სილქნეტისატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში. სილქნეტი პირველი ეროვნული ოპერატორის მემკვიდრეა, რომლის ისტორიაც 1893 წელს იწყება. კომპანია დღევანდელი სახით და სახელწოდებით 2010 წელს, გაერთიანებული ტელეკომის ბაზაზე ჩამოყალიბდა.

სილქნეტი
ტიპი სააქციო საზოგადოება
დარგი ტელეკომუნიკაცია
დაფუძნდა 1858/2010
სათავო ოფისი საქართველოს დროშა თბილისი
პროდუქცია ინტერნეტი
ტელეფონია
ტელევიზია
მფლობელი სილქ როუდ ჯგუფი
თანამშრომელი 2500+
შვილობილ(ებ)ი ჯეოსელი
გლობალ TV
S1
Silk TV
Silk LTE
Silk Optic
Silk Phone
Silk Media
საიტი Silknet.com

2010 წელს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სილქნეტი“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

სხვადასხვა დროს სილქნეტში გაერთიანდა:

  • 2015 წელი — შპს ვიტელ ჯორჯია;
  • 2016 წელი — შპს საქართველოს მედია ქსელი;
  • 2018 წელი — შპს ჯეოსელი.

სილქნეტის დაარსება

რედაქტირება
 
სილქნეტის სერვის ცენტრი ჯეოსელის ქვებრენდით

2010 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სილქნეტი სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

სილქნეტი რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით თავაზობს სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს (ფიქსირებული და მობილური ტელეფონია, ფიქსირებული, მობილური და უსადენო ინტერნეტი, სატელიტური, ციფრული და IPTV ტელევიზია, ციფრული ეკოსისტემა). სილქნეტი პირველი ინტერნეტ პროვაიდერია, რომელმაც ოპტიკური ქსელი უშუალოდ ბინებში შეიყვანა (2007წ) და მომხმარებელს 100%-იანი ოპტიკურ ინტერნეტით უწევს მომსახურებას.

სილქნეტმა პირველმა დანერგა ბაზარზე, IP ტელევიზია გადახვევის ფუნქციით(SILK TV, 2009 წ). ეს სიახლე დიდი ტექნოლოგიური მიღწევა იყო საქართველოს ბაზრისთვის.

დღეს სილქნეტი საქართველოს ბაზარს მრავალფეროვან სატელევიზიო კონტენტს თავაზობს. მათ შორის არის როგორც ქართული, ისე უცხოური სატელევიზიო არხები. სატელევიზიო სერვისის გარდა, სილქნეტმა შექმნა ანალოგიური ციფრული აპლიკაცია SilkGo (2014 წ), რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ტელევიზიას სმარტფონში, პლანშეტით ან მისთვის სასრუველი მოწყობილობით უყუროს.

2015 წელს სილქნეტმა შეიძინა მცირე უსადენო ინტერნეტ პროვაიდერი V-TEL Georgia, რომელიც „მაქსიმალის“ სახელით ოპერირებდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და მოახდინა მისი სრული ინტეგრაცია კომპანიის ქსელთან.

2016 წელს სილქნეტში გაერთიანდა შპს საქართველოს მედია ქსელი .

GMG, შემდგომში GMN, ქვეყნის მასშტაბით კინო და სპორტული ექვსი არხით მაუწყებლობდა. კომპანია სილქნეტმა 2014 წელს შეიძინა ტელევიზია GMG-ის 85%,[1] ხოლო დანარჩენი 15% — 2016 წელს.

