ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იური ვლასოვი (რუს. Юрий Петрович Власов; დ. 5 დეკემბერი, 1935, მაკეევკა, უკრაინის სსრ, სსრკ — გ. 13 თებერვალი, 2021, მოსკოვი)[4] — საბჭოთა მწერალი, ძალოსანი და პოლიტიკოსი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1959).

250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1935
დაბ. ადგილი მაკეევკა[1] [2] [3]
გარდ. თარიღი 13 თებერვალი, 2021 (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
სიმაღლე 185 სმ სმ
წონა 125-136 კგ კგ
სპორტი
ქვეყანა რუსეთი
სპორტი ძალოსნობა
მწვრთნელი სურენ ბოგრასანოვი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ასპარეზობდა 1960 და 1964 წლების ოლიმპიურ თამაშებში: 1960-ში ოქრო, ხოლო 1964-ში ვერცხლის მედალი მოიპოვა; ორივე ოლიმპიურ თამაშებში იგი იყო საბჭოთა კავშირის დროშის მატარებელი. კარიერის განმავლობაში ვლასოვმა მოიგო ოთხი მსოფლიო ტიტული დაამყარა 31 ოფიციალური რეკორდი. 1968 წელს ძალოსანის კარიერა დაასრულა და გახდა ცნობილი მწერალი, ხოლო მოგვიანებით პოლიტიკაში ჩაერთო. იყო საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა კონგრესის წევრი (1989), შემდგომში სახელმწიფო დუმას წევრი (1993); მონაწილეობა მიღებული აქვს 1996 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.[5]

ადრეული ცხოვრება და კარიერა

რედაქტირება

იური ვლასოვი დაიბადა 1935 წლის 5 დეკემბერს მაკეევკაში, უკრაინის სსრ-ში, სამხედრო ჟურნალისტისა და კომინტერნის აგენტის პიოტრ ვლასოვის (1905-1953) ოჯახში. მისი მამა მუშაობდა მთავარ კონსულად შანხაიში, ხოლო შემდეგ ელჩად ბირმაში.[5] მისი ორივე შობელი რუსეთშია დაბადებული.

ვლასოვს დამთავრებული აქვს სარატოვში მდებარე სუვოროვის სამხედრო სკოლა (1946-1953). სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ჟუკოვსკის სამხედრო ძალების აკადემიაში (მოსკოვში), რომელიც 1959 წელს დაამთავრა. 1956 წელს, აკადემიაში სწავლის პერიოდში იგი ძალოსნობით დაინტერედა და შეუერთდა შეიარაღებული ძალების სპორტული საზოგადოებას; მალევე გახდა სსრკ სპორტის ოსტატი (1957). იგი შეამჩნიეს 1958 წელს, როდესაც მან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. 1959-1963 წლებში მან რომელ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა; აღსანიშნავია რომში ჩატარებული 1960 წლის ოლიმპიური თამაშები, სადაც ვლასოვმა დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი და გარდა პირველი კაცი, რომელმაც „clean and jerk“-ში 200 კგ-ზე მეტი ასწია (202.5 კგ). იური ვლასლოვი გამოცხადდა ოლიმპიადის საუკეთესო სპორტსმენად და „პლანეტის ყველაზე ძლიერ ადამიანად“.[5][6][7] 1964 წლის ზაფხულის ოლიმპიადა მან მეორე ადგილზე დაასრულა (პირველი ადგილი საბჭოთა კიდევ ერთმა ძალოსანმა, ლეონიდ ჟაბოტინსკიმ დაიკავა). 1964 წლის ოლიმპიდის შემდეგ ვლასოვმა გამოაცხადა, რომ კარიერას ასრულებდა; თუმცა 1966 წელს, ფინანსების გამო მან კვლავ განაახლა უმაღლესი დონის ვარჯიშები. უკანასკნელი რეკორდი მან 1967 წლის 15 მაისს დაამყარა („პრესინგი“ 199); ამისთვის გასამრჯელოდ 850 მანეთი მიიღო. საბოლოოდ, ძალოსანის კარიერა 1968 წელს დაასრულა. დაახლოებით ამავე პერიოდში დატოვა მან საბჭოთა არმიაც, სადაც სპორტის ინსტრუქტორად მუშაობდა. ვლასლოვს კაპიტნის წოდება ეკავაა. 1969 წელს, ნორვეგიაში ლექციების დროს, მას სთხოვეს 200 კგ აწევა რაც მან მარტივად გააკეთა (აღსანიშნავია, რომ ამ დროს მას ვარჯიშისთვის თავი 1 წლის დანებებული ჰქონდა).

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ვლასოვს ჰყავს ძმა, სახელად ბორისი.[8]. პირველად დაქორწინდა 1957 წელს, ნატალია მოროდოვაზე, მოსკოვის ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტზე. მათ შეეძინათ გოგონა, სახელად ელენა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, ვლასოვი მეორედ 1976 წელს დაქორწინდა ლარისა სერგეევნაზე.[9][10] მოგონებებში ვლასოვი აღნიშნავს, რომ მას კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს (ალბათ ლარისასთან).[11] 1960 წლის ოლიმპიადაში ვლასოვის თანაგუნდელი ბორის ნიკონოროვი აღნიშნავს, რომ იური აღნიშნულ ოლიმპიადაზე ინგლისურად თავისუფლად საუბრობდა.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Власов Юрий Петрович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. Sports-Reference.com
  3. World champion weightlifter Yuri Vlassov
  4. „«Был бодр, а потом случилась трагедия»: умер Юрий Власов“. Газета.Ru (რუსული). ციტირების თარიღი: 13 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 5.2 Yury Vlasov დაარქივებული 2008-12-30 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com
  6. ВЛАСОВ Юрий Петрович. biograph.comstar.ru (in Russian). Archived from the original on 18 November 2007.
  7. Юрий Петрович Власов / Yuriy Vlasov. Peoples.ru. ციტირების თარიღი: 3 November 2010.
  8. ВЛАСОВ Юрий Петрович. biograph.comstar.ru (in Russian). Archived from the original on 18 November 2007
  9. Юрий Петрович Власов. olimpic.su
  10. Картинка. km.ru
  11. Yury Vlasov (1989).Chapter 9 დაარქივებული 2021-10-23 საიტზე Wayback Machine. in Справедливость силы. Lenizdat. ISBN 5-289-00374-6.
  12. Boris Valiyev. Борис Никоноров: Я и сейчас уверен, что на Олимпиаде в Риме и чемпионате Европы в Москве не проиграл. bmsi.ru (interview in Russian)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_ვლასოვი“-დან