კადარის ტაძარი
(გადამისამართდა გვერდიდან კადარი (ტაძარი))
კადარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ ძველი აბაშის ჩრდილოეთით, გაშლილ ველზე, აბაშიდან 7 კმ. აშენებულია არაუადრეს XIV საუკუნისა.
შენობა უგუმბათოა, ნაშენია აგურით, გეგმით სწორკუთხა ბაზილიკაა. შვერილაფსიდიან შენობას სამხრეთით და დასავლეთით ეგვტერი ჰქონდა, შემდეგ მოანგრიეს. აღმოსავლეთ აფსიდში 3 ვიწრო სარკმელია დაყოლებული. ორი სარკმელი ჰქონდა დასავლეთის მხრიდან. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთის შესასვლელი კარის ზემოთ და ორივე მხარეს ჩატანებული იყო გრეხილჩუქურთმიანი ნათალი ქვები. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.
ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია. იგი ყოველდღიურად ნადგურდება ატმოსფერული ნალექებისა და მცენარეთა ფესვებისაგან. სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაცია-რესტავრაციას.
გალერეა
რედაქტირება-
საერთო ხედი
-
ხედი აღმოსავლეთიდან. აფსიდა.
-
ხედი ჩრდილოეთიდან
-
ფრესკის ფრაგმენტი
-
ხედი დასავლეთიდან
-
საკურთხეველი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 295.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 418.
- თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 32-33.
- კაპანაძე თ.,„კადარის „მაცხოვრის“ ეკლესია“, ჟურ. მაცნე, ისტორიის სერია, №. 1-4 თბილისი: მეცნიერება, 1997 წელი. — გვ. 109-117
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8389
- კადარი — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. აშენებულია არაუადრეს XIV საუკუნისა — უელ., 2006