ალპინარიუმი
ალპინარიუმი — ბოტანიკური ბაღის, სკვერის ან პარკის ნაწილი, სადაც დარგულია ალპური მცენარეულობა. ეწყობა ხელოვნურად შექმნილ მცირე სიმაღლის ქვიან გორაკზე. მცენარეები უმეტესად რეგიონული პრინციპით ან ფიტოცენოზების მიხედვით ირგვება (სუბალპური ტყე, სუბალპური ბუჩქები, სუბალპური მდელო, ალპური მდელო, ალპური ხალები, თოვლის სარტყელი და სხვა).
ალპინარიუმის ბუნებრივ იერს აძლევს ხელოვნური ნაკადული, რუ, ჩანჩქერი, ტბორი და სხვ. როგორც სამეცნიერო-კვლევითი და დეკორატიული ნაკვეთი ალპინარიუმი შეიქმნა ბოტანიკურ ბაღებთან ერთად, ხოლო ბაღ-პარკებში XX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ალპინარიუმებში უმეტესად აშენებენ კარპატების, კავკასიის, ალთაისა და სხვა სუბალპური და ალპური მდელოების მცენარეულობას. აღსანიშნავია ედინბურგის (ინგლისი), პრაღის (ჩეხეთი), ინსბრუკის (ავსტრია) და სხვ. ბოტანიკური ბაღების ალპინარიუმები.
საქართველოში ალპინარიუმი მოწყობილია ბაკურიანსა და სტეფანწმინდაში. აქ თავმოყრილია მთავარი კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის ალპური მცენარეულობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალპინარიუმი“ ვიკისაწყობში.
- ალპინარიუმი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)