვნული პარკი პამპასის ერთ-ერთი იშვიათი ადგილია, სადაც იგი ბინადრობს), კაპიბარა და ჟოფრუას კატა. გვხვდება 100-მდე სახეობის ფრინველი. სიახლოვეს არის ქალაქი სან-კლემენტე-დელ-ტუიუ.

კამპოს-დელ-ტუიუს ეროვნული პარკი

Parque nacional Campos del Tuyú

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინის დროშა არგენტინა
კოორდინატები 36°17′00″ ს. გ. 56°50′00″ დ. გ. / 36.28333° ს. გ. 56.83333° დ. გ. / -36.28333; -56.83333
ფართობი 3040 ჰა
დაარსდა 2009

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება