გიორგი ანუა (დ. 6 აგვისტო, 1934 — გ. 5 ივლისი, 1993) — ქართველი ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე)

ბიოგრაფია

რედაქტირება

იური (გიორგი) დიმიტრის ძე ანუა. დაიბადა 1934 წლის 6 აგვისტოს, ოჩამჩირეში. დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1955 წელს. ამავე წლიდან სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. შრომითი საქმიანობა სამშენებლო სფეროში დაიწყო 1960 წლიდან ტყვარჩელში, მაღაროს მშენებელ ოსტატად; იყო ოჩამჩირის მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი, შემდგომ მისი უფროსი; გასული საუკუნის 70-იან წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოს უფროსად და მისი ხელმძღვანელობით აშენდა "გაგრა-ბიჭვინთისა" და "გუდაუთა-ახალი ათონის" ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების კომპლექსები; 1980 წელს დაინიშნა აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი სამუშაოების გაერთიანების დირექტორად; 1984 წლიდან სათავეში ედგა, მისი ინიციატივით შექმნილ, აფხაზეთის სასოფლო საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანებას "აფხაზსოფკომუნბინმეურნეობა", რომელსაც ხელმძღვანელობდა 1993 წლამდე; მონაწილეობდა არაერთი კულტურულ-ისტორიული ძეგლის აღდგენაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; ამ მხვრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომანის (ქ. სოხუმის მახლობლად) საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რესტავრაცია; 1993 წელს, სეპარატისტების მიერ გაღვივებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს, ის სოფელ კამანში მოკლეს და დაკრძალულია მის მიერ აშენებული ეკლესიის მახლობლად.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ.2017, გვ. 52

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება