კავკასუს ონლაინი
კავკასუს ონლაინი — სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. კომპანია 1998 წელს დაარსდა, როგორც კავკასუს ნეთვორქი და იგი ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ პროვაიდერი იყო.
ტიპი | შპს |
---|---|
დარგი | ტელეკომუნიკაცია |
დაფუძნდა | 1998 |
სათავო ოფისი | თბილისი |
პროდუქცია |
ტელეფონია ინტერნეტი ინტერნეტ-ტელეფონია IPTV |
პარტნიორი |
Telia Sonera Level 3 New Telco Equinix Ancotel Sofia Connect Telepoint Collocation Neterra TE SubCom Ucom IUNetworks |
საიტი | კავკასუს ონლაინის ოფიციალური საიტი |
2006-2008 წლებში კავკასუს ნეთვორქმა შეიძინა ქვეყნის ინტერნეტ ბაზრის სხვა მსხვილი წარმომადგენლები: ჯორჯია ონლაინი, სანეტი და ტელენეტი, შერწყმისა და რებრენდინგის შემდეგ კი კავკასუს ონლაინის სახელით განაგრძო ოპერირება. წლების განმავლობაში კავკასუს ონლაინი იყო ქვეყნის ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე სილქნეტთან ერთად.
კავკასუს ონლაინი არის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველო ევროპასთან დააკავშირა საკუთარი 1200 კილომეტრიანი ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით. კაბელი 2008 წელს შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდო ფოთსა და ვარნას შორის.
2017 წელს შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას.
ისტორია და მიმართულება
რედაქტირებაინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების ეტაპები საქართველოში სწორედ კავკასუს ონლაინს უკავშირდება: ტექნოლოგიური ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე ბაზარზე მოქმედი მთავარი მოთამაშეები Sanet და Georgia Online (Dial Up ტექნოლოგია), Caucasus Network (DSL ტექნოლოგია) და Telenet (Fixed Wireless ტექნოლოგია) 2008 წელს კავკასუს ონლაინის ბრენდის ქვეშ გაერთიანდნენ. კავკასუს ონლაინი როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბით სატელეკომუნიკაციო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, რომელსაც მთლიანობაში ევროპიდან კასპიის რეგიონის ჩათვლით 3000 კმ-ზე მეტი საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ჰქონდა, ასევე რამდენიმე ფიზიკური და ვირტუალური დაშვების წერტილი (POP) ევროპაში: ფრანკფურტში, ლონდონში, ბუდაპეშტში, ამსტერდამში, სოფიაში, კიევში.
კომპანია მუშაობს სამხრეთ კავკასიის ბაზარზე და უზრუნველყოფს ინტერნეტის მიწოდების 55%-ს საქართველოში, 85%-ს სომხეთში და 50%-ს აზერბაიჯანში.
კომპანიის მიმართულება იყო ინტერნეტის, ფიქსირებული ტელეფონისა და IPTV-ს მიწოდება მომხმარებლებთან. ინტერნეტ მომსახურების სპექტრს წარმოადგენდა xDSL Internet access, Wireless Internet access, Fiber to the x, Dial-up Internet access, Web design, Web hosting, Colocation service და სხვა.
კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია შავი ზღვის ფსკერზე დამონტაჟებული 1400 კმ-იანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ექსპლუატაციაში გაშვება. მაქსიმალური გამტარუნარიანობა 1,26 ტბ. აღნიშნული მაგისტრალით შესაძლებელი გახდა სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის კონტინენტის ოპტიკური ქსელით დაკავშირება. პროექტი ამერიკულ სატელეკომუნიკაციო კომპანია Tyco Electronics-თან ერთად 2008 წელს განხორციელდა და საქართველოს ქალაქი ფოთი ბულგარეთის ქალაქ ვარნასთან დააკავშირა.