ახალი ქსელები
ახალი ქსელები — სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი კომპანია საქართველოში.
ტიპი | შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება |
---|---|
დარგი | ტელეკომუნიკაცია |
დაფუძნდა | 1996 წლის 2 აგვისტო |
დამაარსებელი | T&T ჯგუფი |
სათავო ოფისი | თბილისი |
პროდუქცია |
ტელეფონია ინტერნეტი ინტერნეტ-ტელევიზია ინტერნეტ-ტელეფონია IPTV Streaming Media TV |
მფლობელი | დამოუკიდებელი კომპანია |
პარტნიორი |
შპს „სისტემ-ნეტი“ შპს „ფოპტნეტი“ შპს „ჯი-თი-სი“ შპს „ივერია ქსელი“ შპს „სანაპირო“ |
თანამშრომელი | 700+ |
შვილობილ(ებ)ი |
CGC MarTV ახტელი |
საიტი | ახალი ქსელების ოფიციალური საიტი |
შპს „ახალი ქსელები“ წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. ეს იყო ახალი სიტყვა ელექტრონული კომუნიკაციების განვითარებისა და მოდერნიზაციის საქმეში. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.
შპს „ახალი ქსელები“ აბონენტებს სთავაზობს სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურებებს. ახალი ქსელების მისიაა ხარისხიანი სატელეფონო და ინტერნეტ-სერვისების მიწოდება აბონენტებისთვის ხელმისაწვდომ ფასად.
„ახალ ქსელებში“ ხორციელდება კორპორატიული მართვა სამეთვალყურეო საბჭოს და მენეჯმენტის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 700-ზე მეტი თანამშრომელი.
„ახალი ქსელები“ გაერთიანებულია (T&T) ჯგუფში, სადაც შედის ისეთი კომპანიები, როგორიცაა:
- შპს „სისტემ-ნეტი“
- შპს „ახტელი“
- შპს „ფოპტნეტი“
- შპს „ჯი-თი-სი“
- შპს „სი-ჯი-სი“
- შპს „ივერია ქსელი“
- შპს „სანაპირო“
„ახტელი“ არის „ახალი ქსელების“ მიერ დაფუძნებული ერთ–ერთი კომპანია საკომუნიკაციო ქსელების ბაზარზე.