იშტვან შანდორფი (უნგრ. Sándorfi István; დ. 12 ივნისი, 1948, ბუდაპეშტი, უნგრეთი — გ. 26 დეკემბერი, 2007, პარიზი, საფრანგეთი) — უნგრელი მხატვარი, მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმის წარმომადგენელი.

იშტვან შანდორფი

შანდორფი თავის ნამუშევართან
დაიბადა 12 ივნისი, 1948
დაბადების ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
გარდაიცვალა 26 დეკემბერი, 2007
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
ეროვნება უნგრელი
მიმდინარეობა ჰიპერრეალიზმი
საიტი http://www.fosaw.com/home.htm

ადრეული წლები

რედაქტირება

მხატვრის მამა ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა, 1950 წელს ის დააპატიმრეს 5 წლით. გათავისუფლებულ იქნა 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის დაწყებამდე. 1956 წელს მისმა ოჯახმა უნგრეთი დატოვა. თავდაპირველად, ისინი ავსტრიაში გადავიდნენ, შემდგომ გერმანიაში, 1958 წელს კი საფრანგეთში.[1][2] შანდორფმა ხატვა 8 წლის ასაკში დაიწყო, 12 წლის ასაკიდან კი ის ზეთის საღებავებს იყენებდა. მან აიღო დიპლომი სამხატვრო სკოლაში "École nationale supérieure des Beaux-Arts", ასევე სწავლობდა სამხატვრო სკოლაში "École nationale supérieure des arts décoratifs".

ჰყავს ორი ქალიშვილი: ენჟი (დ.1974) და ევი (დ.1979).[2]

ის გარდაიცვალა 2007 წლის 26 დეკემბერს, ანდერძის თანახმად მისი სხეული დაწვეს ბუდაპეშტში.[3]

ნამუშევრები

რედაქტირება

მხატვრის პირველი გამოფენა შედგა პატარა გალერეაში, პარიზში. გაცილებით დიდი გამოფენა შედგა 1973 წელს ხელოვნების მუზეუმში (ფრანგ. Musée d'Art moderne de la Ville de Paris).[2] ამის შემდეგ მისი ნამუშევრები მოიპოვებოდა საზღვარგარეთის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კოპენჰაგენი, რომი, მიუნხენი, ბრიუსელი, ბაზელი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო.

ის ხატავდა უცნაურ ობიექტებს უცნაურ სიტუაციებში.[1] მის 1970–1980-იანი წლების ნამუშევარში მან გამოიყენა ფერები ლურჯი და იასამანი, და მათი ცივი კომბინაცია. 1980-იან წლებში ის ნატურმორტებს ხატავდა.[1] 1988 წლიდან კი ძირითადად ხატავდა ქალებს.

მისი პირველი უნგრული გამოფენა შედგა 2006 წელს ბუდაპეშტში, 2007 კი – დებრეცენში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ის სამშობლოში დაბრუნდა.

გამოფენები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება