კალიფსო (თანამგზავრი)
კალიფსო (ბერძ. Καλυψώ) — სატურნის ერთ-ერთი მთვარე. აღმოაჩინეს 1980 წელს და აღნიშნეს სახელით S/1980 S 25 (სატურნის 25-ე მთვარე, აღმოჩენილი 1980 წელს). 1983 წელს მას ოფიციალურად უწოდეს კალიფსო — ძველბერძნული მითოლოგიური ფერიის პატივსაცემად. ასევე ეწოდება სატურნი XIV და თეტისი C.
კალიფსო | ||||
---|---|---|---|---|
ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 13 თებერვალი, 2010 წ. | ||||
სხვა სახელები | სატურნი XIV და თეტისი C | |||
აღმოჩენა | ||||
აღმოჩენის თარიღი | 13 მარტი, 1980 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
დიდი ნახევარღერძი (a) | 294 619 კმ | |||
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) | 0.000 | |||
დახრილობა (i) | 1.56° (სატურნის ეკვატორთან) | |||
ვისი თანამგზავრია | სატურნი | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ზომები | 30,2 × 23 × 14 | |||
საშუალო რადიუსი | 10.7±0.7 კმ | |||
ალბედო | 1,34±0,10 | |||
| ||||
| ||||
კალიფსო ვიკისაწყობში |
კალიფსო თანაორბიტალურია სხვა მთვარესთან, თეტისთან და მდებარეობს მისი მოძრაობის ლაგრანჟის წერტილთან, თეტისიდან 60 გრადუსით უკან. მათი ასეთი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. თეტისის ლაგრაჟის სხვა წერტილში, მისგან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მთვარე — ტელესტო. კალიფსოს და ტელესტოს „თეტისის ტროელებს“ უწოდებენ, ტროელი ასტეორიდების მსგავსად და მიეკუთვნებიან იუპიტერის ე. წ. „ტროელ მთვარეებს“.
სატურნის სხვა მრავალი პატარა მთვარისა და ასტეორიდის მსგავსად, კალიფსოს უსწორმასწორო ფორმა აქვს, გამოირჩევა დიდი კრატერებით და როგორც ჩანს, ზედაპირზე აქვს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კრატერების გარეგან სახეს ათანაბრებენ. მისი ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავია მზის სისტემაში, 1,34 ვიზუალური გეომეტრიული ალბედოთი. ასეთი ძალიან მაღალი ალბედო განპირობებულია სატურნის E რგოლიდან მომდინარე მტვრის ნაწილაკთან ნაკადით. პლანეტის ეს თხელი რგოლი შედგება წყლის ყინულის ნაწილაკებისგან, რომლებიც სატურნის კიდევ ერთი მთვარის — ენცელადის სამხრეთ პოლუსზე არსებული გეიზერებისგანაა წარმოქმნილი.
გალერეა
რედაქტირება-
13 თებერვალი, 2010
-
ხომალდ კასინის ფოტო, 23 სექტემბერი, 2005
-
ვოიაჯერ 2-ის ფოტო, (აგვისტო 1981)
ლიტერატურა
რედაქტირება- Marsden, Brian G. (July 31, 1980). „Satellites of Saturn“ (discovery). IAU Circular. 3496. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Marsden, Brian G. (December 11, 1980). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3549. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Marsden, Brian G. (April 16, 1981). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3593. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Marsden, Brian G. (May 18, 1981). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3605. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Marsden, Brian G. (September 30, 1983). „Satellites of Jupiter and Saturn“. IAU Circular. 3872. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Mason, Betsy. (February 15, 2010) New Close-Ups of Saturn's Moons Mimas and Calypso. wired.com. Condé Nast Digital. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
- Seidelmann, P. K.; Harrington, R. S.; Pascu, D.; Baum, W. A.; Currie, D. G.; Westphal, J. A.; Danielson, G. E. (1981). „Saturn satellite observations and orbits from the 1980 ring plane crossing“. Icarus. 47 (2): 282. Bibcode:1981Icar...47..282S. doi:10.1016/0019-1035(81)90172-X.
- Thomas, P. C. (July 2010). „Sizes, shapes, and derived properties of the saturnian satellites after the Cassini nominal mission“ (PDF). Icarus. 208 (1): 395–401. Bibcode:2010Icar..208..395T. doi:10.1016/j.icarus.2010.01.025. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2018.12.23. ციტირების თარიღი: 2017.04.02. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Verbiscer, A.; French, R.; Showalter, M.; Helfenstein, P. (9 February 2007). „Enceladus: Cosmic Graffiti Artist Caught in the Act“. Science. 315 (5813): 815. Bibcode:2007Sci...315..815V. doi:10.1126/science.1134681. PMID 17289992. ციტირების თარიღი: 20 December 2011. (supporting online material, table S1)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Calypso Profile დაარქივებული 2015-11-20 საიტზე Wayback Machine. by NASA's Solar System Exploration
- The Planetary Society: Calypso დაარქივებული 2012-02-05 საიტზე Wayback Machine.
- Animation of photos from Cassini 2010-02-13 flyby on YouTube