კადარის ტაძარი

(გადამისამართდა გვერდიდან კადარი (ძეგლი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კადარი.

კადარიქართული მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ ძველი აბაშის ჩრდილოეთით, გაშლილ ველზე, აბაშიდან 7 კმ. აშენებულია არაუადრეს XIV საუკუნისა.

შენობა უგუმბათოა, ნაშენია აგურით, გეგმით სწორკუთხა ბაზილიკაა. შვერილაფსიდიან შენობას სამხრეთით და დასავლეთით ეგვტერი ჰქონდა, შემდეგ მოანგრიეს. აღმოსავლეთ აფსიდში 3 ვიწრო სარკმელია დაყოლებული. ორი სარკმელი ჰქონდა დასავლეთის მხრიდან. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელი კარის ზემოთ და ორივე მხარეს ჩატანებული იყო გრეხილჩუქურთმიანი ნათალი ქვები. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია. იგი ყოველდღიურად ნადგურდება ატმოსფერული ნალექებისა და მცენარეთა ფესვებისაგან. სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაცია-რესტავრაციას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კაპანაძე თ.,„კადარის „მაცხოვრის“ ეკლესია“, ჟურ. მაცნე, ისტორიის სერია, №. 1-4 თბილისი: მეცნიერება, 1997 წელი. — გვ. 109-117

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება