კაიმანერა
კაიმანერა (ესპ. Caimanera) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გუანტანამოს პროვინციაში. წარმოადგენს სათევზაო დასახლებასა და ნავსადგურს, რომელიც გუანტანამოს უბის დასავლეთ ნაწილშია აგებული, აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბაზისგან ოდნავ ჩრდილოეთით და პროვინციულ დედაქალაქ გუანტანამოსგან სამხრეთით. გემებს ძირითდად შაქრის ლერწამი და ყავა გადააქვთ.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
კაიმანერა Caimanera | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | გუანტანამო |
კოორდინატები | 19°59′41″ ჩ. გ. 75°09′36″ დ. გ. / 19.99472° ჩ. გ. 75.16000° დ. გ. |
ფართობი | 366 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
მოსახლეობა | 10 562 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 28,9 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-432 |
საფოსტო ინდექსი | 97800 |
ამ შორეული ქალაქის მცხოვრებლები უახლოესი მეზობლები არიან აშშ-ის სამხედრო ბანაკისა და ამჟამად საპატიმროსთვის, სადაც სასჯელს ავღანეთის ომში მებრძოლები იხდიან. მეთევზეთა და მარილის მომპოვებელთა საზოგადოება აქ XX საუკუნის დასაწყისში ყვაოდა, რაც ბაზის მშენებლობით იყო გამოწვეული. ის მაგნიტივით იზიდავდა მუშებსა და უბრალო მნახველებს, რომელთა შორისაც იყვნენ კუბის კუნძულებისა და უახლოესი ქვეყნების, მაგალითად იამაიკის მოსახლეობა.
ქალაქს სახელი ეწოდა ალიგატორისგან (ნიდ. Kaaiman), რომლებიც ერთ დროს მანგროვან ლაბირინთებსა და უბის ზემო ნაწილში ბინადრობდნენ. ამჟამად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია.
დემოგრაფია
რედაქტირება2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10 562 ადამიანს შეადგენდა.[1] 366 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 28,9 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.