კამერუნის კამპანია
კამერუნის კამპანია | |||
---|---|---|---|
ბრიტანული 12-ფუნტიანი სროლა ფორტ დაჩანგში 1915 წელს | |||
თარიღი |
1914 წლის 6 აგვისტო – 1916 წლის 10 მარტი (1 წელი, 7 თვე და 4 დღე) | ||
მდებარეობა |
გერმანიის კამერუნი და ბრიტანეთის ნიგერია 03°52′ ჩ. გ. 11°31′ ა. გ. / 3.867° ჩ. გ. 11.517° ა. გ.კოორდინატები: 03°52′ ჩ. გ. 11°31′ ა. გ. / 3.867° ჩ. გ. 11.517° ა. გ. | ||
შედეგი | მოკავშირეთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
კამერუნის კამპანია ჩატარდა გერმანიის კოლონიაში ,კამერუნში.თავდაპირველად ბრიტანელები, ფრანგები და ბელგიელები შეიჭრნენ გერმანიის კოლონიაში. კამპანია გაგრძელდა 1914 წლის აგვისტოდან 1916 წლის მარტამდე. კამპანიის უმეტესი ნაწილი ჩატარდა კამერუნში, მაგრამ ახლდა სხვა შეტაკებებიც ბრიტანულ ნიგერიაში. 1916 წლის გაზაფხულისთვის, მოკავშირეთა გამარჯვებების შემდეგ, გერმანული ჯარების უმრავლესობა და სამოქალაქო ადმინისტრაცია გაიქცა მეზობელ ნეიტრალურ კოლონიაში, ესპანეთის გვინეაში (რიო მუნი). კამპანია დასრულდა გერმანიის დამარცხებით და მისი ყოფილი კოლონიის გაყოფით საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის.
წინაპირობა
რედაქტირებაგერმანიამ დაამყარა პროტექტორატი ქამერუნზე 1884 წლისთვის, აფრიკისთვის ბრძოლის დროს და გააფართოვა კონტროლის ზონა ბაფუტის ომებსა და ადამავას ომების მეშვეობით. 1911 წელს საფრანგეთმა გერმანიას დაუთმო ნეკამერუნი (ახალი კამერუნი), როგორც ფესის ხელშეკრულების ნაწილი. 1914 წელს გერმანული კოლონია კამერუნი შეადგენდა როგორც თანამედროვე კამერუნს, ასევე:ნიგერიის, ჩადის, გაბონის, კონგოს რესპუბლიკისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაწილებს. კამერუნი ყველა მხრიდან გარშემორტყმული იყო ანტანტის ტერიტორიით. ჩრდილო-დასავლეთით ბრიტანეთის ხელში მყოფი ნიგერია იყო. სამხრეთ-აღმოსავლეთით კოლონიას ესაზღვრებოდა ბელგიის კონგო, აღმოსავლეთით კი საფრანგეთის ეკვატორული აფრიკა. ესპანეთის გვინეის ნეიტრალურ კოლონიას ყოველი მხრიდან გერმანიის კამერუნი ესაზღვერებოდა, მხოლოდ ერთი მხარე იყო ზღვის მიმდებარე. 1914 წელს, (პირველი მსოფლიო ომის წინა დღეს) კამერუნი ძირითადად შეუსწავლელი დარჩა ევროპელი დამპყრობლების მიერ[1]. 1911–1912 წლებში დადგინდა საზღვარი საფრანგეთის კოლონიებთან: გაბონი, შუა კონგო, უბანგი-შარი და ჩადი და 1913 წელს განისაზღვრა საზღვარი ნიგერიისა და კამერუნის კოლონიებს შორის.[2]
იმ დროს კოლონიაში განლაგებული გერმანიის სამხედრო ძალები შედგებოდა დაახლოებით 1855 შუტცტრუპენისაგან (დამცავი ჯარი). 1915 წლის შუა პერიოდისთვის ომის დაწყების შემდეგ, გერმანელებმა შეძლეს დაახლოებით 6000-იანი არმიის შექმნა. მეორეს მხრივ, მოკავშირეთა ძალების რაოდენობა კამერუნის მიმდებარე ტერიტორიებზე გაცილებით დიდი იყო. მხოლოდ საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკას შეეძლო 20,000 ჯარისკაცის მობილიზება ომის წინა დღეს, ხოლო ბრიტანეთის ნიგერიას შეეძლო 7550-იანი არმიის მობილიზება.[3]
ოპერაციები
რედაქტირება1914 წლის შეჭრა
