კამანის მღვიმე — არქეოლოგიური ძეგლი სოხუმში, ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. IV-II ათასწლეულებიდან ადრე ბრინჯაოს ხანის ძვ. წ. 3500-2500-მდე.

ძეგლს თხრიდა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია 1938-1940 წლებში. არქეოლოგიურისამუშაოები დაკავშირებული იყო კოდორის ხეობის სიძველეთა კველვასთან. კამანის მღვიმეში რამდენიმე კულტურული ფენა დაფიქსირდა. E ფენა შეიცავდა რიყის ქვის რამდენიმე ნივთს, კაჟის ანატკეცებს და ცხოველთა ძვლებს. კერამიკა ორი ტიპით იყო წარმოდგენილი: ერთი — ხელით ნაძერწი უხეში ქვიშა და დანაყილი კალციტის მინარევიანი ჭურჭლით, რომელთა ზედაპირი სავარცხლისებრი ნივთით იყო მოსწორებული, იშვიათად შეიმჩნევა ჭრილი ორნამენტიც, მეორე — მცირერიცხოვანი კერამიკის ჯგუფო, კარგად განლექილი თიხისგან ნაძერწი მურა-მოწითალო ზედაპირგაპრიალებული, ზედ წვეტიანი შევრონების გამოსახულებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24488