ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იური დროგობიჩი— ასევე ცნობილია, როგორც იური დონატი  ან იური კოტერმაკი (ლათ. Georgius Drohobicz   უკრ. Юрій Дрогобич, პოლ. Jerzy Kotermak Drusianus, იტალ. Giorgio da Leopoli); დ. ოქტომბერი, 1450, დროგობიჩი,  პოლონეთის სამეფო — გ. 4 თებერვალი, 1494, კრაკოვი, პოლონეთის სამეფო) — გალიციელი ასტროლოგი, ექიმი, ფილოსოფოსი, ბიბლიოფილი და აღორძინების ეპოქის ჰუმანისტი; წარმოშობით გახლდათ ჩერვონაია რუსიდან (წითელ რუთენია, ანუ რუთენია რუბრა (დღევანდელი დასავლეთ უკრაინა)), რომელიც იმ დროს პოლონეთის სამეფოს ნაწილი იყო. სავარაუდოდ, კოტერმაკი ინარჩუნებდა კავშირებს ნიურნბერგის ჰუმანისტურ წრეებთან და შესაძლოა, იგი გახლდათ  ნიკოლაი კოპერნიკის ერთ-ერთი მასწავლებელი კრაკოვში. 1481-1482 წლებში იყო ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი. 1488 წლიდან — კრაკოვის უნივერსიტეტის პროფესორი.[1]

იური დროგობიჩი
დაბადების თარიღი 1450
დროგობიჩი
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი 1494
კრაკოვი პოლონეთის სამეფო
პროფესია მწერალი, ექიმი პედაგოგი
ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი რედაქტორი

იური დროგობიჩი პირველი უკრაინელი აკადემიური განათლების მქონე მეცნიერია. აღმოსავლეთ სლავ მოაზროვნეთა შორის  ლათინურად გამოქვეყნებული ბეჭდური ნაწარმოების პირველი ავტორია, ასევე პირველი უკრაინელი ცნობილი მედიცინის დოქტორია, რომელმაც  მიიღო დიპლომი ევროპული უნივერსიტეტიდან.

მე-20 საუკუნემდე მისი ნამდვილი სახელი და ეროვნება პრაქტიკულად უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა დროგობიჩში გალიციელი მარილის მეწარმის მიხაილ დონატის ოჯახში. იური დროგობიჩის ოჯახის რელიგიისა და წარმომავლობის შესახებ არაფერია ცნობილი. იურიმ დაწყებითი განათლება მიიღო წმინდა იური ევტიმის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. სავარაუდოდ, იქ მან მიიღო პირველი ცოდნა პასქალური და ლათინური ენის შესახებ.

ცნობილია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, იური აწარმოებდა ვინმე პან აიოლფის სავაჭრო ბიზნესს ლვოვში.

1468 წლის ბოლოს ან 1469 წლის დასაწყისში ჩაირიცხა იაგელონის უნივერსიტეტში (კრაკოვი), სადაც მიიღო ბაკალავრის (1470) და მაგისტრის (1473) ხარისხები.

ბოლონიის უნივერსიტეტში, სადაც ფილოსოფიის დოქტორი გახდა, კითხულობდა ლექციებს ასტრონომიაში და ამავე დროს ეუფლებოდა თავისუფალ ხელოვნებას (დაახლოებით 1478 წ.) და მედიცინას (დაახლოებით 1482 წ.).

1478-1479 და 1480-1482 წლებში ბოლონიაში კითხულობდა ლექციებს ასტრონომიაში, ხოლო 1481-1482 წლებში გახლდათ უნივერსიტეტის რექტორი.

1482 წელს მან პაპ სიქსტუს IV-ის ბრძანებით მომდევნო წლის პროგნოზი გააკეთა.