რედაქტირება1914 წლის აგვისტოს დასაწყისში ევროპაში ომის დაწყებისას, გერმანიის კოლონიური ადმინისტრაცია კამერუნში, ცდილობდა ნეიტრალიტეტის შეთავაზებას ბრიტანეთთან და საფრანგეთთან 1885 წლის ბერლინის აქტის მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად.[4] ეს შეთავაზება მოკავშირეებმა უარყვეს. ფრანგებს სურდათ, რომ 1911 წლის ფესის ხელშეკრულებით გერმანიისთვის გადაცემული მიწა დაებრუნებინათ. მოკავშირეთა პირველი ლაშქრობები კოლონიაში 1914 წლის 6 აგვისტოს განხორციელდა აღმოსავლეთიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საფრანგეთის ეკვატორული აფრიკის ფრანგული ჯარები გენერალ ჯოზეფ გაუდერიკ აიმერიხის მეთაურობით. ეს რეგიონი ძირითადად ჭაობიანი და განუვითარებელი იყო. ისინი თავდაპირველად გერმანელების წინააღმდეგობას დიდად არ გრძნობდნენდ.[5]
1914 წლის 25 აგვისტოსთვის, ბრიტანული ძალები დღევანდელ ნიგერიიდან კამერუნში სამი სხვადასხვა წერტილიდან შევიდნენ. მათ ჯარები მიმართეს: მარასკენ, შორეულ ჩრდილოეთში;გარუასკენ ცენტრში და ნსანაკანგისკენ სამხრეთში. გარუასკენ მიმავალ ბრიტანულ ძალებს, პოლკოვნიკ მაკლირის მეთაურობით, უბრძანეს გერმანიის სასაზღვრო პუნქტისკენ, ტეპესკენ დაძრულიყვნენ გერმანელების შევიწროების მიზნით. პირველი ჩართვა ბრიტანეთისა და გერმანიის ჯარებს შორის კამპანიაში, მოხდა ტეპეს ბრძოლაში, რაც საბოლოოდ გერმანიის გაქცევით დასრულდა.[6]
შორეულ ჩრდილოეთში, ბრიტანული ძალები ცდილობდნენ აეღოთ გერმანიის ციხე მორა, მაგრამ თავდაპირველად ვერ მოახერხეს. ამან გამოიწვია გერმანული პოზიციების ხანგრძლივი ალყა, რომელიც გაგრძელდა კამპანიის დასრულებამდე.[7] ნსანაკონგის ბრძოლაში გერმანიის კონტრშეტევების შედეგად სამხრეთით მყოფი ბრიტანული ძალები დამარცხდნენ და თითქმის მთლიანად განადგურდნენ.[7] მაკლირმა შემდეგ უბიძგა თავის ძალებს გერმანიის გარუას დასაყრდენისკენ, მაგრამ 31 აგვისტოს გარუას პირველ ბრძოლაში გერმანელებმა მათი შეტევა მოიგერიეს.[8]
საზღვაო ოპერაციები
რედაქტირება1914 წლის სექტემბერში გერმანელებმა დანაღმეს კამერუნის ან ვურის შესართავი და გაანადგურეს საზღვაო ხომალდები დუალას დასაცავად, რომელიც იყო კოლონიის უდიდესი ქალაქი და კომერციული ცენტრი. ბრიტანეთის და საფრანგეთის საზღვაო ხომალდებმა დაბომბეს ქალაქები სანაპიროზე. სექტემბრის ბოლოს გაასუფთავეს ნაღმები და განახორციელეს ამფიბიური დაშვება დუალას იზოლირების მიზნით. 27 სექტემბერს ქალაქი დანებდა ბრიგადის გენერალ ჩარლზ მაკფერსონ დობელს, გაერთიანებული მოკავშირეთა ძალების მეთაურს. ამას მალევე მოჰყვა მთელი სანაპიროს ოკუპაცია, რადგან ფრანგებმა აიღეს მეტი ტერიტორიები სამხრეთ-აღმოსავლეთით უკოკოს ბრძოლაში ამფიბიური ოპერაციის დროს.[9]
1915 წლის ომი
რედაქტირება1915 წლისთვის გერმანული ძალების უმეტესობა, გარდა იმ ძალებისა, რომლებიც მორასა და გარუას ციხესიმაგრეებს იცავდნენ, გაიყვანეს კოლონიის მთიან ნაწილში, რომელიც ირგვლივაც ახალი დედაქალაქი იაუნდე იყო. იმავე წლის გაზაფხულზე გერმანიის ჯარებმა კვლავ შეძლეს და მნიშვნელოვნად მოიგერიეს მოკავშირეთა ძალების თავდასხმები. გერმანული ძალები გარუიდან კაპიტან ფონ კრაილსჰაიმის მეთაურობით შეტევაზეც კი გადავიდნენ და შეუტიეს მათ, მაგრამ დამარცხდნენ გურინის ბრძოლაში.[10] ბრიტანეთის ტერიტორიაზე ამ საოცრად გაბედულმა შეჭრამ აიძულა გენერალი ფრედერიკ ჰიუ კანლიფი, დაეწყო გერმანიის ციხესიმაგრეების აღება გარუაში. ამიტომ გაიმართა გარუას მეორე ბრძოლა, რომელიც გერმანელებისთვის უშედეგოდ დასრულდა.[11] ამ ქმედებამ გაათავისუფლა მოკავშირეთა ქვედანაყოფები ჩრდილოეთ კამერუნში, რათა შემდგომში გაეშვათ კოლონიის შიგნით. ამ ბიძგმა გამოიწვია მოკავშირეთა გამარჯვება ნგაუნდერეს ბრძოლაში 29 ივნისს.მიუხედავად ამისა, კანლიფის წინსვლა სამხრეთით ჟაუნდისკენ შეჩერდა ძლიერი წვიმის გამო და მისმა ძალამ მონაწილეობა მიიღო მორას ალყაში.[12]
როდესაც ამინდი გაუმჯობესდა, ბრიტანული ძალები კანლიფის მეთაურობით გადავიდნენ უფრო სამხრეთით, ნოემბერში ბანიოს ბრძოლაში აიღეს გერმანული ციხესიმაგრე და წლის ბოლომდე დაიკავეს მრავალი სხვა ქალაქი.[13] დეკემბრისთვის, კანლიფისა და დობელის ძალებს ერთმანეთთან კონტაქტი დამყარებული ჰქონდათ და მზად იყვნენ, შეტეეთიათ იაუნდესთვის.[14] ამ წელს ნეკამერუნის უმეტესი ნაწილი დაიკავეს ბელგიურმა და ფრანგულმა ჯარებმა, რომლებმაც ასევე დაიწყეს მზადება იაუნდზე თავდასხმისთვის.[15]
1916 წლის დანებება
რედაქტირება1916 წლის დასაწყისში გერმანელი სარდალი კარლ ციმერმანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წინააღმდეგობის გაწევის აზრი დაიკარგა. როდესაც მოკავშირეთა ძალები აძლიერებდნენ იაუნდს ყველა მხრიდან და გერმანიის წინააღმდეგობა იკლებდა, მან უბრძანა ყველა დანარჩენ გერმანელ ნაწილს და სამოქალაქო პირს, რომ გაქცეულიყვნენ ნეიტრალურ ესპანურ კოლონიაში, რიო მუნიში.[16] იმავე წლის თებერვლის შუა რიცხვებისთვის მორას ბოლო გერმანული გარნიზონიც დანებდა და ამან მორას ალყაც დაასრულა. [17] ესპანეთის გვინეაში გაქცეულ გერმანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს მეგობრულად ეპყრობოდნენ ესპანელები, რომლებსაც მხოლოდ 180 მილიციელი ჰყავდათ რიო მუნიში და ვერ შეძლეს მათი იძულებით ინტერნირება. ადგილობრივი კამერუნელების უმეტესობა დარჩა მუნიში, მაგრამ გერმანელები საბოლოოდ გადავიდნენ ფერნანდო პოში; ზოგიერთი საბოლოოდ ესპანეთმა გადაიყვანა ნეიტრალურ ნიდერლანდებში (საიდანაც შეეძლოთ სახლამდე მისვლა) ომის დასრულებამდე.[18] ბევრი კამერუნელი, მათ შორის ბეტის ხალხის მთავარი მეთაური, საცხოვრებლად გადავიდა მადრიდში, სადაც ისინი გერმანული სახსრებით ცხოვრობდნენმ როგორც თავადაზნაურობა .[19]
შემდგომი
რედაქტირება1916 წლის თებერვალში, კამპანიის დასრულებამდე, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ კამერუნის გაყოფაზე პიკოტის დროებითი გაყოფის ხაზის მეშვეობით. [4]ამის შედეგად ბრიტანეთმა მოიპოვა ნიგერიის საზღვარზე მდებარე კოლონიის დაახლოებით ერთი მეხუთედი. საფრანგეთმა მოიპოვა დუალა და ცენტრალური პლატოს უმეტესი ნაწილი, რომელიც შედგებოდა ყოფილი გერმანიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილისგან. დაყოფა მიღებულ იქნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე და ყოფილი გერმანიის კოლონია გახდა საფრანგეთის კამერუნისა და ბრიტანეთის კამერუნის ერთა ლიგის მანდატები, ვერსალის ხელშეკრულებით.[20]
სქოლიო
რედაქტირებაწიგნები
რედაქტირება- Erlikman, Vadim/ერლიკმანი, ვადიმ (2004). Poteri narodonaseleniia v XX veke : spravochnik (რუს.)/მოსახლეობის დანაკარგები მე-20 საუკუნეში: სახელმძღვანელო Moscow: Russkai︠a︡ panorama. ISBN 5-93165-107-1.
