კალი უჩისი
კარლი მარინა ლოაიზა (ინგლ. Karly Marina Loaiza; დ. 17 ივლისი, 1993, ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ), უფრო მეტად ცნობილი სასცენო ფსევდონიმით კალი უჩისი — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 2012 წელს გამოუშვა სადებიუტო მიქსტეიპი „Drunken Babble“. რეპერ Tyler, The Creator-თან და პროდიუსერ დიპლოსთან ერთად იმუშავა თავის სადებიუტო EP-ზე „Por Vida“ (2015). ხელი მოაწერა კონტრაქტს Virgin EMI Records-ს სადებიუტო სტუდიური ალბომის „Isolation“ (2018) გამოსაშვებად. ალბომი ბილბორდ 200-ში 34-ე ადგილზე გავიდა და ფართო მოწონება დაიმსახურა. შემდეგ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-სთან. 2020 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი და თავისი პირველი ესპანურენოვანი პროექტი „Sin Miedo (del Amor y Otros Demonios)“. იმავე წელს გამოუშვა სინგლი „Telepatía", რომელიც ვირუსულად გავრცელდა TikTok-ზე და მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში. ნამუშევარმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA). მესამე სტუდიური ალბომი, Red Moon in Venus (2023) ბილბორდ 200-ში მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო მეოთხე ალბომი და მუსიკოსის მეორე ესპანურენოვანი პროექტი Orquídeas (2024) მეორე ადგილზე.
კალი უჩისი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კარლი მარინა ლოაიზა |
დაბ. თარიღი | 17 ივლისი, 1993 |
დაბ. ადგილი | ალექსანდრია[1] |
წარმოშობა | ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, ნეო-სოული, ლათინო |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 2012 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
საიტი | kaliuchis.com |
კალი უჩისი ვიკისაწყობში |
2019 წელს Kaytranada-სთან ერთად ჩაწერა სიმღერა „10%", რომელმაც მიიღო გრემის ჯილდო საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერის ნომინაციაში. ასევე მიღებული აქვს ამერიკული მუსიკის ჯილდო, ბილბორდის ორი მუსიკალური ჯილდო და ლათინური გრემის ჯილდოს ნომინაცია.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა ალექსანდრიაში 1993 წლის 17 ივლისს. მამა კოლუმბიელი, ხოლო დედა ამერიკელი არის. მუსიკოსს აქვს კოლუმბიის მოქალაქეობა. პატარაობისას კარლის მამა კოლუმბიაში დაბრუნდა. ის ზაფხულს ატარებდა კოლუმბიაში მამასთან, ბიძებსა და დეიდებთან ერთად. სკოლაში ისწავლა ფორტეპიანოსა და საქსოფონზე დაკვრა. ის ხშირად აცდენდა გაკვეთილებს და დადიოდა სკოლის ფოტო-ლაბორატორიაში, სადაც იღებდა ექსპერიმენტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს. იმის გამო, რომ მუსიკოსი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მან თვითონვე შექმნა სადებიუტო მიქსტეიპის გარეკანი.
გაკვეთილების გაცდენისა და ოჯახში უთანხმოების გამო მუსიკოსი სახლიდან წამოვიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ის თავის მანქანაში ცხოვრობდა და სიმღერებს წერდა. თავიდან არ აპირებდა მუსიკოსობას, რადგან დაინტერესებული იყო რეჟისორობით და არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა.
კარიერა
რედაქტირებაკალი უჩისმა 2012 წლის 1 აგვისტოს გამოუშვა სადებიუტო მიქსტეიპი „Drunken Babble“. ნამუშევარი მოიცავდა დუ-ვოპის, რეგისა და 2000-იანი წლების დასაწყისში პოპულარული რიტმ-ენდ-ბლუზის ჟანრებს.[2][3][4] 2014 წელს სნუპ დოგთან ერთად გამოუშვა სიმღერა „On Edge" მიქსტეიპისთვის „That's My Work 3“. 2015 წლის თებერვალში გამოუშვა სადებიუტო EP „Por Vida“. 2015 წლის ოქტომბერში ლეონ ბრიჯსთან ერთად გამართა ტურნე აშშ-სა და კანადაში.[5] 2017 წლის აპრილში უჩისმა ითანამშრომლა Gorillaz-თან და ჩაწერა რამდენიმე კომპოზიცია ჯგუფის ალბომისთვის „Humanz“. მოგვიანებით გამოუშვა ახალი სინგლი, „Tyrant", ჯორჯა სმიტთან ერთად. ეს კომპოზიცია ყო წამყვანი სინგლი მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან „Isolation“, რასაც მოჰყვა ტურნე 2017 წლის ივნისში. უჩისმა მიიღო ნომინაციები ლათინური გრემისა და გრემის ჯილდოებზე. 2018 წლის დასაწყისში იმღერა ლანა დელ რეის ტურნეზე და გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი, „Isolation“, 2018 წლის აპრილში.[6][7] ალბომმა დაიმსახურა კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონება.
