კაბაჭრელა
კაბაჭრელა, ძაღლისკბილა (ლათ. Erythronium) — ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა.[1]
კაბაჭრელა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კავკასიის კაბაჭრელა (Erythronium caucasicum) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Erythronium L., 1753 | ||||||||||||||
|
მრავალწლოვანი მცენარეებია. აქვთ კვერცხისებრ-მოგრძო მიწისქვეშა ბოლქვები, ჩვეულებრივ, ორი ოვალური მწვანე ან მარმარილოსფერ-ჭრელი ფესვისპირა ფოთლით. ყვავილი ერთი ცალია, თავჩაქინდრული, ფურცლებგანცალკევებული, 10 სმ-მდე დიამეტრის, მკრთალი მეწამული, ლილისფერი, ვარდისფერი ან თეთრი, უფოთლო ყვავილის ყუნწში მჯდომარე (სიმაღლე 25 სმ-მდე). ნაყოფი — კოლოფი.[2]
მისი 25-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მათ შორის საქართველოს (Erythronium caucasicum — კავკასიის ენდემი) და სამხრეთ ციმბირის მთებში. დეკორატიული მცენარეებია, აშენებენ ბაღებში, პარკებსა და ალპინარიუმებში.[1] ზოგიერთი სახეობის ბოლქვი საკვებად ვარგისია.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 292.
- ↑ 2.0 2.1 Головкин Б. Н. КАНДЫК // Большая российская энциклопедия. т. 12. — М., 2008. — стр. 718.