წყლის გოჭი
(გადამისამართდა გვერდიდან კაპიბარა)
წყლის გოჭი, კაპიბარა (ლათ. Hydrochoerus hydrochaeris) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. თანამედროვე მღრღნელებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა. მასიური სხეული აქვს. მისი სხეულის სიგრძე 1 მეტრზე მეტია, ხოლო მასა 50 კგ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 50-60 სმ. კუდი არ აქვს. დამახასიათებელია გრძელი კიდურები და ფართო ჩლიქისებური ბრჭყალები.
წყლის გოჭი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
წყლის გოჭი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Hydrochoerus hydrochaeris | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 10300 | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
მრავლდება წელიწადში ერთხელ. შობს 5-6 ნაშიერს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე. ცხოვრობს ხროვებად. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება მცენარეულობით. ადგილ-ადგილ ზიანს აყენებს პლანტაციებს. ნადირობის ობიექტია. იყენებენ მის ხორცსა და ტყავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 367.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: