ეტიენ კაბე

ფრანგი პუბლიცისტი, მწერალი, უტოპისტ-კომუნისტი.
(გადამისამართდა გვერდიდან კაბე, ეტიენ)

ეტიენ კაბე (ფრანგ. Étienne Cabet; დ. 1 იანვარი, 1788, დიჟონი — გ. 8 ნოემბერი, 1856, სენტ-ლუისი, აშშ) — ფრანგი პუბლიცისტი, მწერალი, უტოპისტ-კომუნისტი, კარბონარების მოძრაობისა და 1830 წლის რევოლუციის მონაწილე. რევოლუციის ისტორიკოსი. ჯერ ბელგიაში იყო ემიგრაციაში, შემდეგ დიდ ბრიტანეთში, სადაც რობერტ ოუენი გაიცნო. რომანში „მოგზაურობა იკარიაში“ კომუნიზმი წარმოადგინა საზოგადოებად, რომელიც შეესატყვისება გონების პრინციპებსა და ბუნების მოთხოვნილებებს, ემყარება სოციალისტურ თანასწორობას, ძმობას, ერთობასა და დემოკრატიას. XIX საუკუნის I ნახევრის ცნობილი სოციალისტი მოაზროვნეების მოძღვრებასთან შედარებით მისი უტოპია უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პროლეტარიატის კლასობრივი მოუმწიფებლობის გამო ეტიენ კაბეს „იკარიული სოციალიზმი“ ფრანგ ხელოსნებსა და მუშებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1848 წელს ტეხასში (აშშ) დააარსა იკარიელთა კოლონია.[7]

ეტიენ კაბე
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1788(1788-01-01)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი დიჟონი
გარდაცვალების თარიღი 9 ნოემბერი, 1856(1856-11-09)[6] [2] [5] (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი სენტ-ლუისი, მისური, აშშ
საქმიანობა ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, მწერალი, utopian, რევოლუციონერი და ადვოკატი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი
Magnum opus მოგზაურობა იკარიაში

თხზულებები

რედაქტირება
  • Œuvres. P., 1970;
  • Cabet et les publications du «Populaire»: 1831–1834. P., 1974;
  • Cabet: le communisme icarien de 1840 а̀ 1847. P., 1979.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  6. Sycomore / Assemblée nationale
  7. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.