2019 წლის ივნისში Free Nationals-თან და მაკ მილერთან ერთად ჩაწერა სინგლი „Time". მუსიკოსმა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „Sin Miedo (del Amor y Otros Demonios)“ გამოუშვა 2020 წლის ნოემბერში. ალბომი მთლიანად ესპანურენოვანი იყო. ალბომში შემავალმა კომპოზიციამ „Telepatía" პოპულარობა მოიპოვა 2021 წლის დასაწყისში და მოხვდა სხვადასხვა მუსიკალურ ჩარტში, მათ შორის ბილბორდის ცხელ ასეულში.[8] უჩისმა განაგრძო თანამშრომლობა ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Don Toliver და SZA.
2022 წლის აპრილში უჩისმა გამოაცხადა თავისი მესამე და მეოთხე სტუდიური ალბომების გამოსვლის შესახებ.[9] სექტემბერში გამოუშვა სინგლი „No Hay Ley". 2023 წლის იანვარში გამოვიდა მუსიკოსის მესამე სტუდიური ალბომის მთავარი სინგლი „I Wish You Roses".[10] ალბომი „Red Moon in Venus“ გამოვიდა 2023 წლის მარტში, რასაც მოჰყვა ტური. 2023 წლის თებერვალში Don Toliver-თან ერთად ჩაწერა კომპოზიცია „4 Me" და იმავე თვეში გამოუშვა ალბომის მეორე სინგლი „Moonlight".[11]
2023 წლის ივლისში გამოვიდა მუსიკოსის ახალი სინგლი, „Muñekita". ამ დროს ის თანამშრომლობდა El Alfa-სთან და JT-თან.[12] აგვისტოში ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი Karol G-ისთან ერთად მუსიკოსის ახალი ალბომისთვის „Mañana Será Bonito (Bichota Season)". ოქტომბერში გამოუშვა ახალი სინგლი „Te Mata".[13][14] 2024 წლის იანვარში გამოვიდა მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი „Orquídeas“.[15][16][17]
დისკოგრაფია
რედაქტირება- Isolation (2018)
- Sin Miedo (del Amor y Otros Demonios) (2020)
- Red Moon in Venus (2023)
- Orquídeas (2024)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- კალი უჩისი საიტზე Discogs
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.allmusic.com/artist/kali-uchis-mn0003446629/biography
- ↑ Weiss, Alex (April 6, 2018). „Kali Uchis Is a Self-Made Pop Star“. Paper. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2018. ციტირების თარიღი: May 28, 2018.
- ↑ Younger, Briana. (April 22, 2014) Kali Uchis: 'I'm An Artist In Every Sense Of The Word'. Bandwidth. ციტირების თარიღი: July 9, 2015
- ↑ DePollo, Adam. (October 25, 2013) Flow Culture: Kali Uchis surprises with genre-defying debut mixtape. The Michigan Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2013. ციტირების თარიღი: July 9, 2015
- ↑ Kali Uchis to Join Leon Bridges on North America Fall Tour (June 15, 2015). ციტირების თარიღი: November 16, 2017
- ↑ Isolation by Kali Uchis (April 6, 2018). ციტირების თარიღი: April 10, 2018
- ↑ Gaca, Ana. (March 15, 2018) Kali Uchis Announces Album, Performs with Tyler, the Creator on Fallon. ციტირების თარიღი: March 15, 2018
- ↑ TikTok mete 'Telepatía de Kali Uchis en Billboard Hot 100 | es (March 1, 2021). ციტირების თარიღი: March 2, 2021
- ↑ Roiz, Jessica (April 22, 2022). „Kali Uchis Reveals Details About Third & Fourth Albums at 2022 Latin AMAs“. Billboard. ციტირების თარიღი: May 9, 2022.
- ↑ Degrazia, Leah. (January 20, 2023) Kali Uchis Has No Hard Feelings On New Song "I Wish You Roses" en. ციტირების თარიღი: February 24, 2023
- ↑ Strauss, Matthew. (February 24, 2023) Kali Uchis Shares New Song "Moonlight" en-US. ციტირების თარიღი: February 24, 2023
- ↑ Villa, Lucas. (July 31, 2023) Kali Uchis Enlists El Alfa & City Girls' JT for Upcoming New Song en-US. ციტირების თარიღი: August 3, 2023
- ↑ Villa, Lucas. (October 20, 2023) Kali Uchis Goes Bolero in Explosive 'Te Mata' Music Video. ციტირების თარიღი: October 24, 2023
- ↑ Strauss, Matthew. (October 20, 2023) Watch Kali Uchis' Video for New Song "Te Mata". ციტირების თარიღი: October 24, 2023
- ↑ Kali Uchis Announces New Album Orquídeas en-US (October 11, 2023). ციტირების თარიღი: October 11, 2023
- ↑ Garcia, Thania. (October 11, 2023) Kali Uchis Wishes to 'Redefine the Way We Look at Latinas in Music' With New Album 'Orquídeas' en-US. ციტირების თარიღი: October 11, 2023
- ↑ Gonzalez, Alex. (October 11, 2023) Kali Uchis Will Start 2024 With Her New Spanish Album, 'Orquídeas' en-US. ციტირების თარიღი: October 11, 2023