2017 წელს სილქნეტმა შეიძინა სატელიტური ტელევიზიის (DVBS) მიმწოდებელი კომპანია გლობალ TV, რომელიც 2006 წლიდან აწვდიდა მომხმარებელს სერვისს.გლობალ TV-ის მომხმარებლებს ამიერიდან მომსახურებას სილქნეტი გაუწევს, bpn.ge</ref>

ჯეოსელის და სილქნეტის შერწყმა

რედაქტირება

2018 წლის დასაწყისში კომპანია სილქნეტმა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება დადო, რომლის შედეგადაც, 152 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, ქვეყნის პირველი და ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ჯეოსელი“ შეიძინა,[2][3] რომელიც შვედური Telia Company-სა და თურქული Turkcell-ის მფლობელობაში იმყოფებოდა. გარიგებაში სილქნეტს მხარდაჭერა TBC ბანკმა გაუწია, რომელმაც 110 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება 9 ბანკისგან შემდგარ სინდიკატთან ერთად განახორციელა. ჯეოსელის შეძენის შემდეგ, 2019 წელს, სილქნეტმა დანერგა გიგაბიტ LTE ტექნოლოგია. მისი სიჩქარე 7-ჯერ აღემატებოდა საქართველოში იქამდე არსებულ მეოთხე თაობის მობილურ ინტერნეტს.

2022 წელს სილქნეტმა $300 მილიონის ღირებულების 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რაც კომპანიისთვის მეორე საერთაშორისო ტრანზაქციაა, ობლიგაციების პირველი საერთაშორისო შეთავაზება კი 2019 წელს განხორციელდა. ობლიგაციების ემისიის ბუკრანერები და თანამმართველები (joint lead managers) J.P. Morgan Securities plc და UBS AG London Branch იყვნენ, ხოლო შპს თიბისი კაპიტალი — თანამმართველი.

სილქნეტის CSR პროექტები

რედაქტირება

დაარსების დღიდან, სილქნეტი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და ზამთრის სპორტის განვითარებას უწყობს ხელს. 2023 წელს სილქნეტი საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი იყო. 42 ქვეყნის 700 სპორტსმენმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის სახეობებში იასპარეზა საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში.

საგანამანათლებლო მიმართულების ფარგლებში, სილქნეტის ინიციატივით, 2011 წელს შეიქმნა პროექტი „საშინაო სკოლა“, რომელმაც პანდემიის პირობებში დიდი დახმარება გაუწია მოსწავლეებს და მათ მშობლებს.

2012 წელს, სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოში საერთაშორისო ჟურნალის National Geographic -ის ქართული ვერსია გამოიცა. ყოველთვიურად მკითხველი ქართულ ენაზე იღებს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო, სოციალური, არქეოლოგიური სიახლეების, სხვადასხვა სფეროში ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევების შესახებ ინფორმაციას. სილქნეტის თანადგომით, სისტემატურად იმართება მკითხველთან შეხვედრები. ლექცია-შეხვედრების ნახვა ნებისმიერ მუსრველს შეუძლია SILK TV-ის ვიდეოთიკაში, ასევე აპლიკაციაში SILK Go. 2023 წლიდან კი სილქნეტისა და National Geographic საქართველოს ახალი პროექტი აუდიოვერსიები შიქმნა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს მოისმინოს ჟურნალის გამორჩეული სტატიების აუდიო ვერსიები, რომლებსაც ავტორები და ცნობილი მსახიობები კითხულობენ. ჟურნალის ქართული გამოცემის დამფუძნებელია გიორგი რამიშვილი. სამეცნიერო საბჭოს წევრები არიან პროფ. დავით ლორთქიფანიძე, პროფ. ზაზა კოკაია, პროფ. დავით ფრანგიშვილი და პროფ. გია დვალი.

2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“. ფონდის საქმიანობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების, დახმარებასა და რეაბილიტაციას გულისხმობს. 2023 წლის ივნისის მონაცემებით, ფონდმა 300-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა. დახმარება გაეწია ასობით დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესა და ვეტერანს, მათ არასრულწლოვან შვილებს. ამ პერიოდში გაღებულმა ჯამურმა თანხამ 2,073,455.74 ლარი შეადგინა, საიდანაც სილქნეტის კონტრიბუცია 1 000 000 ლარია.

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის დაარსების დღიდან სილქნეტი ამ ღონისძიების წარმდგენია. ფესტივალი 2019 წლიდან, ყოველ შემოდგომაზე იმართება წინანდლში, ჭავჭავაძეების ისტორიულ მამულში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება