კაზაკური ღვია

მცენარე კვიპაროზისებრთა ოჯახისა

კაზაკური ღვია[1] (ლათ. Juniperuc sabina) — საშუალო სიმაღლის წიწვოვანი ხებუჩქი ან ბუჩქი, ზოგჯერ მიწაზე გართხმული. ყვავილები ერთ ან ორსქესიანია, მამრობითი-ოვალურ თავთავებში, მდედრობითი-თავკენწერა გირჩებში. წიწვი ეკლიანი, გაბასრული, ტევრისებრი, ტოტებისკენ დახრილი.

კაზაკური ღვია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  კვიპაროზისებრნი
გვარი:  ღვია
სახეობა:  კაზაკური ღვია
ლათინური სახელი
Juniperus sabina L., 1753
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 42249

თუშეთში წყვედა ეწოდება.[1]

გავრცელება

რედაქტირება

იზრდება სუბალპურ ზონაში კლდეებზე, კავკასიური დეკას გამეჩხერებულ ნარგავებში, ფიჭვოვან ტყეებში.

ქიმიური შემადგენლობა

რედაქტირება

კაზაკური ღვიის კენკრა შეიცავს ეთერზეთებს, გლუკოზას, ფისს, ვაშლის, ძმრის და ჭიანჭველმჟავებს, სხვადასხვა ფიტონციდებს და სხვა ნივთიერებებს.

გამოყენება

რედაქტირება

ხალხურ მედიცინაში კაზაკური ღვიის კენკრისგან ამზადებენ ნაყენს, რომელსაც იყენებენ როგორც მადეზინფიცირებელ და შარდმდენ საშუალებას. მათ იყენებენ აგრეთვე ლიქიორის ჩამომსხმელ წარმოებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., კაზაკური ღვია // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.