კარბონარები
კარბონარები (იტალ. carbonaro — „მენახშირე“, ≤ ლათ. carbo — „ნახშირი“) — სამხრეთ იტალიაში XIX საუკუნის დამდეგს აღმოცენებული ამავე სახელწოდების ფარული პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები. იტალიელი კარბონარები მიზნად ისახავდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ფრანგების, შემდეგ კი ავსტრიელების წინააღმდეგ. კარბონარების სოციალური შემადგენლობა ჭრელი იყო. ამან განაპირობა მათი ბრძოლის მიზნებისა და საშუალებების ნაირფეროვნება. კარბონარები ბრძოლის მეთოდად უპირატესად იყენებდნენ შეთქმულებასა და ტერორს; 1831 წელს კარბონარების ნაწილი შეუერთდა ახალგაზრდა იტალიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიღურაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 496.