 
იური დროგობიჩი — უკრაინის საფოსტო მარკა

1483 წლის 7 თებერვალს რომში გამოქვეყნდა წიგნი „1483 წლის მიმდინარე წლის წინასწარმეტყველური შეფასება“ (Iudicium pronosticon Anni M.cccc.lxxxiii), რომელიც არის აღმოსავლეთ სლავური წარმოშობის ავტორის წიგნის პირველი ცნობილი ბეჭდური გამოცემა. მან ხელი მოაწერა ამ ნაშრომს, როგორც იური დროგობიჩმა რუსეთიდან. წიგნში, გარდა არამეცნიერული ასტროლოგიური პროგნოზებისა, განთავსებული იყო ინფორმაცია გეოგრაფიაზე, ასტრონომიაზე, მეტეოროლოგიაზე. ავტორი  ცდილობდა დაედგინა, რომელ გეოგრაფიულ განედებში მდებარეობს ქალაქები ვილნიუსი, დროგობიჩი, ლვოვი, მოსკოვი და ა.შ.. იური დროგობიჩმა აქვე აღნიშნა, რომ ქრისტიანული ქვეყნების მოსახლეობას, რომელიც განიცდიდა ჩაგვრას მთავრობისგან და ბატონებისგან,  დიდი საფრთხე ემუქრებოდა. იგი გამოხატავდა რწმენას ადამიანის გონებრივი მონაცემების  შესახებ, სამყაროს კანონების შეცნობასთან დაკავშირებით. პაპმა სიქსტუს IV-მ დააკანონა ინკვიზიცია და საბჭო, რომელმაც დაიწყო ებრაელების, ერეტიკოსების და სხვა ადამიანებისდევნა- განადგურება, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ინკვიზიციას. იმავე წელს პაპმა სიქსტუს IV-მ ყველა წიგნის მკაცრი ცენზურა შემოიღო. ამავდროულად, იური დროგობიჩმა გააცნობიერა თავისი შეცდომა: მან ზედმეტად ღიად გამოხატა საკუთარი აზრები. ჯობდა, წინასწარმეტყველება დაშიფრული ყოფილიყო. ამ შოკის შემდეგ კოტერმაკმა გადაწყვიტა სამუდამოდ შეეწყვიტა  ხალხისთვის პროგნოზების გაკეთება..

1486 ან 1487 წელს იგი დაბრუნდა გალიციაში და 1488 წლიდან კითხულობდა ლექციებს კრაკოვის უნივერსიტეტში, სწორედ იმ დროს, როდესაც იქ ნიკოლაი კოპერნიკი სწავლობდა. კრაკოვში ცხოვრების პერიოდში მიიღო სამეფო ექიმის წოდება.

კრაკოვში ყოფნისას ის თანამშრომლობდა წიგნის გამომცემელ შვაიპოლტ ფიოლთან, წვლილი შეიტანა რამდენიმე წიგნის გამოცემაში, მათ შორისაა „საათების წიგნი“. სავარაუდოდ, იური დროგობიჩი პაველ რუსინთან ერთად ფახლდათ ფიოლის წიგნების რედაქტორი.[3]

ნაშრომები

რედაქტირება

პარიზის ბიბლიოთეკებში დაცულია დროგობიჩის ორი ასტროლოგიური ტრაქტატის ასლები: 1478 წლის 29 ივლისის დაბნელების შეფასებები და Judicium Prognostikon, ხოლო მიუნხენში ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში —  მისი  1478 წლის მარტი-დეკემბრის მოვლენების პროგნოზი, რომელიც  გადაწერილია გერმანელი ჰუმანისტის, ჰ.შედელის მიერ. ეს ნაშრომები მოწმობდა დროგობიჩის მიერ ანტიკური და შუა საუკუნეების ლიტერატურის საფუძვლიანად ცოდნას.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Українська педагогіка в персоналіях – ХІХ століття / За редакцією О.В. Сухомлинської / навчальний посібник для студентів вищих навчальних закладів, у двох книгах// «Либідь», - К., 2005, кн. 1., стор.(უკრ.)
  2. David Lindberg, Reappraisals of the Scientific Revolution, Cambridge University Press 1990.
  3. Довідник з історії України. За ред. І.Підкови та Р.Шуста. — К.: Генеза, 1993 (უკრ.)
  4. Orest Subtelny, Ukraine: A History, University of Toronto Press 1988, p.155
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იური_დროგობიჩი“-დან