- Killingray, D/კილინრეი, დ (2012). John Horne (ed.). Companion to World War I/პირველი მსოფლიო ომის თანამგზავრი.. London: Blackwell. ISBN 978-1-4051-2386-0.
- Moberly, F. J./მობერლი, ფ.ჯ (1995) [1931]. Military Operations Togoland and the Cameroons 1914–1916/სამხედრო ოპერაციები ტოგოლენდი და კამერუნი 1914–1916 წწ (Imperial War Museum and Battery Press ed.). London: HMSO. ISBN 0-89839-235-7.
- Ngoh, V. J./ნგოჰ, ვ.ჯ. (2005). "Cameroon (Kamerun): Colonial Period: German Rule"/"კამერუნი (კამერუნი): კოლონიური პერიოდი: გერმანიის მმართველობა'' In Kevin Shillington (ed.). Encyclopedia of African History. Vol. I. New York: Fitzroy Dearborn. ISBN 1-57958-245-1.
- O'Neill, H. C./ო'ნილი, ჰ.კ [1918] (1919). The War in Africa 1914–1917 and in the Far East 1914/ომი აფრიკაში 1914-1917 წლებში და შორეულ აღმოსავლეთში 1914 წ. London: Longmans, Green.. OCLC 786365389.
- Paice, E./პეისი, ე. [2007] (2009). Tip and Run: The Untold Tragedy of the Great War in Africa/რჩევა და გაქცევა: აფრიკაში დიდი ომის უთქმელი ტრაგედია. London: Weidenfeld & Nicolson.. ISBN 978-0-7538-2349-1.
- Strachan, H./სტრაჩანი, ჰ. (2004). The First World War In Africa/პირველი მსოფლიო ომი აფრიკაში.. New York: Oxford University Press. ISBN 0-19-925728-0.
ჟურნალები
რედაქტირება- Elango, L. Z. (1985). "The Anglo-French "Condominium" in Cameroon/ინგლისურ-ფრანგული "კონდომინიუმი" კამერუნში, 1914–1916: The Myth and the Reality". The International Journal of African Historical Studies. Boston, MA: Boston University African Studies Center. XVIII (4): 656–673 ISSN 0361-7882 JSTOR 0361-7882 doi:10.2307/218801
- Quinn, F./ქუინი, ფ. (1973). "An African Reaction to World War I: The Beti of Cameroon"/"აფრიკის რეაქცია პირველ მსოფლიო ომზე: კამერუნის ბეტი". Cahiers d'Études Africaines. Paris: Éditions EHESS (France). XIII (Cahier 52). ISSN 1777-5353
ციტატები
რედაქტირება- ↑ Moberly 1931, pp. 49–52.
- ↑ Moberly 1931, pp. 46, 50.
- ↑ Killingray 2012, p. 116.
- ↑ 4.0 4.1 Ngoh 2005, p. 349.
- ↑ Killingray 2012, p. 117.
- ↑ Moberly 1931, pp. 73–93.
- ↑ 7.0 7.1 Moberly 1931, pp. 170–173, 228–230, 421.
- ↑ Moberly 1931, pp. 93–97.
- ↑ Moberly 1931, pp. 129, 156–157.
- ↑ Moberly 1931, pp. 268–270.
- ↑ Moberly 1931, pp. 294–299.
- ↑ Moberly 1931, pp. 300–301, 322–323.
- ↑ Moberly 1931, pp. 346–350.
- ↑ Moberly 1931, pp. 388–293.
- ↑ Moberly 1931, pp. 383–384.
- ↑ Moberly 1931, pp. 405–419.
- ↑ Moberly 1931, p. 421.
- ↑ Moberly 1931, p. 412.
- ↑ Quinn 1973, pp. 722–731.
- ↑ Moberly 1931, p. 422.