მსოფლიო მემკვიდრეობა (ინგლ. World Heritage, ფრანგ. Patrimoine Mondial, ესპ. Patrimonio Mundial) — ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.

პროექტ მსოფლიო მემკვიდრეობის ლოგო
ძეგლი #86: ეგვიპტის პირამიდები
ძეგლი #174: ფლორენციის ისტორიული ცენტრი (იტალია)
ძეგლი #483: ჩიჩენ-იცა (მექსიკა).
ძეგლი #592: ბორობუდური (ინდონეზია).

კრიტერიუმები

რედაქტირება

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ხვდებიან მხოლოდ ის ძეგლები, რომლებსაც კომისიის აზრით უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ ისტორიის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაზრისით. არჩევის გადაწყვეტისას გათვალისწინებული იქნება ძეგლის ორიგინალურობა, ავთენტურობა (ისტორიული ნამდვილობა) და მისი ერთიანობა (მთლიანობა). გარდა ამისა ძეგლი უნდა აკმაყოფილებდეს იუნესკოს ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს ათიდან. 2005 წლის დასაწყისამდე კულტურული და ბუნების ძეგლებისათვის კრიტერიუმები ცალ-ცალკე იყო, 2005 წლის შემდეგ კი ყოველი ძეგლისათვის საერთო კრიტერიუმები შემუშავდა. სწორედ ამის გამოა, რომ შერჩეულ ძეგლთა უმრავლესობა აკმაყოფილებს მხოლოდ ან პირველ ექვს კრიტერიუმს (i–vi) ან მხოლოდ ბოლო ოთხს (vii–x). თუმცა, 29 ძეგლი არის ისეთი (შერეული ტიპის), რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს ორივე ნაწილიდან.

კულტურული კრიტერიუმები

რედაქტირება
  • i - ობიექტი წარმოადგენს კაცობრიობის შემოქმედებითი გენიის შედევრს.
  • ii - ძეგლი წარმოაჩენს დროთა განმავლობაში ან მსოფლიოს კულტურული არეალის შიგნით დაგროვილ მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების განვითარებას, მონუმენტურ ხელოვნებას, ქალაქდაგეგმარებას ან ლანდშაფტის დაგეგმარებას.
  • iii - ძეგლი წარმოადგენს არსებული ან გადაშენებული კულტურის ორიგინალურ ან მინიმუმ განსაკუთრებულ ნიმუშს.
  • iv - ძეგლი წარმოადგენს ნაგებობათა გარკვეული ტიპის, არქიტექტურული ან ტექნოლოგიური ანსამბლის ან ლანდშაფტის განუმეორებელ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც კაცობრიობის ისტორიის ერთ ან რამდენიმე მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას უკავშირდება
  • v - ძეგლი წარმოადგენს ადამიანის დასახლების გარკვეული ტიპის, მიწის ან ზღვის გამოყენების განსაკუთრებულ, საუკეთესო ნიმუშს, რომელიც ერთი ან რამდენიმე ცნობილი კულტურისათვის ტიპურია. ან ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ შეუჩერებელი ცვლილების გამო ძეგლს გაქრობა ემუქრება.
  • vi - ძეგლი უშუალოდაა დაკავშირებული მოვლენებთან ან ტრადიციულ ცხოვრების წესთან, იდეებთან ან რელიგიურ რწმენებთან, ხელოვნებასა და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან, რომლებსაც განსაკუთრებული, უნივერსალური მნიშვნელობა აქვთ (კომიტეტი თანხმდება, რომ ეს კრიტერიუმი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ძეგლი სხვა რომელიმე კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს).

ბუნებრივი კრიტერიუმები

რედაქტირება
  • vii - ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ან ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა.
  • viii - ობიექტი წარმოადგენს დედამიწის ისტორიის მთავარი ეტაპის გამორჩეულ მაგალითს, მათ შორის წარსულის ძეგლები, რომლებიც წარმოადგენენ სიმბოლოს გეოლოგიური პროცესებისა და რელიეფის განვითარებისა ან გეომორფოლოგიურ და ფიზიოგეოგრაფიულ თავისებურებას.
  • ix - ობიექტი წარმოადგენს ხმელეთის, მტკნარი წყლის, ყურეებისა და ზღვების ეკოსისტემის, ასევე ფლორისა და ფაუნის განვითარებისა და ევოლუციის გამორჩეულ და მნიშვნელოვან მაგალითს გარკვეულ ეკოლოგიურ და ბიოლოგიურ პროცესებში.
  • x - ობიექტი წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ უმნიშვნელოვანეს ტიპურ საცხოვრებელ ტერიტორიას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც შეიცავენ გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, რომლებიც მეცნიერული საფუძვლების და მათი შენარჩუნების აუცილებლობის გამო ძვირფასნი არიან.

სტატისტიკა

რედაქტირება

2021 წლის მონაცემებით სულ 1154 მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 167 ქვეყანაში. აქედან: 897 კულტურულია, 218 ბუნებრივი, ხოლო 39 კი შერეული ტიპის. მსოფლიო მემკვიდრეობა დაყოფილია ხუთ გეოგრაფიულ ზონად: აფრიკა, არაბული ქვეყნები (წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკა და შუა აღმოსავლეთი), აზია-ოკეანეთი (წარმოდგენილი ავსტრალია და ოკეანია), ევროპა & ჩრდილოეთ ამერიკა, და ლათინური ამერიკა & კარიბები.

რუსეთი და კავკასია კლასიფიცირდება როგორც ევროპა, ხოლო მექსიკა შედის ლათინური ამერიკასა და კარიბის ზონაში. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი წარმოადგენს ზონებითა და კლასიფიკაციებით დაყოფილ სქემას: Stats

ზონა ბუნებრივი კულტურული შერეული სულ
აფრიკა 38 53 5 96
არაბული ქვეყნები 5 78 3 86
აზია-ოკეანეთი 67 189 12 268
ევროპა & ჩრდილოეთ ამერიკა 65 452 11 528
ლათინური ამერიკა & კარიბები 38 96 8 142
სულ 213 868 39 1120

ტერიტორიული დაყოფა

რედაქტირება

შენიშვნა: ამ სიაში შეტანილია ქვეყნები, სადაც არის 10 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. მონაცემები მოცემულია 2021 წლის ივლისის მდგომარეობით.

  • შავი: ქვეყნები 50 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ყავისფერი: ქვეყნები 40 და მეტი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ღია ყავისფერი: ქვეყნები 30-დან 39-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ნარინჯისფერი: ქვეყნები 20-დან 29-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • მწვანე: ქვეყნები 15-დან 19-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით
  • ლურჯი: ქვეყნები 10-დან 14-მდე მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლით

მსოფლიო მემკვიდრეობის სია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება